საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1809
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 20/12/2002
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.162
  • Word
1809
03/12/2002
სსმ, 32, 20/12/2002
200.000.000.05.001.001.162
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში, IX კარისა და 29-ე თავის სათაურებში სიტყვები „სოციალური გადასახადი“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის გადასახადი“.

2. 184-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 184. სოციალური დაზღვევის გადასახადი

სოციალური დაზღვევის გადასახადი წარმოადგენს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფორმირების, სამედიცინო დაზღვევის, უმუშევრობის დაზღვევის და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფისათვის აუცილებელ მიზნობრივ შენატანს, რომელსაც გადასახადის გადამხდელები ამ კარში დადგენილი განაკვეთების შესაბამისად იხდიან შრომის ანაზღაურებისა და მასთან გათანაბრებულ გაცემულობათა თანხებზე, აგრეთვე ფიზიკური პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე.“.

3. 185-ე მუხლის პირველ წინადადებაში, 186-ე მუხლის პირველ ნაწილში და 189-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში სიტყვები „სოციალური გადასახადის“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის გადასახადის“.

4. 188-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალური დაზღვევის გადასახადის განაკვეთებია:

ა. ამ კოდექსის 185-ე მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის: სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში – დასაბეგრი თანხის 31 პროცენტი, ამასთან, თითოეულ ფიზიკურ პირზე თვეში არანაკლებ 16 ლარისა;

ბ. ამ კოდექსის 185-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირებისათვის: სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში – დასაბეგრი თანხის 2 პროცენტი;“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის განაკვეთი მცირდება 14 პროცენტამდე.“.

 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ 1995 წლის 21 მარტის საქართველოს კანონი.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 3 დეკემბერი.

№1809-Iს