„სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1588
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 12/07/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2003
სარეგისტრაციო კოდი 290.090.000.05.001.001.111
  • Word
1588
25/06/2002
სსმ, 21, 12/07/2002
290.090.000.05.001.001.111
„სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №23-26, 1994-1995 წწ., მუხ.564) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი აბზაცი:

„ – გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება (გათავისუფლება ეხება მხოლოდ ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას).“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ კანონით განსაზღვრული სავალდებულო დაზღვევის შესატანების გადახდის ვალდებულება არ ეკისრება შემოსავლის გამცემ პირს, თუ შემოსავლის მიმღები პირი წარუდგენს მას საქართველოს საგადასახადო ორგანოების მიერ მინიჭებულ გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდს. ასეთ შემთხვევაში შემოსავლის მიმღები პირის მიერ სავალდებულო სადაზღვევო შესატანების გადახდის წესი საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სოციალური გადასახადის გადახდის წესის ანალოგიურია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 ივნისი.

№1588-რს