დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 959 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/10/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.080.020.05.001.000.262 |
საქართველოს კანონი
„ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 14 ივნისის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-95 წწ., №№27-30, მუხ. 633) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პრეამბულაში სიტყვები „რესპუბლიკის სხვა მოქალაქეთა” შეიცვალოს სიტყვებით „სხვა პირთა”.
2. სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა” შეიცვალოს სიტყვით „საქართველო”.
3. მე-9 მუხლის მე-3 აბზაცში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვით „პრეზიდენტი”.
4. მე-9 მუხლის პირველ აბზაცში და მე-16 მუხლში სიტყვები „მმართველობის რესპუბლიკური და ადგილობრივი” შეიცვალოს სიტყვებით „ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის”.
5. მე-11 მუხლში და 27-ე მუხლის მე-2 აბზაცში სიტყვები „სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი” შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის”.
6. 22-ე მუხლის მე-3 აბზაცში სიტყვები „მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი” შეიცვალოს სიტყვებით „ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის”.
7. 29-ე მუხლის პირველ აბზაცში სიტყვა „რესპუბლიკური” შეიცვალოს სიტყვით „ცენტრალური”.
8. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 16 ოქტომბერი.
№959–Iს
დოკუმენტის კომენტარები