დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.10.003.019828 |
|
„ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2015, 330090000.10.003.018797) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების დანართი №1 განისაზღვროს თანდართული რედაქციით. 2. დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამშენებლო სამუშაოები (მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და ნებართვების გაცემა), გარდა ამ დადგენილების მე-4 − მე-5 მუხლებში მითითებული შემთხვევებისა;“. 3. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ №1-ში მითითებულ ტერიტორიაზე დასაშვებ სამშენებლო სამუშაოებად განისაზღვროს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით (შემდგომში − №57 დადგენილება) განსაზღვრული შემდეგი სამუშაოები და ობიექტები: ა) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ბ) №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, ყველა კლასის შენობა-ნაგებობებისთვის; გ) №57 დადგენილების მე-15 მუხლით განსაზღვრული, არსებული ხაზობრივი ნაგებობების (გზა, გაზსადენი, მილსადენი, ელექტროსადენი, კავშირგაბმულობის ხაზი და ა.შ.) რეაბილიტაცია ან/და ჩანაცვლება, კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლების უცვლელად; დ) №57 დადგენილების 65-ე მუხლით განსაზღვრული I კლასს მიკუთვნებული სამშენებლო სამუშაოები ან/და შენობა-ნაგებობები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელნი ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობა-ნაგებობებს ან/და წარმოადგენენ ძირითადი შენობა-ნაგებობის დროებით დამხმარე ობიექტებს.“. 4. დადგენილების მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ №1-ში მითითებულ ტერიტორიაზე დასაშვებ სამშენებლო სამუშაოებად განისაზღვროს №57 დადგენილებით განსაზღვრული ყველა კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობა-ნაგებობებს და არ იცვლება ამ უკანასკნელის სართულიანობა, მოცულობა ან/და გაბარიტული ზომები.“. 5. დადგენილების მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ეთხოვოს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტს, 2018 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები