დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №676 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 402 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.10.003.022116 |
|
„ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №676 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №676 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 330090000.10.003.021697) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:
1. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის მიზნით: ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ (სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ) 2020 წლის 1 ივლისამდე მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით უზრუნველყოს: ა.ა) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დამცავი (ბუფერული) ზონის კორექტირება; ა.ბ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის არსებული კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დაცვის ზონების კორექტირება; ბ) ეთხოვოს მცხეთის მუნიციპალიტეტს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ქ. მცხეთის გენერალური გეგმის, განაშენიანების გეგმებისა და განაშენიანების დეტალური გეგმების დამტკიცება.“. 2. მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. დადგენილება ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები