„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 403
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 13/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016903
403
13/05/2019
ვებგვერდი, 14/05/2019
100110000.22.027.016903
„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №403

2019 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19/05/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.038.016450) №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 30 დღისა.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული გადაღებული მასალის შენახვის 30-დღიანი ვადა:

ა)  №8 პენიტენციური დაწესებულების მიმართ ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან;

ბ) №2 და №15 პენიტენციური დაწესებულებების მიმართ ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან;

გ) №12 პენიტენციური დაწესებულების მიმართ ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან;

დ) №7, №9, №17 და №19 პენიტენციური დაწესებულებების მიმართ ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან;

ე) №5 და №6 პენიტენციური დაწესებულების მიმართ ამოქმედდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან;

ვ) №3, №11, №14, №16 და №18 პენიტენციური დაწესებულებების მიმართ ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.