„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1581
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 09/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 10/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.04.001.001.857
  • Word
1581
03/06/2005
სსმ, 27, 09/06/2005
110.060.000.04.001.001.857
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული  კანონი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 29) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, მოსამართლის, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, პროკურატურის გამომ-ძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, უმაღლესი სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას;“.

2. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქის ან თანამდებობის პირის მიერ დაშვებული კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის მიხედვით, კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში და წესით, პროკურორს გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოების ან დისციპლინური წარმოების აღძვრის შესახებ.“.

3. მე-40 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პროკურატურის მუშაკს, თუ მას გააჩნია პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის (ქალებისათვის – 20 წლის) სტაჟი (მათ შორის, 15 წელი მაინც პროკურატურის სისტემაში სპეციალობით მუშაობის) და არ მიუღწევია საპენსიო ასაკისათვის, ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, ან „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პროკურატურიდან დათხოვნის შემთხვევაში, უფლება აქვს პენსია მიიღოს მისი ხელფასის 60 პროცენტის ოდენობით, რაც იცვლება მოქმედი პროკურორისა და გამომძიებლის ხელფასის შეცვლასთან ერთად, ხოლო საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მას ენიშნება პენსია ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით.

10. პროკურატურის მუშაკს, თუ მას გააჩნია პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში (მათ შორის, 4 წელი მაინც პროკურატურის სისტემაში) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის (ქალებისათვის – 20 წლის) სტაჟი, პენსიაზე გასვლისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლება მოქმედი პროკურორისა და გამომძიებლის ხელფასის შეცვლასთან ერთად.

11. პროკურატურის მუშაკს, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პენსია დაენიშნება სათანადო ორგანოებისათვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის დღიდან იმისდა მიუხედავად, პენსიის დანიშვნისას მსახურობს თუ არა პროკურატურაში (გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი პროკურატურიდან დათხოვნის შემდეგ არის საჯარო მოხელე ან იღებს რომელიმე სხვა სახის პენსიას).

ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული პროკურატურაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ ვრცელდება გენერალურ პროკურორზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებზე, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 (ქალებისათვის – 20) წლის შრომის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ზ“, „თ“ ან „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 3 ივნისი.

№1581Iს