დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამედიცინო გადასახადის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 737 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/05/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 29-30, 09/07/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.130.05.001.000.215 |
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
„სამედიცინო გადასახადის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სამედიცინო გადასახადის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 21 მარტის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წწ., №23-26, მუხ. 564) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ”.
2. კანონის ტექსტში სიტყვები “სამედიცინო გადასახადი” და “გადასახადი” შეიცვალოს სიტყვებით “სადაზღვევო შესატანი”, ხოლო სიტყვები “ჯანმრთელობის დაცვის ფონდი” – სიტყვებით “სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია”.
3. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს კანონი შემუშავებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის კონცეფციის, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და “სამედიცინო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამების განხორციელებაში საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისა და დასაქმებული მოქალაქეების სავალდებულო ფინანსური მონაწილეობის წესს.
2. სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესატანი არის მიზნობრივი სავალდებულო სადაზღვევო შესატანი, რომელიც უშუალოდ ირიცხება საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის ანგარიშზე და გამიზნულია სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად”.
4. მეორე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესატანის გადამხდელები”.
5. მესამე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “სავალდებულო სადაზღვევო შესატანის გაანგარიშების ბაზა”.
ამავე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სავალდებულო სადაზღვევო შესატანის გაანგარიშების ბაზად იურიდიული პირებისათვის ითვლება მათი ყველა სახის შემოსავალი, რომლის მიღებისათვის აუცილებელია შრომითი დანახარჯები, რომელიც ანაზღაურდება დადგენილი წესით”.
6. მეოთხე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “სავალდებულო სადაზღვევო შესატანის გამოანგარიშების წესი და მისი განაკვეთი”
7. მეშვიდე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. საგადასახადო ორგანოებს და საბანკო დაწესებულებებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა გადამხდელთა მიერ სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესატანის დროულად და სრული გადახდისათვის საბიუჯეტო გადასახადების ამოღების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 28 მაისი.
№737–IIს
დოკუმენტის კომენტარები