ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე

ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016450
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
35
19/05/2015
ვებგვერდი, 19/05/2015
100110000.22.038.016450
ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/05/2015 - 04/05/2016)

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №35

2015 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე

პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესი“ №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-ვიდეო ჩაწერის განხორციელების თაობაზე გაფრთხილების ოქმის ფორმა №2 დანართის შესაბამისად. 
მუხლი 3
დამტკიცდეს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-ვიდეო ჩაწერის შეწყვეტის ოქმის ფორმა, №3 დანართის შესაბამისად.
მუხლი 4
დამტკიცდეს გადაღებული მასალის დაარქივების ოქმის ფორმა №4 დანართის შესაბამისად.
მუხლი 5
დამტკიცდეს დაარქივებული მასალის განადგურების შესახებ ოქმის ფორმა  №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 6
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი

დანართი №1

ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა დაკონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესი

მუხლი 1

1. ეს წესი, პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში _ დეპარტამენტი) დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) - პატიმრობის დაწესებულებაში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს.

2. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არის ამ წესის შესაბამისად, ღიად ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც არ შეიძლება გულისხმობდეს ფარულ თვალთვალს ან მიყურადებას და რომლის მიზანია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილება, დაწესებულებაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

მუხლი 2

დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, დაწესებულების ადმინისტრაციას (შემდგომში - ადმინისტრაცია) უფლება აქვს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე – თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად განახორციელოს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-ვიდეო საშუალებებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებებით. ადმინისტრაცია უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.

მუხლი 3

1. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული.

2. დაწესებულების დერეფნებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამუშაო-სამეურნეო ადგილებში, ეზოებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე დაწესებულების გარე პერიმეტრზე, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, როგორც წესი,  ხორციელდება მუდმივად.

3. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, როგორც წესი, არ ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ იმ პირთა ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებისას, რომლებიც შედიან დაწესებულებაში ან გადიან დაწესებულებიდან, გარდა ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ შემთხვევაში შემოწმების პროცესის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას და კონტროლს ახორციელებს იმავე სქესის პირი, რომელსაც შესამოწმებელი პირი მიეკუთნება.

4. დაუშვებელია  ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით განხორციელება.

5. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობა და კონტროლი არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულებაში არსებულ საერთო სარგებლობის საშხაპეებში, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებში და ხანგრძლივი პაემნებისათვის განკუთვნილ ოთახებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 4

1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის და კონტროლის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი, რის თაობაზეც გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. ბრძანება გამოიცემა ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საუძვლების აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.

2. ადმინისტრაცია ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული/მსჯავრდებული ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-ვიდეო ჩაწერის განხორციელების თაობაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საქართველოს კანონით  გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 5

1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება ოქმი (დანართი №2), რომელშიც აღინიშნება, თუ რა სახის ელექტრონული საშუალებით და რა მიზნით ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ელექტრონული მეთვალყურეობა/კონტროლი. ოქმს ხელს აწერს ადმინისტრაციის არანაკლებ ორი წარმომადგენელი და ბრალდებული/მსჯავრდებული, რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა/კონტროლი. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო აღნიშვნა. ოქმის ასლი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა/კონტროლი.

2. ოქმის შედგენის შემდგომ, ადმინისტრაციის მოსამსახურეებიდან თანამდებობით ან წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის დაწესებულებაში რეგისტრაციას.

მუხლი 6

დაწესებულების დერეფნებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამუშაო-სამეურნეო ადგილებში, ეზოებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე დაწესებულების გარე პერიმეტრზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში, ადმინისტრაცია ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საქართველოს კანონით  გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 7

საკანში, სადაც მიმდინარეობს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა კონკრეტული ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიმართ, შესაძლებელია სხვა  ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსება მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა.

მუხლი 8

ადმინისტრაცია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირების შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.

მუხლი 9

1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრისთანავე, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლისას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით ადმინისტრაცია წყვეტს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას და კონტროლს ან/და აუდიო-ვიდეო ჩაწერის განხორციელებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები არ აღმოიფხვრა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი შესაძლებელია გაგრძელდეს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება ოქმი (დანართი №3), რომელშიც აღინიშნება, თუ რა მიზეზით შეწყდა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა/კონტროლი. ოქმს ხელს აწერს ადმინისტრაციის არანაკლებ ორი წარმომადგენელი და ბრალდებული/მსჯავრდებული, რომლის მიმართაც ხორციელდებოდა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4. ოქმის შედგენის შემდგომ, ადმინისტრაციის მოსამსახურეებიდან თანამდებობით ან წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის დაწესებულებაში რეგისტრაციას.

მუხლი 10

1. დაწესებულების მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტს და შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობას შემდეგი შემთხვევების აღმოჩენის შესახებ:

ა) სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევა;

ბ) სამართალდარღვევა, მათ შორის, სავარაუდო დანაშაულის ფაქტები;

გ)  ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარდაცვალება;

დ) ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პუნქტის „ა“ - „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ფაქტები.

2. იმ გარემოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ან საფრთხეს უქმნის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას და რომელსაც არ ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტი, შესაბამისი მოსამსახურე დაუყოვნებლივ აცნობებს დაწესებულების ხელმძღვანელობას.

3. მოსამსახურე ვალდებულია, ყველა მიღებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ ასახოს ინციდენტთა მართვის სისტემაში.

მუხლი 11

1. ელექტრონული მეთვალყურეობის ცენტრალური მართვა ხორციელდება დეპარტამენტში, ამ მიზნით გამოყოფილ სპეციალურად მოწყობილ, დაცულ ოთახში (შემდგომში - ცენტრალური მართვის ოთახი).

2. ცენტრალური მართვის ოთახში შესვლის/ყოფნის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს (შემდგომში - მინისტრი);

ბ) მინისტრის პირველ მოადგილეს;

გ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს;

დ) დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს;

ე) სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს, უფროსის მოადგილეს და სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს უფროსს;

ვ) დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს;

ზ) დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს და მის მოადგილეს;

თ) დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს პულტების განყოფილების (შემდგომში - განყოფილება) უფროსს;

ი) მინისტრის, აგრეთვე დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მისი პირველი მოადგილის დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილებით სხვა პირს ადამიანის უფლებათა დაცვის ინტერესებიდან ან სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

კ) განყოფილების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამსახურეებს.

3. ცენტრალური მართვის ოთახიდან ასევე ხორციელდება დაწესებულებებში მყოფ მოსამსახურეთა ზედამხედველობა.

მუხლი 12

1. დაწესებულებაში მეთვალყურეობა ხორციელდება ამ მიზნით სპეციალურად მოწყობილ, დაცულ ოთახში (შემდგომში - პულტის ოთახი). მეთვალყურეობის განხორციელებას ტექნიკურად უზრუნველყოფს შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურე.

2. პულტის ოთახში შესვლის/ყოფნის უფლება აქვთ:

ა) ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ - „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს;

ბ) დაწესებულების დირექტორს;

გ) დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, რომელიც კოორდინაციას უწევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების საქმიანობას;

დ) დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს;

ე) შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამსახურეს (სამუშაო ადგილის შესაბამისად);

ვ) დირექტორის ბრძანებით, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის  განყოფილების, უსაფრთხოების განყოფილების და სამორიგეოს მოსამსახურეებს. 

3. პულტის ოთახიდან ხორციელდება ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების/გარემოებების  გამოვლენა.

მუხლი 13

1. აკრძალულია ცენტრალური მართვისა და პულტის ოთახებში ფოტო/ვიდეო/აუდიო გადაღება/ჩაწერა მინისტრის ან დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილობითი ნებართვის გარეშე.

2. ცენტრალური მართვის ოთახში მობილური ტელეფონის შეტანის უფლება აქვთ ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მისი პირველი მოადგილის წერილობითი თანხმობით -სხვა პირებს.

3. პულტის ოთახებში მობილური ტელეფონის შეტანის უფლება აქვთ ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს.

მუხლი 14

1. დაწესებულების ტერიტორიაზე გადაღებული მასალა ინახება პულტის ოთახში, ხოლო განყოფილების მიერ გადაღებული მასალა ცენტრალური მართვის ოთახში.

2. გადაღებული მასალის გაცნობა და გადაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ჩამწერ მოწყობილებაზე აკრძალულია ნებისმიერი ელექტრონული აპარატის მიერთება შესაბამისი წერილობითი თანხმობის გარეშე. თანხმობას გასცემს მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარე ან დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

მუხლი 15

1. ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელებისას, ინფორმაციის ჩაწერა მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში, რა დროსაც ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას ხორციელდება ახალი ინფორმაციის ჩაწერა ამავე მოწყობილობის მეხსიერებაზე არსებული ინფორმაციის განადგურების შედეგად.

2. გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 24 საათისა.

3. გადაღებული მასალის დაარქივება ხორციელდება ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში/გარემოებებში შესაბამისი საქმის წარმოების/სამართალწარმოების ჩატარების მიზნით, აგრეთვე სხვა შემთხვევებშიც, დეპარტამენტის თავმჯდომარის ან დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

4. დაარქივებული მასალა ინახება დეპარტამენტში, საამისოდ დაცულ ბაზაში, რის თაობაზეც დგება გადაღებული მასალის დაარქივების ოქმი (დანართი №4).

5. გადაღებული მასალის დაარქივების ოქმს ადგენს დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი,  მისი მოადგილე ან განყოფილების უფროსი. გადაღებული მასალის დაარქივების ოქმს აგრეთვე დაერთვება გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა გადაღებული მასალის დაარქივება. 

6. დაარქივებული მასალის, მათ შორის ფრაგმენტის გადმოწერის (მოხსნა და ფიქსაცია) თაობაზე გადაწყვეტილებას წერილობით იღებს მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარე ან დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.  

7. დაარქივებული მასალის, მათ შორის ფრაგმენტის გადმოწერის (მოხსნა და ფიქსაცია) უფლება აქვს მხოლოდ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს, მის მოადგილეს, განყოფილების უფროსსა და მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მისი პირველი მოადგილის წერილობითი თანხმობით - სხვა პირებს.

8. დაარქივებული მასალა ინახება იმ საქმის წარმოების/სამართალწარმოების დასრულებიდან ან სხვა შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით, რომლის გამოც განხორციელდა აღნიშნული მასალის დაარქივება.

მუხლი 16

1. შესაბამის ბაზაში შენახული დაარქივებული მასალა ნადგურდება ამ წესის მე-15 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში საამისოდ შექმნილი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობასაც ბრძანებით ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. შესაბამის ბაზაში შენახული დაარქივებული მასალა კომისიის მიერ უნდა განადგურდეს ელექტრონული ფაილების შემთხვევაში - სისტემიდან მათი სრული წაშლით, ხოლო მატერიალური სახით არსებობის შემთხვევაში - მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ფორმით, რაც შეუძლებელს გახდის მისი მომავალში აღდგენის შესაძლებლობას.

3. განადგურების შესახებ დგება ოქმი (დანართი №5), რომელშიც აღინიშნება განადგურებული მასალის მოცულობა, განადგურების დრო და ადგილი, რა ფორმით განხორციელდა განადგურება და სხვა მონაცემები.

ანართი №2

ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-ვიდეო ჩაწერის განხორციელების თაობაზე გაფრთხილების

ოქმი

 „ ––––––– “ –––––––––––––––––––––––– 20 წ.                               ––––––––––––––––––––––––

                 (ოქმის შედგენის თარიღი)                                          (ოქმის შედგენის  ადგილი)

ოქმს ვადგენთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის –––––––––––––––––––––––––––––––––––––– თანამშრომლები შემდეგი შემადგენლობით (სახელი, გვარი, თანამდებობა):

1.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაბადების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-ვიდეო ჩაწერის

განხორციელების ადგილი:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის/კონტროლის დაწყების დრო:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის/კონტროლის განხორციელების ფორმა:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის კონტროლის განხორციელების დასაბუთება (რა მიზნით ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ელექტრონული  საშუალებით მეთვალყურეობა/კონტროლი):

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სხვა ინფორმაცია:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ოქმი შევადგინეთ და ვადასტურებთ ხელმოწერით:

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელმოწერა:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                                                                                                                                                                                                                                                                       

შენიშვნა:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დანართი №3

ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-ვიდეო ჩაწერის განხორციელების შეწყვეტის

ოქმი

 „ ––––––– “ –––––––––––––––––––––––– 20 წ.                                            ––––––––––––––––––––

              (ოქმის შედგენის თარიღი)                                              (ოქმის შედგენის  ადგილი)

ოქმს ვადგენთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ---------------------------------  თანამშრომლები შემდეგი შემადგენლობით (სახელი, გვარი, თანამდებობა):

 1.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ბრალდებულის/მსჯავრდებულის

სახელი, გვარი,მამის სახელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაბადების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-ვიდეო ჩაწერის

განხორციელების ადგილი

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ელექტრონული საშუალებებით  მეთვალყურეობის/კონტროლის განხორციელების შეწყვეტის დრო:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის/კონტროლის განხორციელების ფორმა:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის/კონტროლის განხორციელების შეწყვეტის მიზეზი/ დასაბუთება

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სხვა ინფორმაცია:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ოქმი შევადგინეთ და ვადასტურებთ ხელმოწერით:

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელმოწერა:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შენიშვნა:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დანართი №4

გადაღებული მასალის დაარქივების

ოქმი

„ ––––––– “ –––––––––––––––––––––––– 20 წ                                               –––––––––––––––––––––       

              (ოქმის შედგენის თარიღი)                                                    (ოქმის შედგენის  ადგილი)

ოქმს ვადგენთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის --------------------------------- თანამშრომლები შემდეგი შემადგენლობით (სახელი, გვარი, თანამდებობა):

1.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაარქივებული მასალის შენახვის ადგილი:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გადაღებული მასალის დაარქივების დრო (თარიღი; საათი):

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სხვა ინფორმაცია:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ოქმის შემდგენი პირის  ხელმოწერა:

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შენიშვნა:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დანართი №5

დაარქივებული მასალის განადგურების შესახებ

ოქმი

„ ––––––– “ –––––––––––––––––––––––– 20 წ                                    –––––––––––––––––––––––––––

              (ოქმის შედგენის თარიღი)                                                    (ოქმის შედგენის  ადგილი)

დაარქივებული მასალის გამანადგურებელი კომისიის წევრები (სახელი, გვარი, თანამდებობა):

1.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაარქივებული მასალის განადგურების ადგილი და დრო:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რა ფორმით/საშუალებით განხორციელდა  დაარქივებული მასალის განადგურება:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რა სახის დაარქივებული მასალა განადგურდა:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 რა მოცულობის დაარქივებული მასალა განადგურდა:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სხვა ინფორმაცია:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

კომისიის წევრების ხელმოწერა:

1.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––