2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 142
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 470020000.10.003.019207
142
28/03/2016
ვებგვერდი, 29/03/2016
470020000.10.003.019207
2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №142

2016 წლის 28 მარტი

   ქ. თბილისი

 

„2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 470020000.10.003.019047) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №3 დანართის (ეპიდზედამხედველობა):

1. მე-3 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები: 

„თ) საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში (აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონები) ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების ინსექტიციდებით დამუშავება);

 ი) ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლის შესყიდვას.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, ამასთან მალარიის კერებში სკრინინგული კვლევა, ერთეულის ღირებულება განსაზღვრულია 11,41 ლარით, ხოლო მალარიის კერებსა და საკურორტო ზონაში მალარიის და ტრანსმისიური დაავადებების გადამტანის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების ერთეული შრომა/დღის ღირებულება 4 ლარით, ხოლო „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას ახორციელებს ცენტრი.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით, „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებითა და „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების მიერ წარდგენილი მუნიციპალური/საქალაქო სჯდ ცენტრებისგან, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მასშტაბით.“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:  

„6. მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,700.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის (მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები)

462.0

 

2

მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

235.0

 

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

25.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

33.0

5

გრიპის სეზონური გავრცელების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა (მ.შ. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა) და განხორციელება

245.0

6

საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში (აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონები) ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება

700.0

        სულ

1,700.0.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი