იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1054
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 17/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.001.001.726
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1054
25/02/2005
სსმ, 9, 17/03/2005
470.230.000.05.001.001.726
იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (07/12/2017 - 05/07/2018)

საქართველოს კანონი

 

იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

ამ კანონის მიზანია საქართველოში იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის ხელშემწყობი პირობების შექმნა.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და შედგება ამ კანონისაგან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებები – ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობით;

ბ) იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა – სახელმწიფოებრივ ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების თავიდან აცილება;

გ) საკვები პროდუქტების ფორტიფიკაცია – საკვები პროდუქტების მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გამდიდრება მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისათვის;

დ) იოდირებული მარილი – იოდით გამდიდრებული მარილი;

ე) ფორტიფიკანტი – დანამატი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციისათვის;

ვ) რეიოდირება – იოდირებული მარილის ან სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტის განმეორებითი იოდირება.

    მუხლი 3. იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპები

იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპებია:

ა) საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციის ეროვნული პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული სტანდარტების შემუშავება;

გ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის სისტემაზე სახელმწიფო ზედამხედველობის და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება;

დ) იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული სტანდარტების დასაცავად სახელმწიფო ორგანოთა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა;

ე) საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში მოსახლეობის, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობის ხელშეწყობა.

 

თავი II. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტირების, წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული სტანდარტები

    მუხლი 4. მოთხოვნები იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების მიმართ

1. იოდირებული მარილი და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტები (საქართველოში იმპორტირებული და წარმოებული) უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სტანდარტებს.

2. საქართველოში იკრძალება არაიოდირებული მარილის რეალიზაცია საცალო ვაჭრობის პუნქტებში, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ადამიანთა და ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი მარილი იოდირებული უნდა იყოს ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5123 - ვებგვერდი, 19.10.2011წ.

    მუხლი 5. არაიოდირებული მარილის საქართველოში იმპორტირება და რეალიზაცია

1. არაიოდირებული მარილის საქართველოში რეალიზაცია დასაშვებია:

ა) სამედიცინო მიზნით;

ბ) ტექნიკური დანიშნულებით და არასაკვები პროდუქციის წარმოებისათვის.

2. არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით იმპორტირება დასაშვებია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამა­რთლის იურიდიულ პირის შემოსავლების სამსახურის ნებართვის საფუძველზე.

3. არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ სააფთიაქო ქსელიდან.

საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5123 - ვებგვერდი, 19.10.2011წ.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5123 - ვებგვერდი, 19.10.2011წ.

    მუხლი 7. მოთხოვნები იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების დაფასოების, შეფუთვის, მარკირების, ტრანსპორტირებისა და შენახვის მიმართ

იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების დაფასოება, შეფუთვა, მარკირება, ტრანსპორტირება და შენახვა უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სტანდარტებს.

    მუხლი 8. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტია

1. ფიზიკური და იურიდიული პირები , რომლებიც ახორციელებენ იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტირებას , წარმოებასა და რეალიზაციას , პასუხისმგებელნი არიან მომხმარებლის წინაშე იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოებასა და ხარისხზე ეროვნული სტანდარტების შესაბამისად .

2. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით.

3. ვადაგასული იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების რეალიზაცია დაუშვებელია და ისინი ექვემდებარება სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებას .

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6158 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

 

თავი III. კონტროლი

    მუხლი 9. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4271 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.430

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1647   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

თავი IV. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 10. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

თავი Vგარდამავალი დებულებანი

    მუხლი 11. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში გამოცემულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები :

) საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის ჩამონათვალის შესახებ “;

) საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით იმპორტირებისა და რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ “;

) საქართველოს ეკონომიკური განვითარების , სოფლის მეურნეობის , გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანება ვადაგასული იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების გადამუშავების , რეიოდირების , ტექნიკური დანიშნულებით გამოყენებისა და განადგურების წესის შესახებ “;

) საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანება იოდირებულ მარილსა და სხვა ფორტიფიცირებულ საკვებ პროდუქტებში ფორტიფიკანტების შემცველობისა და ფორტიფიცირების მეთოდის შესახებ “.

2. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სტანდარტიზაციის , მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოს , შეიმუშაოს და დაამტკიცოს ადამიანთა და ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი იოდირებული მარილის დაფასოების , შეფუთვის , მარკირების , ტრანსპორტირების და შენახვის ეროვნული სტანდარტი .

3. „ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის ჩამონათვალის შესახებ საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სტანდარტიზაციის , მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოს , შეიმუშაოს და დაამტკიცოს ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის ( საქართველოში იმპორტირებულისა და წარმოებულის ) ეროვნული სტანდარტი .

 

თავი VI. დასკვნითი დებულება

    მუხლი 12. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ .

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი ,

2005 წლის 25 თებერვალი .

№1054-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4271 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.430

2. საქართველოს 20 10 წლის 12 ნოემბრის კანონი № 3806 - სსმ I, № 66 , 03 .12.20 10 წ., მუხ.4 14

3. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5123 - ვებგვერდი, 19.10.2011წ.

4. საქართველოს 201 2 წლის  8 მაისის კანონი № 6158 - ვებგვერდი, 25 . 05 .201 2 წ.