„ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 670
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 30/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020974
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
670
29/12/2018
ვებგვერდი, 29/12/2018
330090000.10.003.020974
„ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2018 - 31/12/2019)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №670

2018 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2015, 330090000.10.003.018797) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ეთხოვოს მცხეთის მუნიციპალიტეტს, 2019 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქ. მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცება.“.

2. დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. დადგენილება ძალაშია 2019 წლის 31 დეკემბრამდე.“.

მუხლი 2
დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არა უგვიანეს 2019 წლის 1 მარტამდე, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან კონსულტაციებითა და შეთანხმებით, წარმოადგინონ „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელშიც ასახული იქნება ამ დადგენილებით დაწესებული რეჟიმის შემსუბუქების მექანიზმები.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 30 დეკემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე