დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5123-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111019017, 19/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.05.001.016434 |
საქართველოს კანონი
„იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 17.03.2005, მუხ. 60) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოში იკრძალება არაიოდირებული მარილის რეალიზაცია საცალო ვაჭრობის პუნქტებში, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
2. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არაიოდირებული მარილის საქართველოში რეალიზაცია დასაშვებია:
ა) სამედიცინო მიზნით;
ბ) ტექნიკური დანიშნულებით და არასაკვები პროდუქციის წარმოებისათვის.
2. არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით იმპორტირება დასაშვებია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ნებართვის საფუძველზე.“.
3. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 13 ოქტომბერი.
№5123–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები