საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 18/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 040.120.000.05.001.000.375
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1459
25/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
040.120.000.05.001.000.375
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 24.06.2016, №5601)

 

საქართველოს კანონი

საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

    მუხლი 1

ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2121 - სსმ I, №51, 06.12.2005წ., მუხ.337

    მუხლი 11

კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოსარგებლე – პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით;

ბ) რეგისტრაცია – „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის №323 კანონის (პარლამენტის უწყებანი, 30.07.96, გვ. 28) მიღებამდე არსებული წესით საცხოვრებელ ფართში რეგისტრაცია (ჩაწერა).

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1815 - სსმ I, №34, 02.07.2005 წ., მუხ.208

მუხლი 2

1. თუ მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობაზე (სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე), მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისთვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისთვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 90%-ის გადახდის შემთხვევაში.

2. თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.

3. თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისთვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისთვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში.

4. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა).

5. თუ მოსარგებლეს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მოპოვებული აქვს ქირავნობის საფუძველზე, ის არ ჩაითვლება ამ კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლედ და მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი უფლებები.

6. თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.

7. თუ მოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული, დავა გადაწყდება სასამართლო წესით.

71 . თუ ერთ-ერთი მხარის ადგილსამყოფელი უცნობია, მეორე მხარე უფლებამოსილია სარჩელში მოპასუხის მისამართის მიუთითებლად მიმართოს სასამართლოს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მეორე მხარის მიმართ საჯარო შეტყობინებას.

72 . ამ მუხლის 71  პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარე უფლებამოსილია სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და ამის შემდეგ განახორციელოს საცხოვრებელი სადგომის თავის საკუთრებად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

8. იმ მესაკუთრეს, რომლის საცხოვრებელ სადგომშიც ადმინისტრაციული აქტით შესახლებულ იქნა მოსარგებლე, შეუძლია მოსარგებლეს მოსთხოვოს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარგებლეს სახელმწიფო აუნაზღაურებს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას.

9. მოსარგებლე ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ კომპენსაციას სახელმწიფოსგან მიიღებს მესაკუთრის ან მოსარგებლის მოთხოვნით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

10. მესაკუთრეს უფლება აქვს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული კომპენსაცია თავად აუნაზღაუროს მოსარგებლეს. ამ შემთხვევაში მესაკუთრე უფლებამოსილია სასამართლო წესით მოითხოვოს მე-8 პუნქტით დადგენილი კომპენსაციის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურება.

11. ამ მუხლით საცხოვრებელ სადგომად განისაზღვრება ის ფართი, რომელზედაც თავდაპირველად არსებობდა გარიგება მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ან გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული აქტით.

12. თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება (უმკვიდრო ქონება), მოსარგებლე უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1815 - სსმ I, №34, 02.07.2005 წ., მუხ.208

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2789 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.79

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5446 – ვებგვერდი, 20.12.2011წ.

მუხლი 3 . (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1815 - სსმ I, №34, 02.07.2005 წ., მუხ.208

მუხლი 4 . (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1815 - სსმ I, №34, 02.07.2005 წ., მუხ.208

მუხლი 5

მოსარგებლე ვალდებულია დააკმაყოფილოს მესაკუთრის მოთხოვნა სადგომის განთავისუფლებაზე, თუ:

ა) მესაკუთრე მოსარგებლეს საკუთრებაში გადასცემს სხვა საცხოვრებელ სადგომს იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში, ერთ სულზე არანაკლებ ცხრა კვ. მ-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს იმ ფართობისა, რომელიც ეკავა მოსარგებლეს; ან

ბ) მესაკუთრე მოსარგებლეს მისცემს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საცხოვრებელი სადგომის ღირებულების კომპენსაციას. (ძალადაკარგულია) [ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53 ]

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53

მუხლი 6

მესაკუთრე, რომელიც მოსარგებლეს მოსთხოვს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტას, ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარგებლეს მის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და არსებითი გაუმჯობესების ხარჯები საბაზრო ღირებულების სრული ოდენობით.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1815 - სსმ I, №34, 02.07.2005 წ., მუხ.208

მუხლი 7

1. მოსარგებლე უფლებამოსილია მესაკუთრის თანხმობის გარეშე გაუკეთოს ქონებას გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული კაპიტალური რემონტი. მესაკუთრის ინიციატივით გარიგების მოშლის შემთხვევაში მოსარგებლეს აქვს ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისათვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

2. თუ საცხოვრებელი სადგომი მწვავეავარიულია, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლის თანხმობის გარეშე ჩაატაროს აღდგენითი სამუშაოები ან დაშალოს ნაგებობა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობებით. (ძალადაკარგულია) [ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53 ]

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53

მუხლი 8

თუ მოსარგებლე კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით და საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა ან საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა არ განხორციელებულა ამ კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მესაკუთრეს არ აქვს უფლება, უპირობოდ მოსთხოვოს მოსარგებლეს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა. ამასთანავე, ამ კანონით დადგენილი უფლებების განხორციელებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1815 - სსმ I, №34, 02.07.2005 წ., მუხ.208

საქართველოს 2008 წლის 18 დეკემბრის კანონი №746 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.248

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5446 – ვებგვერდი, 20.12.2011წ.

    მუხლი 81

ამ კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის გადახდის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3149 – სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.237

საქართველოს 2004 წლის 18 მაისის კანონი №53 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.43

 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №964 - სსმ I, №2, 10.01.2005 წ., მუხ.10

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1815 - სსმ I, №34, 02.07.2005 წ., მუხ.208

მუხლი 9

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 25 ივნისი.

№1459–IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48. 152-53

2. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3149 – სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.237

3. საქართველოს 2004 წლის 18 მაისის კანონი №53 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.43

4. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №964 - სსმ I, №2, 10.01.2005 წ., მუხ.10

5. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1815 - სსმ I, №34, 02.07.2005 წ., მუხ.208

6. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2121 - სსმ I, №51, 06.12.2005წ., მუხ.337

7. საქართველოს 2008 წლის 18 დეკემბრის კანონი №746 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.248

8. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2789 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.79

9 . საქართველოს 2011 წლის  9 დეკემბრის კანონი №5 446 ვებგვერდი, 20.12.2011წ.