დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პროკურატურის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1112 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/11/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.000.04.001.000.302 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს ორგანული კანონი
პროკურატურის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს პროკურატურა
1. საქართველოს პროკურატურა (შემდგომში – პროკურატურა) თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში.
2. აკრძალულია საგანგებო ან სპეციალური პროკურატურების შექმნა.
3. საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურორს (შემდგომში – გენერალურ პროკურორს) შეუძლია დროებით შექმნას სპეციალიზებული პროკურატურა და კანონით დადგენილი წესით განსაზღვროს მისი საქმიანობის მიმართულებები და ფუნქციონირების ვადა.
საქართველოს 2001 წლის 16 თებერვლის ორგანული კანონი №728 – სსმ I, №2, 19.02.2001 წ., მუხ.2
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
მუხლი 2. პროკურატურის ამოცანები
1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას;
დ) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას;
ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს, როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;
თ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;
ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას.
2. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის ორგანული კანონი №3307 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.20
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №209 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.59
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1342- სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.114
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2268 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.364
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის ორგანული კანონი №2940 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.92
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის ორგანული კანონი №5201 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.274
მუხლი 3. პროკურატურის საქმიანობის პრინციპები
პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;
გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
დ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება;
ე) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მუხლი 4. პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 5. პროკურატურის საერთაშორისო ვალდებულებები
პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.
თავი II
პროკურატურის სისტემა და ორგანიზაცია
მუხლი 6. პროკურატურის ორგანოები
1. საქართველოს პროკურატურის სისტემას ქმნიან: საქართველოს გენერალური პროკურატურა (შემდგომში – გენერალური პროკურატურა), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რაიონული (საქალაქო) პროკურატურები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სპეციალიზებული პროკურატურები.‘
2. პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას და საშტატო ერთეულებს დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
საქართველოს 2001 წლის 16 თებერვლის ორგანული კანონი №728 – სსმ I, №2, 19.02.2001 წ., მუხ.2
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
მუხლი 7. საქართველოს გენერალური პროკურორი
1. საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს საქართველოს გენერალური პროკურორი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თანამდებობაზე ნიშნავს პარლამენტი.
2. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს გენერალურ პროკურორად ორ ვადაზე მეტი ხნით.
3. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. გენერალური პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტისას მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ გენერალური პროკურორის დანიშვნისთანავე.
4. გენერალურ პროკურატურაში არის დეპარტამენტები, სამმართველოები, განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები და პროკურორები. გენერალურ პროკურატურაში არის საგამოძიებო ნაწილი, რომელსაც ჰყავს უფროსი და მისი მოადგილეები, უფროსი პროკურორები და პროკურორები, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებლები.
5. გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
6. გენერალური პროკურორი:
ა) კანონით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას;
ბ) პირადად ან გენერალური პროკურატურის მეშვეობით ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და აუქმებს პროკურატურებს, ადგენს მათ სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს;
დ1) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის შუამდგომლობებს ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;
დ2) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელსაც სასამართლოში შეაქვს განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ;
ე) ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრებს;
ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, მოსამართლის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას;
ზ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ ანგარიშგებას, ორგანიზებას უწევს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის განზოგადებასა და სრულყოფას, მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებების გავრცელებასა და პრაქტიკაში დანერგვას;
თ) შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;
ი) გამოყოფილი ხელფასის ფონდის ფარგლებში ამტკიცებს გენერალური პროკურატურის და ქვემდგომი პროკურატურების სტრუქტურას, საშტატო ერთეულების რაოდენობას და პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას.
კ) განსაზღვრავს თავისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, გენერალური პროკურატურის და ქვემდგომი პროკურატურების სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციურ მოვალეობებს. გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ პროკურატურის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებას;
ლ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პროკურატურის მუშაკებს ანიჭებს და ჩამოართმევს სპეციალურ წოდებებს;
მ) წარმოადგენს საქართველოს პროკურატურას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოების სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობებში;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს პროკურატურის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხებს;
ო) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, აგრეთვე ინსტრუქციებსა და მითითებებს;
პ) ხელმძღვანელობს და წარმართავს საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის მუშაობას;
ჟ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
რ) განიხილავს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებს, იღებს მოქალაქეებს;
ს) ამტკიცებს პროკურატურის ორგანოების და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს;
ს1) ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
უ) შეაქვს სააპელაციო საჩივარი სასამართლოში მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოთხოვნით;
ფ) პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქმნის საკონსულტაციო საბჭოებს.
7. გენერალური პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე.
8. გენერალური პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი, კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში, განსჯადობის მიხედვით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის ორგანული კანონი №3307 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.20
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1342- სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.114
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1581 - სსმ I, №27, 09.06.2005 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2123 - სსმ I, №50, 01.12.2005 წ., მუხ.331
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2268 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.364
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2473 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.385
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის ორგანული კანონი №2940 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.92
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5028 - სსმ I, №26, 12.07.2007 წ., მუხ.227
საქართველოს 2007 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №5073 - სსმ I, №26, 12.07.2007 წ., მუხ.228
საქართველოს 2008 წლის 12 სექტემბრის ორგანული კანონი №266 - სსმ I, №20, 30.09.2008 წ., მუხ.147
მუხლი 71. გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტი
1. გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტია ბრძანება, რომელიც გამოიცემა ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
2. გენერალური პროკურორის ნორმატიული ხასიათის ბრძანების პროექტი სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ორი კვირის ვადაში იძლევა დასკვნას მის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე.
3. გენერალური პროკურორის ნორმატიული ხასიათის ბრძანება საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციამდე საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას მის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე.
4. საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე თუ ბრძანებაში სხვა ვადა არ არის მითითებული. დაუშვებელია გენერალური პროკურორის ბრძანება გამოქვეყნდეს მის საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციამდე.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
მუხლი 8. საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგია
1. საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოა გენერალური პროკურატურის კოლეგია.
2. გენერალური პროკურატურის კოლეგიას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი.
3. გგენერალური პროკურატურის კოლეგიის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
4. გენერალური პროკურატურის კოლეგია განიხილავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობას, საკადრო საკითხებს, ბრძანებებისა და ინსტრუქციების პროექტებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ყველა ქვემდგომი პროკურორის ანგარიშებს და პროკურატურის საქმიანობის სხვა საკითხებს.
5. გენერალური პროკურორის და გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრების აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
მუხლი 9. (ამოღებულია)
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
მუხლი 10. (ამოღებულია)
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
მუხლი 11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები.
2. (ამოღებულია - 30.06.04 №279).
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები.
4. (ამოღებულია - 30.06.04 №279).
5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები და პროკურორები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის საგამოძიებო ნაწილები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებლები და გამომძიებლები.
6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს, მათ მოადგილეებს, საგამოძიებო ნაწილების უფროსებს, მათ მოადგილეებს, საგამოძიებო ნაწილების პროკურორებს, პროკურორ-კრიმინალისტებს, განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფროს პროკურორებსა და პროკურორებს, უფროს გამომძიებლებს, გამომძიებლებსა და მრჩევლებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რაიონულ (საქალაქო) პროკურორებს, მათ მოადგილეებს, უფროს გამომძიებლებსა და გამომძიებლებს, აგრეთვე პროკურატურის მრჩევლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში იქმნება სათათბირო ორგანოები – შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის კოლეგია, რომელსაც ხელმძღვანელობს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი.
8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების კოლეგიათა შემადგენლობაში არიან: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების მოადგილეები, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების განყოფილებათა და საგამოძიებო ნაწილთა უფროსები, პროკურორ-კრიმინალისტები, აფხაზეთისა და აჭარის დედაქალაქების პროკურორები.
9. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების კოლეგიათა შემადგენლობას შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს გენერალური პროკურორი.
10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების კოლეგიები მოქმედებენ ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურორებისა და პროკურატურის სხვა თანამშრომლებისათვის.
საქართველოს 2001 წლის 16 თებერვლის ორგანული კანონი №728 – სსმ I, №2, 19.02.2001 წ., მუხ.2
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5028 - სსმ I, №26, 12.07.2007 წ., მუხ.227
მუხლი 12. ქ. თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები
1. ქ. თბილისის პროკურატურას და საოლქო პროკურატურებს ხელმძღვანელობს შესაბამისად ქ. თბილისის ან საოლქო პროკურორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. საოლქო პროკურატურები იქმნება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
3. ქ. თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები.
4. ქ. თბილისის პროკურატურაში და საოლქო პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომელთაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები და პროკურორები. ქ. თბილისის პროკურატურაში და საოლქო პროკურატურებში არის საგამოძიებო ნაწილები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებლები და გამომძიებლები.
5. ქ. თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურების მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი ამ კანონით დადგენილი წესით.
6. ქ. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისათვის.
საქართველოს 1999 წლის 12 მაისის ორგანული კანონი №1942 – სსმ I, №17(24), 14.05.1999 წ., მუხ.66
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5028 - სსმ I, №26, 12.07.2007 წ., მუხ.227
მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) პროკურატურები
1. რაიონულ (საქალაქო) პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი პროკურორები, რომელთაც შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები და გამომძიებლები.
2. რაიონულ (საქალაქო) პროკურორებს, მათ მოადგილეებს, პროკურორებს, უფროს გამომძიებლებსა და გამომძიებლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. რაიონული (საქალაქო) პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისთვის.
საქართველოს 2001 წლის 16 თებერვლის ორგანული კანონი №728 – სსმ I, №2, 19.02.2001 წ., მუხ.2
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1342- სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.114
მუხლი 14. პროკურატურის ორგანიზაციის სხვა საკითხები
1. გენერალური პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული (საქალაქო) პროკურორების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 5 წლით, ხოლო ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სპეციალიზებული პროკურატურის უფლებამოსილების ვადით.
2. გენერალური პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული (საქალაქო) და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორზე მეტი ვადით.
3. (ამოღებულია - 12.05.99 №1942);
4. ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარება ზემდგომისადმი გულისხმობს:
ა) ქვემდგომი პროკურორისათვის ზემდგომის მიერ პროკურატურის ორგანიზაციის და საქმიანობის საკითხებზე მიცემულ მითითებათა შესრულების სავალდებულოობას;
ბ) ქვემდგომი პროკურორის პასუხისმგებლობას ზემდგომის წინაშე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;
გ) ზემდგომი პროკურორის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში ქვემდგომი პროკურორის უფლებამოსილებათა განხორციელებას ან ქვემდგომი პროკურორისათვის თავისი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების დაკისრებას;
დ) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორების მიღებული გადაწყვეტილებებისა და აქტების გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანას, მათი სხვა გადაწყვეტილებებით ან სხვა აქტებით შეცვლას;
ე) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორების გადაწყვეტილებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვას;
ვ) ქვემდგომი პროკურორის მიერ ზემდგომისათვის თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშის, ინფორმაციის, საქმეებისა და მასალების წარდგენას.
5. საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს დააწესოს ქვემდგომი პროკურორების დაქვემდებარების სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამ კანონს.
6. ქვემდგომი პროკურორი ან პროკურატურის სხვა მუშაკი ვალდებულია შეასრულოს ზემდგომი პროკურორის ყველა კანონიერი მოთხოვნა და მითითება.
საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №1441 – პარლამენტის უწყებანი №23-24, 30.06.1998 წ., გვ.50
საქართველოს 1999 წლის 12 მაისის ორგანული კანონი №1942 – სსმ I, №17(24), 14.05.1999 წ., მუხ.66
საქართველოს 2001 წლის 16 თებერვლის ორგანული კანონი №728 – სსმ I, №2, 19.02.2001 წ., მუხ.2
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
თავი III
პროკურატურის საქმიანობის მიმართულებები
მუხლი 15. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება
1. პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.
2. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას წინასწარი გამოძიების სტადიაზე.
მუხლი 16. წინასწარი გამოძიება
პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას და შეუძლია განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2268 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.364
მუხლი 17. ზედამხედველობა კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას
1. (ამოღებულია - 20.04.05 №1342).
2. პროკურორი ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და ამ საქმიანობის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას.
3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების, გაგრძელების და შეწყვეტის შესახებ მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს.
4. მონაცემები იმ პირზე, რომელიც უწევს ან უწევდა კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს, თანამშრომლობს ან თანამშრომლობდა მასთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის მოპოვების ტაქტიკა, ორგანიზაცია, ოპერატიული დამუშავების საქმე და ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო ნაწილი არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს.
5. ოპერატიული დამუშავების საქმის, ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო მასალების გაცნობის უფლება აქვთ გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, გენერალური პროკურატურის შესაბამისი დეპარტამენტების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებსა და მათ მოადგილეებს, საოლქო პროკურორებსა და მათ მოადგილეებს, ქ. თბილისის პროკურორს, მის მოადგილეებსა და რაიონულ პროკურორებს თავიანთი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, აგრეთვე გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, საოლქო პროკურორების, ქ. თბილისის პროკურორისა და რაიონული პროკურორების მიერ განსაზღვრულ სხვა პროკურორებს.
საქართველოს 1999 წლის 12 მაისის ორგანული კანონი №1942 – სსმ I, №17(24), 14.05.1999 წ., მუხ.66
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1342- სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.114
მუხლი 18. პირთა უფლებების დაცვა და საპროცესო მოვალეობათა განხორციელება დაკავებულთა მოთავსების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში
1. პროკურორს უფლება აქვს:
ა) კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად ჩაატაროს შემოწმებები დაკავებულთა მოთავსების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შევიდეს შესაბამის დაწესებულებებში ნებისმიერ დროს;
გ) გამოკითხოს დაკავებული, დაპატიმრებული, მსჯავრდებული და პირები, რომლებსაც შეფარდებული აქვთ იძულებითი ხასიათის ღონისძიებები;
დ) გაეცნოს დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზედაც პირები არიან დაკავებულნი, დაპატიმრებულნი, იხდიან სასჯელს ან შეფარდებული აქვთ იძულებითი ხასიათის ღონისძიებები;
ე) დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს დაქვემდებარებული პირის გასათავისუფლებლად.
2. პროკურორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის ორგანული კანონი №2940 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.92
მუხლი 19. პროკურორი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი
1. პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.
2. პროკურორს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებანი არ ადასტურებს ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
3. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს გამწესრიგებელ სხდომაში ამასთან, მას უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, წარადგინოს მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებითობის შესახებ საკითხთა განხილვაში, საქმის შეწყვეტის, საქმის წარმოების შეჩერების, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების, სასამართლოში საქმის წარმართვისა და სხვა საკითხების განხილვაში.
4. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. მას უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებანი და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, განსასჯელის შერაცხადობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განსასჯელის გათავისუფლების შესახებ.
5. საკასაციო და წარმოების სტადიებზე პროკურორი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს, როგორც მხარე, იმ საჩივრების შესახებ, რომლებიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
მუხლი 20. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია
1. პროკურატურა კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართალდაცვის ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას დანაშაულის დროული გამოვლენის, გამოძიების, გახსნის, აღკვეთისა და თავიდან აცილების, კრიმინოგენური ვითარების გაჯანსაღების, დანაშაულის მიზეზებისა და მათი ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით.
2. გენერალური პროკურორი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული (საქალაქო) პროკურორები ხელმძღვანელობენ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოების საქმიანობას.
3. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
მუხლი 201. პროკურორის სარჩელი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე
პროკურორი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აღძრავს სარჩელს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე.
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის ორგანული კანონი №3307 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.20
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №209 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.59
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის ორგანული კანონი №5201 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.274
თავი IV
საპროკურორო აქტები
მუხლი 21. საპროკურორო აქტების სისტემა
პროკურორი უფლებამოსილების განხორციელებისას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს შემდეგ აქტებს: მოთხოვნას, წარდგინებას, პროტესტს, დადგენილებას, თანხმობას, საჩივარს, მითითებას და ინფორმაციას.
მუხლი 22. პროკურორის მოთხოვნა
1. პროკურორს უფლება აქვს მოითხოვოს:
ა) სისხლის სამართლის საქმეზე საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზიის ჩატარება;
ბ) კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში წამოჭრილი საკითხების გასარკვევად სპეციალისტების გამოყოფა;
გ) ზედამხედველობის ან საპროცესო ხელმძღვანელობის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტების, მასალების, საქმეების, მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა.
2. გამოთხოვილი ინფორმაცია პროკურორს უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 10 დღის ვადაში, მიუხედავად ამ ინფორმაციის რეჟიმისა.
3. დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია შეიძლება შემოწმდეს პროკურორის მოთხოვნით მათ სამყოფელ ადგილას, პროკურორის ან მისი დავალებით – სპეციალისტების, ექსპერტებისა და სხვა პირების მიერ.
4. პროკურორის მოთხოვნით, დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია წარდგენილ უნდა იქნეს პროკურატურაში ან მის მიერ მითითებულ სხვა ადგილას.
5. პროკურორი ვალდებულია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს გამოთხოვილ ინფორმაციაში მოცემული სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოების დაცვა.
6. აკრძალულია სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევა და რაიმე მასალების ან საქმის გამოთხოვა სასამართლოდან, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 23. წარდგინება
1. პროკურორს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს წარდგინება კანონმდებლობის დარღვევის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად ამ კანონის მე-15–18 მუხლებში მითითებულ სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეებთან, რომლებიც ვალდებულნი არიან 10 დღის ვადაში აცნობონ პროკურორს მიღებული ზომების შესახებ.
2. წარდგინების განხილვისას სხდომის დღე უნდა ეცნობოს პროკურორს, რომელსაც განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
მუხლი 24. პროტესტი
1. პროკურორს წერილობითი პროტესტი შეაქვს ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებში მითითებულ სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეების აქტებისა და ქმედებების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.
2. პროტესტში პროკურორმა შეიძლება მოითხოვოს:
ა) უკანონო აქტების მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმება ან კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
ბ) უკანონო ქმედების შეწყვეტა;
გ) დარღვეული უფლებების აღდგენა;
დ) კანონის დამრღვევის დასჯა.
3. პროტესტი უკანონო სამართლებრივი აქტის გამო შეიტანება მის გამომცემ ან ზემდგომ ორგანოში. იმავე წესით ხდება თანამდებობის პირების უკანონო მოქმედებათა გაპროტესტება.
4. პროკურორის პროტესტი განხილულ უნდა იქნეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.
5. პროტესტის განხილვის დღე უნდა ეცნობოს პროკურორს, რომელსაც უფლება აქვს პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით დაუჭიროს მხარი პროტესტს.
6. პროტესტი განხილვამდე შეიძლება გამოითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა.
7. ზემდგომ პროკურორს უფლება აქვს პროტესტის განხილვის დაწყებამდე შეიტანოს მასში ცვლილებები ან შეცვალოს იგი ახალი პროტესტით.
მუხლი 25. დადგენილება
1. მოქალაქის ან თანამდებობის პირის მიერ დაშვებული კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის მიხედვით, კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში და წესით, პროკურორს გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოების ან დისციპლინური წარმოების აღძვრის შესახებ.
2. პროკურორის დადგენილებები დისციპლინური წარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ წარმოების აღძვრის თაობაზე განხილულ უნდა იქნეს მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1581 - სსმ I, №27, 09.06.2005 წ., მუხ.178
მუხლი 26. თანხმობა
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი აძლევს წერილობით თანხმობას სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მოქმედებებზე.
მუხლი 27. მითითება
1. პროკურორს უფლება აქვს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში წერილობითი მითითება მისცეს წინასწარი გამოძიების ორგანოებს.
2. პროკურორის მითითება წინასწარი გამოძიების საკითხებზე სავალდებულოა შესასრულებლად.
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1342- სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.114
მუხლი 28. საჩივარი
1. პროკურორი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია:
ა) გაასაჩივროს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შეუსვლელი აქტი ზემდგომ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს მის განხილვაში, როგორც მხარემ;
ბ) გაასაჩივროს სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული აქტი ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მონაწილეობა მიიღოს მის განხილვაში, როგორც მხარემ.
2. პროკურორის მიერ შეტანილი საჩივარი სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე შეიძლება გამოთხოვილ იქნეს იმავე ან ზემდგომი პროკურორის მიერ.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
მუხლი 29. ინფორმაცია
პროკურორს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებში შეაქვს ინფორმაცია კანონიერებისა და მართლწესრიგის მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 30. საპროკურორო აქტების გასაჩივრება
1. პროკურორის წარდგინება, პროტესტი, დადგენილება, მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით ან ზემდგომ პროკურორთან 10 დღის ვადაში იმ ორგანოსა და თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც გაეგზავნა ეს აქტი.
2. გასაჩივრება არ აჩერებს საპროკურორო აქტების აღსრულებას, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავი V
პროკურატურის პერსონალი
მუხლი 31. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნ პირს
1. პროკურორად, პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს ექვსი თვიდან ერთ წლამდე სტაჟირება პროკურატურაში, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები მიღებული აქვს პროკურატურის მუშაკის ფიცი, საქმიანი და მორალური თვისებებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს პროკურორის ან გამომძიებლის მოვალეობები.
2. პროკურორთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან: საქართველოს გენერალური პროკურორი და პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება. საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თუ მათ არ აქვთ ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება, პროკურორთა საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი წლის ვადაში.
21. გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი თანახმაა სტაჟირების გავლაზე, პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) აქვს მოსამართლედ, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;
ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა;
გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
3. ქ. თბილისის პროკურორად და მის მოადგილედ, საოლქო პროკურორებად და მათ მოადგილეებად, რაიონულ (საქალაქო) პროკურორებად და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებად ინიშნებიან პირები, რომელთაც აქვთ პროკურატურის ორგანოებში, მოსამართლედ, გამომძიებლად, ადვოკატად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს გენერალურ პროკურორს დასაბუთებული გადაწყვეტილებით უფლება აქვს აღნიშნული ვადა შეამციროს ქ. თბილისის პროკურორისა და მისი მოადგილის, საოლქო პროკურორებისა და მათი მოადგილეების მიმართ 18 თვემდე, ხოლო რაიონული (საქალაქო) პროკურორებისა და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების მიმართ – 12 თვემდე.
4. პროკურატურის მუშაკებმა 3 წელში ერთხელ მაინც უნდა გაიარონ ატესტაცია. ატესტაციის წესს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
5. პროკურატურის მუშაკებს, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მუშაკებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. პროკურატურის მუშაკის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა საჯარო დაწესებულების ნებისმიერ თანამდებობასთან, ასევე სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან/და შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა პროკურატურის სისტემაში.
7. პროკურატურის მუშაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას.
8. პროკურატურის მუშაკს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა.
საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №1441 – პარლამენტის უწყებანი №23-24, 30.06.1998 წ., გვ.50
საქართველოს 2001 წლის 16 თებერვლის ორგანული კანონი №728 – სსმ I, №2, 19.02.2001 წ., მუხ.2
საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1405 – სსმ I, №13, 28.05.2002 წ., მუხ.48
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის ორგანული კანონი №1561 – სსმ I, №20, 05.07.2002 წ., მუხ.78
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
საქართველოს 2005 წლის 26 ოქტომბრის ორგანული კანონი №1964 - სსმ I, №45, 01.11.2005 წ., მუხ.307
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2268 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.364
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის ორგანული კანონი №2940 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.92
მუხლი 32. პროკურატურის მუშაკის ფიცი
1. პროკურატურის მუშაკი პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესებისას გენერალური პროკურორის წინაშე დებს ფიცს: „მე............. ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს პროკურატურის მუშაკის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს“.
2. პროკურატურის მუშაკის ფიცის დადება შეიძლება ჩატარდეს რელიგიური ფიცის გარეშე. ფიცის ტექსტს ხელს აწერს ფიცის დამდები და იგი ინახება მის პირად საქმეში.
მუხლი 33. პროკურატურაში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები
პროკურატურაში სამუშაოდ არ მიიღება:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;
გ) სასამართლო წესით ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად ცნობილი პირი;
დ) სხვა სამუშაოდან მაკომპრომეტირებელი საფუძვლით დათხოვნილი პირი.
მუხლი 34. პროკურატურის მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება
1. პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მძიმე დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;
ბ) დანიშვნის, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო;
დ) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;
ე) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევის გამო;
ვ) შტატების შემცირებისას;
ზ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნათა სხვა დარღვევის გამო;
თ) საკუთარი ნება-სურვილით;
ი) ფიცის გატეხვის, სამსახურებრივი საიდუმლოს გახმაურების და პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის გამო;
კ) დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, 33-ე მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხდომილების არსებობისას;
ლ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას.
მ) სამსახურში მიღებისას ან თანამდებობაზე დანიშვნისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის;
ნ) საპენსიო ასაკის გამო.
2. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ან ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურის მუშაკები გენერალური პროკურორის ბრძანებით შესაძლებელია გადაყვანილ იქნენ კადრების განკარგულებაში ან/და დაეკისროთ დროებით მოვალეობის შესრულება. პროკურატურის მუშაკის კადრების განკარგულებაში ყოფნისა და დაკისრებული მოვალეობის შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. კადრების განკარგულებაში მყოფ პროკურატურის მუშაკებს უნარჩუნდებათ ხელფასი ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
3. კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ არსებობს პროკურატურიდან დათხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კადრების განკარგულებაში მყოფ პროკურატურის მუშაკს უნდა შესთავაზონ მისი კვალიფიკაციის შესაფერისი თანამდებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უნდა დაინიშნოს პროკურატურის სისტემაში.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
თავი VI
პროკურატურის მუშაკთა სამართლებრივი დაცვა
მუხლი 35. პროკურატურის მუშაკის სამართლებრივი დაცვა
1. პროკურატურის მუშაკი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება გადაყენებულ იქნეს ან განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და წესისა.
2. პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებაში ხელის შეშლა, მისი ღირსების შელახვა, მის მიმართ მუქარა, წინააღმდეგობა, ძალადობა, მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. პროკურატურის მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ განცხადების ან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.
3. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს შეინახოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ინდივიდუალური თავდაცვის სპეციალური საშუალებები კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
მუხლი 36. პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა
პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ჩარევა სახელმწიფო თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლების, აგრეთვე სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით არ არიან უფლებამოსილნი ჩაერიონ პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება, აგრეთვე პროკურატურის მუშაკის საქმიანობისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
მუხლი 37. პროკურატურის მუშაკის უფლება სასამართლო დაცვაზე
1. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.
მუხლი 38. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა
1. პროკურატურის მუშაკი დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.
2. (ამოღებულია - 13.02.04 №3307);
3. პროკურატურის დაკავებული, დაპატიმებული ან მსჯავრდებული მუშაკი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისაგან იზოლირებულად.
4. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ გენერალური პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებს მხოლოდ გენერალური პროკურატურა.
5. პროკურატურის მუშაკის მიმართ საქმის გამოძიების პერიოდში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურის მუშაკს დადგენილი წესით დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებს გენერალური პროკურორი.
6. პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ანდა პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის, მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) თანამდებობიდან გათავისუფლება;
ე) პროკურატურიდან დათხოვნა.
7. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის მუშაკის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. პროკურატურის მუშაკის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი დათხოვნა ხდება ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად.
8. გენერალური პროკურორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის ნებისმიერი სახე.
9. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს უფლება აქვთ გამოიყენონ შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა, საყვედური და სასტიკი საყვედური.
10. თუ პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის აუცილებელია გამოყენებულ იქნეს ის დისციპლინური სახდელი, რომელიც მხოლოდ გენერალური პროკურორის კომპეტენციას განეკუთვნება, პროკურორი წარდგინებით მიმართავს გენერალურ პროკურორს.
11. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
12. საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს გააუქმოს, შეამსუბუქოს ან დაამძიმოს პროკურატურის მუშაკის მიმართ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროკურორების მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.
13. დისციპლინური სახდელის დადება ხდება პროკურორის ბრძანებით. იგი უნდა გაეცნოს პროკურატურის მუშაკს, რომელსაც დაედო სახდელი. ბრძანება დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში.
14. პროკურატურის მუშაკი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია ერთი წელი და მას არ შეეფარდა ახალი სახდელი.
15. პროკურატურის მუშაკს წინათ დადებული დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ამ კანონის 39-ე მუხლით დადგენილი წესით. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით, რომელსაც გააცნობენ პროკურატურის მუშაკს და დაურთავენ მის პირად საქმეს.
16. პროკურატურის მუშაკისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან სასამართლოში 30 დღის ვადაში.
17. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული სახდელის აღსრულების შეჩერებას.
საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1405 – სსმ I, №13, 28.05.2002 წ., მუხ.48
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის ორგანული კანონი №3307 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.20
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1342- სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.114
მუხლი 39. წახალისება მუშაობაში წარმატებისათვის
სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის და სხვა მიღწევებისათვის, პროკურატურის მუშაკის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) 10 დღე-ღამის დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;
დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ე) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ვ) „პროკურატურის საპატიო მუშაკის” წოდების მინიჭება და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
თავი VII
პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვა
მუხლი 40. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა
1. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით. პროკურატურის მუშაკის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
2. პროკურატურის მუშაკი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა პროკურატურის მუშაკს (მისი ოჯახის წევრს) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი წესით.
21. პროკურატურის მუშაკს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის დადგომიდან ერთი წლის ვადაში.
3. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.
4. (ამოღებულია - 23.12.05 №2448).
5. პროკურატურის მუშაკს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
6. (ამოღებულია - 23.12.05 №2448).
7. პროკურატურის მუშაკი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით.
8. პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი და მრჩეველი სარგებლობს შესაბამისი დონის სასამართლოს მოსამართლის ყველა შეღავათით, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები სარგებლობენ შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით.
9. (ამოღებულია - 23.12.05 №2448).
10. (ამოღებულია - 23.12.05 №2448).
11. (ამოღებულია - 23.12.05 №2448).
12. (ამოღებულია - 22.06.07 №5028).
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1581 - სსმ I, №27, 09.06.2005 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2448 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.382
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2473 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.385
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2490 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.388
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5028 - სსმ I, №26, 12.07.2007 წ., მუხ.227
მუხლი 401. პროკურატურის მუშაკის შრომის ანაზღაურება
1. პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატებისაგან.
2. (ამოღებულია - 23.12.05 №2473).
3. (ამოღებულია - 23.12.05 №2473).
4. გენერალური პროკურატურის პროკურორის და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის, საოლქო პროკურატურების, რაიონული (საქალაქო) პროკურატურების და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების და გამომძიებლების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები არ შეიძლება იყოს 400 ლარზე ნაკლები.
5. (ამოღებულია - 23.12.05 №2473).
6. (ამოღებულია - 23.12.05 №2473).
7. (ამოღებულია - 23.12.05 №2473).
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №912 - სსმ I, №6, 19.04.2005 წ., მუხ.29
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2473 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.385
მუხლი 41. პროკურატურის მუშაკთა სახელმწიფო სპეციალური წოდებები
1. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და პროკურატურის მრჩეველს, დაკავებული თანამდებობის, სამეცნიერო ხარისხის, კვალიფიკაციის, სამუშაო სტაჟის, დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის ან განსაკუთრებული დამსახურებისთვის ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის სახელმწიფო სპეციალური წოდებები გათანაბრებულია იმ სპეციალურ წოდებებთან, რომლებიც კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს სამხედრო ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების თანამშრომლებისათვის.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
თავი VIII
პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება
მუხლი 42. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება
1. პროკურატურის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. პროკურატურის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცალკე სტრიქონით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებულად.
3. პროკურატურის მიწის ნაკვეთები, შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილი ან შექმნილი უძრავი და მოძრავი ქონება სახელმწიფო საკუთრებაა.
4. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით პროკურატურის მიერ ამოღებული თანხები მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. საქართველოს პროკურატურას წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის თანხები მიეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 14 იანვრის ორგანული კანონი №3237 - სსმ I, №1, 24.01.2004 წ., მუხ.2
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
თავი IX
პროკურატურის საქმიანობის და ორგანიზაციის სხვა საკითხები
მუხლი 43. (ამოღებულია)
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
მუხლი 44. პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება
1. პროკურატურის მუშაკები კვალიფიკაციას იმაღლებენ შესაბამის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში.
2. საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საერთაშორისო პროგრამებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურატურის მუშაკებს შეუძლიათ კვალიფიკაცია აიმაღლონ საზღვარგარეთის ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებში, სამართალდაცვით უწყებებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
მუხლი 45. ბეჭედი, პირადობის მოწმობა, ფორმის ტანსაცმელი და განმასხვავებელი ნიშნები
1. გენერალურ პროკურატურას და ქვემდგომ პროკურატურებს აქვთ მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და პროკურატურის დასახელებით.
2. გენერალურ პროკურორს დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობას აძლევს საქართველოს პრეზიდენტი.
3. პროკურატურის სხვა მუშაკებს პირადობის მოწმობას აძლევს გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილე.
4. პროკურატურის მუშაკი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ატარებს დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელს. ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს გენერალური პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
5. (ამოღებულია - 30.06.04 №279).
6. (ამოღებულია - 30.06.04 №279).
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
მუხლი 46. სტატისტიკური ანგარიშები
პროკურატურა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშავებს სტატისტიკური ანგარიშის ერთიანი აღრიცხვის ფორმებს, ადგენს პროკურატურის ორგანოებში სტატისტიკური ანგარიშების შედგენის ერთიან წესებს.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
მუხლი 47. პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობანი
საქართველოს გენერალურ პროკურატურას უფლება აქვს კავშირი დაამყაროს სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მუხლი 48. განცხადებებისა და საჩივრების განხილვა პროკურატურაში
1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას.
2. პროკურატურაში შემოსული განცხადება ან საჩივარი დანაშაულის შესახებ დაუყოვნებლივ განიხილება.
3. (ამოღებულია - 28.04.06 №2940).
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის ორგანული კანონი №2940 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.92
მუხლი 49. ტერმინების განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროკურორი – გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული (საქალაქო), სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორი, უფროსი პროკურორი და პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, პროკურორ-სტაჟიორი, აგრეთვე პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევაში პროკურატურის ის მუშაკი, რომელიც უშუალოდ არ ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება;
ბ) პროკურატურის გამომძიებელი – განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი;
გ) პროკურატურის მუშაკი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე და პროკურატურის შტატგარეშე მოსამსახურე;
დ) პროკურატურის სტაჟიორი – გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონულ (საქალაქო) და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, უფროსი გამომძიებლისა და გამომძიებლის თანამდებობაზე ან ამ თანამდებობის გარეშე სტაჟირებაზე დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
ე) პროკურატურის მრჩეველი – პირი, რომელიც ინიშნება პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციას არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების განხორციელება და არ განეკუთვნება პროკურატურის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის კატეგორიას;
ვ) პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პროკურატურის შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე;
ზ) პროკურატურის შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება პროკურატურის სისტემაში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.
საქართველოს 2001 წლის 16 თებერვლის ორგანული კანონი №728 – სსმ I, №2, 19.02.2001 წ., მუხ.2
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5028 - სსმ I, №26, 12.07.2007 წ., მუხ.227
თავი X
კონტროლი საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე და მის მიერ სახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
მუხლი 50. საპარლამენტო კონტროლი
პროკურატურის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს გენერალური პროკურორის ინფორმაციის მოსმენით.
მუხლი 51. საქართველოს პრეზიდენტის კონტროლი
საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, პერიოდულად ისმენს საქართველოს გენერალური პროკურორის ინფორმაციას.
მუხლი 52. სასამართლო კონტროლი
პროკურატურის მიერ იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რომლებიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანისა და მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 53. კონტროლი სახელმწიფო სახსრების გამოყენებასა და ხარჯვაზე
პროკურატურისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
თავი XI
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 54. (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 12 მაისის ორგანული კანონი №1942 – სსმ I, №17(24), 14.05.1999 წ., მუხ.66
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2218 – სსმ I, №29(36), 10.07.1999 წ., მუხ.152
საქართველოს 2001 წლის 16 თებერვლის ორგანული კანონი №728 – სსმ I, №2, 19.02.2001 წ., მუხ.2
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №1230 – სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.1
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის ორგანული კანონი №1561 – სსმ I, №20, 05.07.2002 წ., მუხ.78
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №912 - სსმ I, №6, 19.04.2005 წ., მუხ.29
მუხლი 541. (ამოღებულია)
საქართველოს 2001 წლის 16 თებერვლის ორგანული კანონი №728 – სსმ I, №2, 19.02.2001 წ., მუხ.2
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №912 - სსმ I, №6, 19.04.2005 წ., მუხ.29
მუხლი 542. პროკურატურის მუშაკთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრა
პროკურატურის მუშაკებს ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და დანამატების ოდენობა განესაზღვროთ 2005 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №912 - სსმ I, №6, 19.04.2005 წ., მუხ.29
თავი XII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 55. საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება
ამ კანონის მე-40, 401 და 542 მუხლების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
მუხლი 551 კანონის ცალკეული მუხლების ამოქმედება
ამ კანონის მე-40, 401 და 542 მუხლები ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №912 - სსმ I, №6, 19.04.2005 წ., მუხ.29
მუხლი 56. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-15 მუხლი ამოქმედდეს საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლისთანავე.
3. ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან, „ო“ ქვეპუნქტი – 2003 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო მე-40 მუხლის 21 პუნქტი 2003 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 21 ნოემბერი.
№1112–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №1441 – პარლამენტის უწყებანი №23-24, 30.06.1998 წ., გვ.50
2. საქართველოს 1999 წლის 12 მაისის ორგანული კანონი №1942 – სსმ I, №17(24), 14.05.1999 წ., მუხ.66
3. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №2218 – სსმ I, №29(36), 10.07.1999 წ., მუხ.152
4. საქართველოს 2001 წლის 16 თებერვლის ორგანული კანონი №728 – სსმ I, №2, 19.02.2001 წ., მუხ.2
5. საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №1230 – სსმ I, №1, 10.01.2002 წ., მუხ.1
6. საქართველოს 2002 წლის 14 მაისის ორგანული კანონი №1405 – სსმ I, №13, 28.05.2002 წ., მუხ.48
7. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის ორგანული კანონი №1561 – სსმ I, №20, 05.07.2002 წ., მუხ.78
8. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის ორგანული კანონი №1791 – სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.149
9. საქართველოს 2004 წლის 14 იანვრის ორგანული კანონი №3237 - სსმ I, №1, 24.01.2004 წ., მუხ.2
10. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის ორგანული კანონი №3307 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.20
11. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №209 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.59
12. საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55
13. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №912 - სსმ I, №6, 19.04.2005 წ., მუხ.29
14. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1342- სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.114
15. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1581 - სსმ I, №27, 09.06.2005 წ., მუხ.178
16. საქართველოს 2005 წლის 26 ოქტომბრის ორგანული კანონი №1964 - სსმ I, №45, 01.11.2005 წ., მუხ.307
17. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №2123 - სსმ I, №50, 01.12.2005 წ., მუხ.331
18. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2268- სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.364
19. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2448- სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.382
20. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2473- სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.385
21. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2490- სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.388
22. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის ორგანული კანონი №2940 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.92
23. საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5028 - სსმ I, №26, 12.07.2007 წ., მუხ.227
24. საქართველოს 2007 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №5073 - სსმ I, №26, 12.07.2007 წ., მუხ.228
25. საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის ორგანული კანონი №5201 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.274
26. საქართველოს 2008 წლის 12 სექტემბრის ორგანული კანონი №266 - სსმ I, №20, 30.09.2008 წ., მუხ.147
27. ძალადაკარგულია - 2008 წლის 21 ოქტომბრის ორგანილი კანონი №361 - სსმ I, №27, 27.10.2008 წ., მუხ.167
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები