დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის №403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 603 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.027.017097 |
|
„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის №403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 19 მაისის №403 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.016903) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) №8 პენიტენციური დაწესებულების (გარდა ამავე დაწესებულების იმ ნაწილისა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქ. №11-ში) მიმართ ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან, ხოლო №8 პენიტენციური დაწესებულების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქ. №11-ში – 2021 წლის 1 აგვისტოდან;“; ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) №5 და №6 პენიტენციური დაწესებულების მიმართ ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან; ვ) №3, №11 და №14 პენიტენციური დაწესებულების მიმართ, აგრეთვე №18 პენიტენციური დაწესებულების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ-ზე, ამოქმედდეს 2021 წლის 1 აგვისტოდან;“; გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) №10 და №16 პენიტენციური დაწესებულებების, აგრეთვე №18 პენიტენციური დაწესებულების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტ დაბა ქსანში, ამოქმედდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე.“. 2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 მუხლი: „მუხლი 3 ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული გადაღებული მასალის შენახვის 30-დღიანი ვადის ამოქმედებისთვის, ამავე ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ვადების დადგომამდე, გადაღებული მასალა შენახულ იქნეს არანაკლებ 120 საათის ვადით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები