ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ

ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.018797
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
411
03/08/2015
ვებგვერდი, 05/08/2015
330090000.10.003.018797
ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/08/2015 - 22/12/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №411

2015 წლის 3 აგვისტო

ქ.თბილისი

 

ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ

სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის,  ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი  განვითარების ხელშეწყობის  მიზნით, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე:

მუხლი 1
ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების ფარგლებში, კერძოდ, ამ დადგენილების დანართ 1-ში მითითებულ საზღვრებში ტერიტორიების განვითარების შეზღუდვის მიზნით, ამოქმედდეს ქალაქთშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი.
მუხლი 2
განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ  1-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს:

ა)   ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა განაშენიანებული, ასევე ქუჩათა ქსელის, რელიეფის შეცვლა, ნიშნულების პროფილის არსებითი ცვლილება;

ბ) ახალმშენებლობები (მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და ნებართვების გაცემა), გარდა ამ დადგენილების მე-4  და მე-5 მუხლებში  მითითებული შემთხვევებისა;

გ) შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა (მათ შორის, ახალი ნაწილის მიშენება ან დაშენება). 

მუხლი 3
ამ დადგენილების დანართ  1-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს საკუთრების უფლების აღიარება,  ასევე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის  ნაკვეთების განკარგვა.
მუხლი 4
დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ  1-ში მითითებულ  ტერიტორიაზე დასაშვები ახალმშენებლობის ობიექტებად განისაზღვროს შემდეგი შენობა-ნაგებობები, რომლებიც ექვემდებარება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის  39-ე და მე-40 მუხლებით მოცემულ გეგმარებით შეზღუდვებს:

ა) განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები;

ბ) შენობა-ნაგებობები, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელებსა და ნაგებობებს;

გ) შენობა-ნაგებობანი, რომლებმაც უნდა გააუმჯობესონ დეგრადირებული ურბანული ქსოვილი და გარემო.

მუხლი 5
დროებით რეჟიმი არ ვრცელდება იმ შენობებზე:

ა) რომლებსაც აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი;

ბ) რომელთა მშენებლობაც დაწყებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე.

მუხლი 6
დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში ნებისმიერი ტიპის სამშენებლო პროექტის დაგეგმვისა და მათ განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილმა  ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან ერთად იხელმძღვანელონ მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ იუნესკოს კონვენციისა და  მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებების (მათ შორის, 32 COM 7B.90, 2008;33 COM 7B.102, 2009; 34 COM 7A.27, 2010; 36 COM 7A.31, 2013, გადაწყვეტილების პროექტი 39 COM 7A.41. 2015) შესაბამისად. 
მუხლი 7
ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის მიზნით:

ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ (სსიპ –- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ)  2016 წლის 1 დეკემბრამდე მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან თანამშრომლობით და კოორდინაციით უზრუნველყოს:

ა.ა) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ისტორიულ - კულტურული საყრდენი გეგმის შემუშავება;

ა.ბ) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დამცავი (ბუფერული) ზონის კორექტირება;

ა.გ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის არსებული კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დაცვის ზონების კორექტირება;

ბ) ეთხოვოს ქ.  მცხეთის მუნიციპალიტეტს 2016 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის  განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება.

მუხლი 8
ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენისას პრიორიტეტად გათვალისწინებულ იქნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის დაცვის ინტერესები და მცხეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის დაცვის საჭიროებები, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისათვის იმ ღირსეული გარემო პირობების უზრუნველყოფა, რაც საუკეთესო გზით წარმოაჩენს აღნიშნული ძეგლების განსაკუთრებულ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას და ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას. 
მუხლი 9
დადგენილება, გარდა მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 5 აგვისტოდან.
მუხლი 10
დადგენილება  ძალაშია 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი