დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48.152-53 | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/1/103,117,137,147-48,152-53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 07/06/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 07/06/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2001 წლის 7 ივნისის
გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48.152-53
(ამონარიდი)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
I. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების – (1) ვალიდა დარბაიძის, ნათელა ციმაკურიძისა და ნანა მირველაშვილის, (2) ნატალია ოკუჯავას, (3) მაია მელაძის, (4) მარი მიქიაშვილის, (5) დავით ადამიძის, ნანა სარაშვილის, გიორგი ოკუჯავასა და სხვების (სულ 54 მოქალაქის), (6) ჟუჟუნა ბერიანიძისა და (7) მარია ვარამაშვილის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლი და მე-7 მუხლის მეორე პუნქტი;
II. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნაწილები – მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლი და მე-7 მუხლის მეორე პუნქტი იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
III. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების – (1) ვალიდა დარბაიძის, ნათელა ციმაკურიძისა და ნანა მირველაშვილის, (2) ნატალია ოკუჯავას, (3) მაია მელაძის, (4) მარი მიქიაშვილის, (5) დავით ადამიძის, ნანა სარაშვილის, გიორგი ოკუჯავასა და სხვების (სულ 54 მოქალაქის), (6) ჟუჟუნა ბერიანიძისა და (7) მარია ვარამაშვილის მოთხოვნა და არ იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის პირველი მუხლი, მე-2 მუხლის მეორე პუნქტი, მე-3 და მე-4 მუხლები, მე-6 მუხლი, მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, მე-8 და მე-9 მუხლები;
IV. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
V. გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
VI. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის I და II პუნქტების და სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული სათანადო გარემოებების გათვალისწინებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონში;
VII. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
VIII. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ზოიძე
ნიკოლოზ შაშკინი
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (მომხსენებელი მოსამართლე)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები