შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 756
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 14/06/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 14/06/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 280.080.020.05.001.000.111
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
756
14/06/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 14/06/1995
280.080.020.05.001.000.111
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 14.07.2020, №6823)

საქართველოს კანონი

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

ეს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველებს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები

1. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1975 წლის 9 დეკემბრის დეკლარაციით „ინვალიდთა უფლებების შესახებ“, მის მიერვე 1993 წლის 20 დეკემბერს მიღებული „ინვალიდთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტული წესებით“, საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაცია აკრძალულია და კანონით ისჯება.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა  სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2103 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.

    მუხლი 3. სახელმწიფოს როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სფეროში

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.

2. სახელმწიფო ამ კატეგორიის ბავშვებს უწესებს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის დამატებით გარანტიებს.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სასამართლო ან კანონით გათვალისწინებული სხვა წესით.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 5. ჟესტების ენა

სახელმწიფო ცნობს ჟესტების ენას პიროვნებთაშორისი ურთიერთობის საშუალებად და უზრუნველყოფს აუცილებელი პირობების შექმნას მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის.

    მუხლი 6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სფეროში

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი II. სოციალური ინფრასტრუქტურით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეუფერხებელი სარგებლობისათვის პირობების შექმნა

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 7. საცხოვრებელი შენობებითა და სოციალური ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარგებლობის უზრუნველყოფა

სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილებისათვის.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოთხოვნილებების გათვალისწინება სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობისას

დაუშვებულია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების უზრუნველყოფა კულტურულ-სანახაობით დაწესებულებებსა და სპორტულ ნაგებობებში

1.  სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული არიან უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის  პირობები, რათა  მათ თავისუფლად ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებით და სპორტული ნაგებობებით, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი სპეციალური სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით.

2. ჩამოთვლილი მომსახურებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობენ უფასოდ ან შეღავათიან ი პირობებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის წესს, პირობებსა და შეღავათებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68  

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1247  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7017 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 10. საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობა სოციალურ-კულტურული ობიექტებისა და სპორტული ნაგებობების მშენებლობის დაფინანსების, მოწყობილობის შეძენისა და შენახვის საქმეში

საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, საკუთრების და მეურნეობის ფორმის მიუხედავად, უფლება აქვთ გაიღონ თანხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი სოციალურ-კულტურული ობიექტების და სპორტული ნაგებობების მშენებლობის, მოწყობილობის შეძენისა და შენახვის მიზნით. ეს თანხა არ იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7017 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 12. შეღავათები იმ საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აწარმოებენ საქონელსა და ტექნიკურ საშუალებებს

იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აწარმოებენ სამრეწველო საქონელს, სპეციალურ ტექნიკურ და სხვა საშუალებებს და სპეციალდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სფეროში, უწესდებათ შეღავათები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი III. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 13. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფა

1. სახელმწიფო ორგანიზაციას უწევს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რაც წარმოადგენს ორგანიზმის დარღვეული ან დაკარგული ფუნქციების, თვითმომსახურების, სხვადასახვაგვარი პრფესიული საქმიანობის უნარის აღდგენისა და კომპენსაციისათვის გამიზნულ ღონისძიებათა კომპლექსს, აგრეთვე საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს იცხოვრონ სრულფასოვნად და უზრუნველყონ თავიანთი უფლებებისა და პოტენციური შესაძლებობების რეალიზაცია.

2. სახელმწიფო აფინანსებს და ორგანიზაციას უწევს სამეცნიერო კვლევას და სპეციალისტების მომზადებას სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის შესაფერის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელების სფეროში.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 14. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია ხორციელდება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამით, რაც განისაზღვრება საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწყობილი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საფუძველზე.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეკომენდებულ რეაბილიტაციის ინდივიდუალურ პროგრამაში განისაზღვრება სარეაბილიტაციო ღონისძიებების კონკრეტული მოცულობა-სახეობანი და ვადები, აგრეთვე სოციალური დახმარების სახეობანი.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 15. რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამების შესრულების სავალდებულობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის შესრულება სავალდებულოა შესაბამისი სახელმწიფო და სხვა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 16. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო დაწესებულებები

სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო დახმარების მოთხოვნებისა და ადგილობრივი პირობების შესაბამისად ქმნიან სარეაბილიტაციო, მათ შორის, სამეცნიერო-საწარმოო ცენტრების ქსელს, აღდგენითი მკურნალობის განყოფილებებს ამბულატორიულ და სტაციონარულ სასწავლო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით და სანატორიულ-საკურორტო დაწესებულებებს, საწარმოებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებს.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7017 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი IV. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლება და პროფესიული აღზრდა

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 17. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის პირობების შექმნა, ამ პირთა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების უზრუნველყოფა

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფო უქმნის აუცილებელ პირობებს განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის.

2. განათლების ორგანოები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებთან ერთად ვალდებული არიან, უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება და სკოლისგარეშე აღზრდა მათთვის ჯეროვანი სარეაბილიტაციო დახმარების გაწევის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღება ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5379  - ვებგვერდი, 24.06.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 23  მარტის   კანონი  №506  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

    მუხლი 18. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზოგადსაშუალო, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლება, ამ კატეგორიის ბავშვთა შინ აღზრდა და სწავლება

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ზოგადსაშუალო, საშუალო-სპეციალურ და უმაღლეს განათლებას იღებენ ზოგადსასწავლო დაწესებულებეში, საჭიროებისას – შესაბამის სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში.

2. სასწავლო მეცადინეობის ორგანიზება ხდება აგრეთვე იმ კატეგორიის ბავშვთათვის, რომლებიც მკურნალობენ სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების სტაციონარებში ან სარეაბილიტაციო დაწესებულებებში.

3. თუ შეუძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ზოგად ან სპეციალურ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში აღზრდა და სწავლება, მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების სურვილის შესაბამისად, მათი აღზრდა და სწავლება ხდება ოჯახში. ამასთანავე, ერთ-ერთი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ან მისი შემცვლელი პირის მატერიალური უზრუნველყოფა და შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. შესაბამისი სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებები დახმარებას უწევენ მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს ამ კატეგორიის ბავშვთა შინ სწავლებაში.

5. ამ კატეგორიის ბავშვთა ყოველმხრივი და ჰარმონიული განვითარების, მათთვის საზოგადოებრივი აქტიურობის, შრომის ინტერესის ჩანერგვის, მეცნიერებასთან, ტექნიკასთან, ხელოვნებასთან, სპორტთან დაახლოების მიზნით განათლებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ამ კატეგორიის სკოლისგარეშე აღზრდის სათანადო ორგანიზაცია.

6. სტაციონარულ დაწესებულებებში ხანგრძლივად (არამუდმივად) მყოფი ამ კატეგორიის ბავშვებისათვის აღნიშნულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ უწყვეტი აღზრდა და სწავლება სოციალურ-საყოფაცხოვრებო და შრომით ადაპტაციასთან ორგანული კავშირით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5379  - ვებგვერდი, 24.06.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 23  მარტის   კანონი  №506  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

    მუხლი 19. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიულ მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამების შესაბამისად ახორციელებენ სპეციალიზებული ან ზოგადი ტიპის სასწავლო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები სოციალური დახმარების ორგანოებთან ერთად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მატერიალური უზრუნველყოფა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდში ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 20. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების, პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ფორმები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლება, პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, დასწრებულად, დაუსწრებლად, ექსტერნად, სპეციალურ ჯგუფებში, კლასებში სწავლების გზით და ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, შინ სწავლების ჩათვლით.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი V. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომა

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 21. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლებების რეალიზაცია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თავიანთი შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციის მიზნით და რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად, უფლება აქვთ იმუშაონ შრომის ჩვეულებრივი პირობების საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში საკუთრებისა და მეურნეობის ფორმის მიუხედავად, სპეციალიზებულ საწარმოებში, საამქროებსა და უბნებზე, სადაც გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომა, აგრეთვე ეწეოდნენ კანონით ნებადართულ ინდივიდუალურ და სხვა სახის შრომით საქმიანობას. დაუშვებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ან სამსხურებრივ დაწინაურებაზე უარის თქმა, ადმინისტრაციის ინიციატივით მისი დათხოვნა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის თანხმობის გარეშე სხვა სამუშაოზე გადაყვანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირობის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით მის ჯანმრთელობას ვნებს პროფესიული მოვალეობის შესრულება ან საშიშროება ექმნება სხვა პირთა ჯანმრთელობასა და შრომის უსაფრთხოებას.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 22. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის პირობები

1. საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაციის ინდივიდუადური პროგრამის შესაბამისად იქმნება შრომის სათანადო პირობები.

2. კოლექტიური და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებებით დადგენილი შრომის პირობები, მათ შორის, შრომის ანაზღაურება, სამუშაო და დასვენების დროის რეჟიმი, წლიური და დამატებითი შვებულებების ხანგრძლივობა არ უნდა აუარესებდეს ან ზღუდავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობასა და უფლებებს სხვა მუშაკებთან შედარებით.

3. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები ეხმარებიან შინ ან ინდივიდუალურად მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აღნიშნული საქმიანობისათვის არასაცხოვრებელი შენობების გამოყოფაში, ნედლეულის შეძენასა და პროდუქციის გასაღებაში.

4. შრომითი დ ასახიჩრებით ან პროფესიული დაავადებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობილ მოქალაქეებს მიყენებულ ზარალს უნაზღაურებენ ბრალეული საწარმოები, ორგანიზაციები (საკუთრების და მეურნეობის ფორმის მიუხედავად) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7017 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 23. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომვლელების შეღავათები და უპირატესობანი

ოჯახის წევრს ან გარეშე პირთ, რომლებიც უვლიან პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში აქვთ შეღავათები (სამუშაო დროის, დასვენების, შვებულების და სხვა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი VI. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება

    მუხლი 24. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება, სოციალური დახმარების სახეობანი

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალურად ეხმარებიან როგორც ფინანსებით (პენსია, დახმარება და სხვა), ისე ტექნიკური და სხვა საშუალებებით, მათ შორის, უზრუნველყოფენ ავტომობილებით, სავარძელ-ეტლებით, საპროთეზო-ორთოპედიული ნაკეთობებით, სპეციალური შრიფტის ნაბეჭდი გამოცემებით, ხმის გამაძლიერებელი აპარატურით და სიგნალიზაციით, აგრეთვე სამედიცინო, სოციალური და პროფესიული რეაბილიტაციის განხორციელებითა და საყოფაცხოვრებო მომსახურებით.

2. ყველა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შრომითი საქმიანობის პერიოდში უნარჩუნდებათ შესაძლებლობის შეზღუდვის შესაბამისი სტატუსით მინიჭებული პენსია.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიებითა და დახმარებებით უზრუნველყოფის წესი განისაზღვერება საპენსიო და სოციალური დაზღვევის კანონმდებლობით.

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამკურნალწამლო, ტექნიკური და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფა, აგრეთვე საყოფაცხოვრებო მომსახურება ხორციელდება უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №934 - სსმ I, №4, 17.01.2005 წ., მუხ.17

    მუხლი 25. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უზრუნველყოფა ტექნიკური და სხვა საშუალებებით

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უზრუნველყოფა ტექნიკური და სხვა საშუალებებით ხდება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად, უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით.

2. თუ სახელმწიფო ორგანოებს არ შეუძლიათ მისცენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამით გათვალისწინებული ტექნიკური ან სხვა საშუალებანი, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა იგი შეიძინეს საკუთარი სახსრებით, მათ ეძლევათ კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 26. შინ მომსახურება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარების სტაციონარული დაწესებულებანი

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე ან სტაციონარულ დაწესებულებეში.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს სოციალური დახმარების სტაციონარული დაწესებულებების ქსელის განვითარებას იმ კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მომვლელი.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 27. პანსიონატებსა და სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებეში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

1. სახელმწიფო საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად და მათი სურვილის გათვალისწინებით. პანსიონატებში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შექმნილმა პირობებმა უნდა უზრუნველყონ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაცია.

2. თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა  სტაციონარულ დაწესებულებაში, მუნიციპალიტეტები უსახლკარო პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7017 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 28. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარების სახელმწიფო ორგანოები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალურ დახმარებას უწევენ სახელმწიფო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სამსახურების (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიები, საექიმო-საკონსულტაციო კომისიები, სპეციალიზებული საექსპერტო სამსახურები) დასკვნის საფუძველზე.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 29. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროები

1. ამ კანონით განსაზღვრული შეღავათებითა და დახმარებებით სარგებლობის უფლების რეალიზება ხორციელდება საბიუჯეტო რესურსების შესაძლებლობების გათვალისწინებითა და შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების არსებობის შემთხვევაში.

2. ის საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სოციალური დახმარების ღონისძიებებს აფინანსებენ, იბეგრებიან შეღავათიანი პირობებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №959 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997წ., გვ.68

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7017 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი VII. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპორტის შესაფერის სახეობათა დანერგვა და განვითარება

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 30. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპორტის შესაფერის სახეობათა დანერგვა და განვითარება

შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ერთად, უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპორტის შესაფერის სახეობათა დანერგვასა და განვითარებას.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი VIII. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი გაერთიანებები

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 31. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, თანადგომისა და მომსახურების მიზნით შექმნან საზოგადოებრივი გაერთიანებები, მათ შორის, სხვადასხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3976 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.344

    მუხლი 32. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებებისათვის განკუთვნილი ღონისძიებები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ მიერ შექმნილ საზოგადოებრივ გაერთიანებათა სოციალური ინტეგრაციისა და განვითარების მხარდასაჭერად სახელმწიფო ახორციელებს ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებს (სესხები, გადასახადებისაგან გათავისუფლება, მიზნობრივი სუბსიდიები, სპეციალური ფონდები და ა.შ.). აღნიშნული ეკონომიკური ღონისძიებების გამოყენების წესი, პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №768 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №32, 24.07.1997 წ., გვ.9

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

 

თავი IX. გარდამავალი დებულება

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

    მუხლი 33. გარდამავალი დებულება

ეთხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს ყველა კანონქვემდებარე აქტში სიტყვა „ინვალიდი“ შეცვალონ სიტყვებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №972 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.81

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 14 ივნისი.

№756–IIს