დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3062-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.05.001.018995 |
|
„იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 17.03.2005, მუხ. 60) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით იმპორტირება დასაშვებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ნებართვის საფუძველზე.“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3062-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები