„ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 972
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/06/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 06/07/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 280.070.060.05.001.000.948
  • Word
972
20/06/2001
სსმ, 22, 06/07/2001
280.070.060.05.001.000.948
„ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1„ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, 1994-95, მუხ. 633) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვა „ინვალიდი“ შეიცვალოს სიტყვებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები ჯანმრთელობის მეტ–ნაკლებად მოშლის გამო, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ანდა ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე მუხლი:

     „მუხლი 32. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებებისათვის განკუთვნილი ღონისძიებები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ მიერ შექმნილ საზოგადოებრივ გაერთიანებათა სოციალური ინტეგრაციისა და განვითარების მხარდასაჭერად სახელმწიფო ახორციელებს ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებს (სესხები, გადასახადებისაგან გათავისუფლება, მიზნობრივი სუბსიდიები, სპეციალური ფონდები და ა.შ.). აღნიშნული ეკონომიკური ღონისძიებების გამოყენების წესი, პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეცხრე თავი:

„თავი IX. გარდამავალი დებულება

    მუხლი 33. გარდამავალი დებულება

ეთხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს ყველა კანონქვემდებარე აქტში სიტყვა „ინვალიდი“ შეცვალონ სიტყვებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 20 ივნისი.

№972–IIს