სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ

  • Word
სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 690
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 21/03/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2003
სარეგისტრაციო კოდი 290.090.000.05.001.000.103
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
690
21/03/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 21/03/1995
290.090.000.05.001.000.103
სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ

საქართველოს 1997 წლის 28 მაისის კანონი №737-IIს-პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997წ., გვ.10

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს კანონი შემუშავებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის კონცეფციის, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და “სამედიცინო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამების განხორციელებაში საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისა და დასაქმებული მოქალაქეების სავალდებულო ფინანსური მონაწილეობის წესს.

2. სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესატანი არის მიზნობრივი სავალდებულო სადაზღვევო შესატანი, რომელიც უშუალოდ ირიცხება საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის ანგარიშზე და გამიზნულია სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

საქართველოს 1997 წლის 28 მაისის კანონი №737-IIს-პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997წ., გვ.10

    მუხლი 2. სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესატანის გადამხდელები

1. სადაზღვევო შესატანის გადამხდელებად ითვლებიან:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა იურიდიული პირი განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, აგრეთვე მათი ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელსაც აქვს ცალკე ბალანსი და ანგარიში საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის ის ორგანიზაციები, რომელთაც ბანკში მხოლოდ ხელფასისთვის აქვ გახსნილი ანგარიში და ამავე დროს თავად აკავებენ ხელფასიდან სახელმწიფო გადასახადებს. თუ ხელფასიდან ანგარიშსწორება რაიონულ და სასოფლო ორგანიზაციაში, რომელიც სხვადასხვა ბიუჯეტზეა, გამგეობის მეშვეობით ხდება, სადაზღვევო შესატანის გადამხდელად ითვლება აღნიშნული გამგეობა;

ბ) ყველა კატეგორიის დასაქმებული მოქალაქე, მათ შორის შტატგარეშე, სეზონურ-დროებითი, შეთავსებით სამუშაოზე, აგრეთვე სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებით და ერთჯერად, მოკლევადიან სამუშაოზე დასაქმებული პირები. 

საქართველოს 1997 წლის 28 მაისის კანონი №737-IIს-პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997წ., გვ.10

    მუხლი 3. სავალდებულო სადაზღვევო შესატანის გაანგარიშების ბაზა

1. სავალდებულო სადაზღვევო შესატანის გაანგარიშების ბაზად იურიდიული პირებისათვის ითვლება მათი ყველა სახის შემოსავალი, რომლის მიღებისათვის აუცილებელია შრომითი დანახარჯები, რომელიც ანაზღაურდება დადგენილი წესით.

2. ყველა კატეგორიის დასაქმებული მოქალაქის შემოსავალი, გარდა შემდეგი შემოსავლებისა:

- გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია;

- სამუშაოდან გათავისუფლების დროს გამოსასვლელი დახმარება;

- საკომპენსაციო გაცემა (მივლინების დღიური ანაზღაურებანი, სამუშაოსთან დაკავშირებული დასახიჩრების და ჯანმრთელობის დაზიანების გამო ზარალის ანაზღაურება);

- სამკურნალო-პროფილაქტიკური მკურნალობის,გაცემული სპეცტანსაცმლის, სპეცფეხსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებების, რძის და სხვა ღირებულება;

- მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიებისათვის უფასოდ გათვალისწინებული ბინების, კომუნალური მომსახურების, საწვავის, მგზავრობის ღირებულების და სხვა სახის ანაზღაურება;

- უფასო კოლექტიური კვების ღირებულება;

- ორგანიზაციების სოციალური განვითარების სახსრებიდან მიღებული სადილების დოტაციის და სანატორიულ-საკურორტო მკურნალობის და დასასვენებელი სახლების საგზურების ღირებულება;

- სხვა სამუშაოზე ან სხვა ადგილებზე მგზავრობის, ტვირთის გადაზიდვის და ბინის ხარჯების ანაზღაურება;

- ფულადი დანამატი და ხელფასის წანამატი, რომელიც გაიცემა დღიური ანაზღაურების ნაცვლად იმ შემთხვევაში, როცა მუდმივი სამუშაოები ხორციელდება გზაში ან აქვს მგზავრობის ხასიათი ან მომსახურების უბნის ფარგლებში სამსახურებრივი მოგზაურობის გამო;

- ხელფასები, რომლებიც მომუშავეებს არ აუნაზღაურდებათ და გადაირიცხება სათანადო ბიუჯეტში ან საქველმოქმედო ფონდებში;

- მაკონტროლებელ ორგანოთა მატერიალური სტიმულირების ფონდიდან გაცემული ანაზღაურებები, რომლებიც იქმნება საფინანსო სანქციებისა და ჯარიმების სახით ბიუჯეტში და არასაბიუჯეტო ფონდებში ჩარიცხული სახსრებიდან;

- საბილეო თარიღებთან, დაბადების დღესთან დაკავშირები ფულადი წახალისება ან წახალისება,რომელიც გაიცემა ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომითი საქმიანობისათვის და სხვა ანალოგიურ შემთხვევაში;

- შეჯიბრებებზე, დათვალიერებებზე, კონკურსებზე საპრიზო ადგილებისათვის ფულადი ჯილდოები;

- წარმოებისაგან მოწყვეტით და მის მიერ სასწავლებლად გაგზავნილი მოსწავლეების (ასპირანტების) სტიპენდიები;

- სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული სტიპენდიები;

- დაზღვევის სახსრებიდან გაცემული დახმარებები და პენსიები;

– გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება (გათავისუფლება ეხება მხოლოდ ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას).

საქართველოს 1997 წლის 28 მაისის კანონი №737-IIს-პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997წ., გვ.10

საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1588-რს- სსმ I, №21, 12.07.2002წ., მუხ.97

    მუხლი 4. სავალდებულო სადაზღვევო შესატანის გამოანგარიშების წესი და მისი განაკვეთი

 ა) იურიდიული პირისთვის სადაზღვევო შესატანი წესდება მათი შემოსავლებიდან სავალდებულო დანარიცხის წესით. სადაზღვევო შესატანი დაერიცხება ყველა სახის შრომით გასამრჯელოს, მათ შორის ხელფასზე დანამატებს, შრომის ანაზღაურების ხარჯზე გაცემული პროდუქციის ღირებულების ჩათვლით, საავტორო ჰონორარს, მატერიალური წახალისების და სხვა ფონდებიდან გაცემული დამატებითი ანაზღაურების თანხებსა და პრემიებს.

სადაზღვევო შესატანი დაერიცხება მთლიანად ხელფასსა და დანამატებს სახელმწიფო გადასახადების (საშემოსავლო და სხვა) დაუქვითავად. ამასთან მნიშვნელობა არა აქვს აღნიშნული გაცემების წყაროებს, მუხლებს, გადასახადების საბუთების ფორმებს (საანგარიშო-გადასახდელი უწყისი, პირადი აღრიცხვის ბარათი და სხვა), რომლის მიხედვითაც მოხდა ხელფასისა და სხვა გადასახადების ანგარიშსწორება.

შრომის ანაზღაურების ხარჯზე გაცემული პროდუქციის ღირებულება შეფასდება სახელმწიფო ან იმ დროისათვის დადგენილი შესყიდვის ფასებით, რაც აღირიცხება შრომის ანაზღაურების შესაბამის უწყისში.

სადაზღვევო შესატანის ოდენობა დადგენილია აღნიშნული ანაზღაურების ფაქტობრივი ოდენობის 3 პროცენტის ოდენობით.

დარიცხვა არ განხორციელდება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ შემოსავლებზე.

ბ) სამედიცინო გადასახადს იხდის ყველა კატეგორიის მომუშავე მოქალაქე ყოველგვარი ფიქსირებული შემოსავლიდან, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევებისა. სადაზღვევო შესატანი დადგენილია ერთი პროცენტის ოდენობით. 

საქართველოს 1997 წლის 28 მაისის კანონი №737-IIს-პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997წ., გვ.10

    მუხლი 5. სადაზღვევო შესატანის გადახდის წესი

 1. სადაზღვევო შესატანი მოქალაქეებს ექვითებათ სავალდებულო წესით დასაბეგრი შემოსავლის მიღებისთანავე და ცენტრალიზებულად გადაირიცხება სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში დარიცხულ სავალდებულო გადასახადთან ერთად.

არაძირითად სამუშაო ადგილას, შეთავსებით ან დროებით მომუშავეებს სადაზღვევო შესატანი დაეკავებათ ხელფასის (შემოსავლის) გაცემის ადგილას.

მოქალაქეთა მიერ სადაზღვევო შესატანის გადახდისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომელიც გასცემს დასაბეგრ ხელფასს (შემოსავალს). გადაუხდელობის შემთხვევაში საურავის გადახდისათვის პასუხისმგებელია ხელფასის (შემოსავლის) გამცემი.

2. იურიდიული პირები სამედიცინო გადასახადს იხდიან თვეში ერთხელ ხელფასიდან გადასახადების გადახდის ვადებში, გადამხდელები სამედიცინო გადასახადებს იხდიან უნაღდო ანგარიშსწორებით სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიას ანგარიშზე კუთვნილი საგადასახადო თანხის ჩარიცხვით.

3. ბანკში საგადასახადო დავალიანება სადაზღვევო შესატანის გადარიცხვის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს მთლიანად კუთვნილ თანხაზე, ანგარიშზე სახსრების არსებობის მიუხედავად.

გადასახადების გადარიცხვის შესახებ საგადასახადო დავალებებს ბანკი ასრულებს საანგარიშო დოკუმენტების მიღების თარიღის თანამიმდევრობით (ხელფასის მიღების დადენილი ვადების მიხედვით).

თუ მიმდინარე ან ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული სახსრების მიხედვით შეუძლებელი ხდება საბანკო დაწესებულებების მიერ ერთდროულად ხელფასის, გადასახადებისა და შენატანების გადარიცხვის დაკმაყოფილება, პირველ რიგში გაიცემა ხელფასის თანხა და ხელფასიდან დაკავებული გადასახადები, ხოლო დანარჩენი თანხა გადაირიცხება სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიში სადაზღვევო შესატანის სახით.

საგადასახადო დავალებები, ნაწილობრივ ან შესრულებული მთლიანად, საბანკო დაწესებულებ რჩება და სრულდება გადამხდელის ანგარიშზე სახსრების შემოსვლისთანავე.

4. გადამხდელი ორგანიზაცია ლიკვიდაციის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს ეს საგადასახადო ინსპექციის იმ რაიონულ (საქალაქო) განყოფილებას სადაც იგი რეგისტრირებულია, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. აღნიშნულ ორგანიზაციაში სალიკვიდაციო კომისიები პასუხს აგებენ სადაზღვევო შესატანის სრული დაფარვისათვის.

5. ამ კანონით განსაზღვრული სავალდებულო დაზღვევის შესატანების გადახდის ვალდებულება არ ეკისრება შემოსავლის გამცემ პირს, თუ შემოსავლის მიმღები პირი წარუდგენს მას საქართველოს საგადასახადო ორგანოების მიერ მინიჭებულ გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდს. ასეთ შემთხვევაში შემოსავლის მიმღები პირის მიერ სავალდებულო სადაზღვევო შესატანების გადახდის წესი საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სოციალური გადასახადის გადახდის წესის ანალოგიურია.

საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1588-რს- სსმ I, №21, 12.07.2002წ., მუხ.97

    მუხლი 6. საურავის დარიცხვა

1. წარდგენილი საგადასახადო დავალებების მიუხედავად, დადგენილ ვადაში გადაუხდელი თანხა დავალიანებად ითვლება და საურავის დარიცხვით გადაიხდება. გადამხდელის მიერ საურავი უვადო წესით დაერიცხება დავალიანების თანხას მისი 0,2 პროცენტის ოდენობით თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის.

2. საურავი დაერიცხება სადაზღვევო შესატანის გადახდის დადგენილი ვადის მომდევნო დღიდან.

საურავზე საურავი არ დაერიცხება.

საურავი დაერიცხება:

- საბანკო დაწესებულებებიდან ხელფასის ფაქტობრივად მიღების დღიდან;

- ნაღდი ფულის გადახდის დროს - ბანკის შესაბამის განყოფილებაში ფულის შეტანის დღიდან;

- ფულის ფოსტით გადაგზავნის დროს ან საკრედიტო დაწესებულებების მეშვეობით ფოსტაში ან საბანკო დაწესებულებაში ფულის შეტანის დღიდან.

თუ გადახდის თარიღი უქმე დღეს ემთხვევა, საურავი ირიცხება უქმე დღის მომდევნო დღიდან.

3. სადაზღვევო შესატანის გადამხდელი ვალდებულია დაარიცხოს საურავი დავალიანების მთლიან თანხას და პერიოდისათვის, რომელიც აღირიცხება ანგარიშსწორების უწყისში. თუ საურავს გადამხდელი არ დაარიცხავს ანგარიშსწორების უწყისის შემოწმების დროს, საურავ დაარიცხავს საგადასახადო ინსპექცია.

4. ვადაგადაცილებული დავალიანების თანხის ამოღება დარიცხული საურავისა და ჯარიმის სახით ხდება სადაზღვევო შესატანისათვის დადგენილი უვადო წესით.

5. სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაშემოსავალში უდავო წესით ამოიღება დავალიანების ის თანხები, რომლებიც ირიცხება გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან ანგარიშსწორების ანგარიშზე საბანკო დაწესებულებაში.

გადამხდელის ანგარიშზე არსებული თანხის ჩამოწერას დავალიანების, ჯარიმისა და საურავის დასაფარავად საბანკო დაწესებულების საინკასო დავალებების საფუძველზე, ახდენს საგადასახადო ინსპექციის რაიონული (საქალაქო) განყოფილება საგადასახადო მოთხოვნის ბლანკზე. ამისათვის გამოიყენება უაქცეტო საინკასო დავალების ფორმები, რომლებიც შემუშავებულია საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

6. სადაზღვევო შესატანის დავალიანება ამოიღება ხანდაზმულობის მიუხედავად. 

    მუხლი 7. სადაზღვევო შესატანის გადამხდელთა პასუხისმგებლობა და მისი კონტროლი

1. სადაზღვევო შესატანის გამოანგარიშების სისწორისთვის, სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში დროულად ჩარიცხვის და საგადასახადო ორგანოებში გაანგარიშების დადგენილ ვადებში წარდგენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ გადამხდელ ორგანიზაციებს და მათს თანამდებობის პირებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საგადასახადო ორგანოებს და საბანკო დაწესებულებებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა გადამხდელთა მიერ სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესატანის დროულად და სრული გადახდისათვის საბიუჯეტო გადასახადების ამოღების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 28 მაისის კანონი №737-IIს-პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997წ., გვ.10

    მუხლი 8. დასკვნითი დებულება

 ამ კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო შესატანის ოდენობის, აგრეთვე საგადასახადო შეღავათების შეცვლა შეუძლია საქართველოს პარლამენტს. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური                                               ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                        ვახტანგ გოგუაძე 

ქ.თბილისი,

1995 წლის 21 მარტი.

690IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 28 მაისის კანონი №737-IIს-პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997წ., გვ.10

2. საქართველოს 2002 წლის 25 ივისის კანონი №1588-რს- სსმ I, №21, 12.07.2002წ., მუხ.97

3. ძალადაკარგულია - საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1809-Iს- სსმ I, №32, 20.12.2002წ., მუხ.153