დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| შრომითი მიგრაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3418-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270000000.05.001.017705 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (26/06/2025 - 26/06/2025)
|
შრომითი მიგრაციის შესახებ
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და საგანი 1. ეს კანონი განსაზღვრავს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს, ურთიერთობებსა და სუბიექტებს, შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელ ორგანოებს და მათ უფლება-მოვალეობებს და ადგენს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელების პრინციპებსა და მექანიზმებს. 2. ეს კანონი არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ ურთიერთობებს, რომლებიც უკავშირდება პირის (საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას, აგრეთვე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას. [2. ეს კანონი არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ ურთიერთობებს, რომლებიც უკავშირდება პირის (საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობას და მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას, აგრეთვე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას ანაზღაურების ან სხვა სახის ფინანსური სარგებლის მისაღებად. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] 3. ეს კანონი არ ვრცელდება საკრუინგო საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება მეზღვაურთა დასაქმების მიზნით, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი: ა) არის ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა; ბ) საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად; გ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში; დ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში; ე) არის პირი, რომელზედაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად ვრცელდება შრომითი მოწყობის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესი. [4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი: ა) არის ლტოლვილი, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირი, რომელსაც ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა; ბ) საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად; გ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში; დ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში; ე) არის პირი, რომელზედაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად ვრცელდება შრომითი მოწყობის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესი; ვ) არის მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №714 - ვებგვერდი, 03.05.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი მიგრაციის შესახებ შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისაგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისაგან, ამ კანონისაგან, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობა – პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან მისთვის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საქმიანობა; ა1) საშუამავლო კომპანია − იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან; ბ) სეზონური სამუშაო – სამუშაო, რომელიც მხოლოდ გარკვეულ პერიოდში ან წელიწადის გარკვეულ დროს სრულდება, რაც კლიმატურ ან სხვა ბუნებრივ პირობებთან არის დაკავშირებული; გ) უცხოელი დამსაქმებელი – უცხოელი ან უცხოური ორგანიზაცია, რომელსაც შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს შრომით ემიგრანტთან, და რომელიც მის შრომას შრომითი მოწყობის სახელმწიფოში იყენებს; გ1) ადგილობრივი დამსაქმებელი − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, ამხანაგობა, უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა ან საქართველოში კანონიერ საფუძველზე მცხოვრები პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლება, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელთან, და რომელიც იყენებს მის შრომას საქართველოში; [გ 1 ) ადგილობრივი დამსაქმებელი − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, ამხანაგობა, უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა ან საქართველოში კანონიერ საფუძველზე მცხოვრები პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელთან და რომელიც იყენებს მის შრომას საქართველოში; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] [გ 2 ) თვითდასაქმებული უცხოელი − საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი ან პარტნიორი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანი ფინანსური სარგებლის მიღებაა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] დ) უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დადებული შრომითი ხელშეკრულება – შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც შრომით ემიგრანტთან უცხოელი დამსაქმებლის სახელით დებს ამ დამსაქმებლის დავალებით მოქმედი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობას ამ კანონის შესაბამისად რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს; ე) უცხოური ორგანიზაცია – უცხოური იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სამართლებრივი სტატუსის არმქონე უცხოური ორგანიზაცია; ვ) შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება – პირსა და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ამ კანონის შესაბამისად განმახორციელებელ იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას, მუდმივ დაწესებულებას) შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის პირისთვის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურების (მომსახურებების) გაწევასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს; ზ) შრომითი ემიგრანტი – პირი, რომელიც გადის ან გასულია საქართველოდან შრომითი მოწყობის სახელმწიფოში უცხოელ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით; თ) შრომითი იმიგრანტი – საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოდის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით; [თ) შრომითი იმიგრანტი – საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომლის მიზანია საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება ან რომელიც ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას დისტანციურად ახორციელებს, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც არის თვითდასაქმებული; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] ი) შრომითი მიგრაცია – პირის საქართველოდან შრომითი მოწყობის სახელმწიფოში გასვლა უცხოელ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის სხვა სახელმწიფოდან საქართველოში შემოსვლა ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით; კ) შრომითი მოწყობის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზედაც შრომითი ემიგრანტი უცხოელ დამსაქმებელთან ანაზღაურებად შრომით საქმიანობას ახორციელებს; ლ) შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება – უცხოელ დამსაქმებელსა და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ამ კანონის შესაბამისად განმახორციელებელ იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას, მუდმივ დაწესებულებას) შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს; მ) შრომითი ურთიერთობა – პირსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის არსებული, შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობა; [მ) შრომითი ურთიერთობა – პირსა და დამსაქმებელს შორის არსებული, შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] ნ) შრომითი ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს პირსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის არსებულ შრომით ურთიერთობას; [ნ) შრომითი ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს პირსა და დამსაქმებელს შორის არსებულ შრომით ურთიერთობას; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] ო) საერთაშორისო ხელშეკრულება − „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ხელშეკრულება; პ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი საშუამავლო კომპანია აკმაყოფილებს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილ პირობებსა და კრიტერიუმებს. აღნიშნულ სერტიფიკატს გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საშუამავლო კომპანიაზე მისი სხვა საშუამავლო კომპანიისთვის ნებისმიერი ფორმით გადაცემის უფლების გარეშე; ჟ) შრომითი იმიგრანტის რეგისტრაცია − ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია; [ჟ) შრომითი საქმიანობის უფლება − უფლება, რომელიც გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს ანიჭებს სპეციალურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა დამოუკიდებლად ან იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან საქართველოში ან დისტანციური ფორმით; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] [რ) მომსახურების ორგანიზატორი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შედის ნებისმიერ გარიგებაში თვითდასაქმებულ უცხოელთან, რომლის შედეგადაც ეს უკანასკნელი იღებს ფინანსურ სარგებელს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
თავი II შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო ორგანოების უფლება-მოვალეობები მუხლი 4. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებები შრომითი მიგრაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სახელმწიფო მმართველობას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს მთავრობა, საქართველოს სამინისტროები და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრები და მათი აპარატები, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები. მუხლი 5. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებებია: ა) შრომითი მიგრაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების უზრუნველყოფა; გ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის და შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება; დ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნული შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სხვა სახელმწიფოებთან სამუშაო ძალის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების დადება; ე) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, შრომითი მიგრაციის მართვის საინფორმაციო სისტემის, განვითარება; ე1) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის (მოთხოვნისა და მიწოდების) გათვალისწინებით: ე1.ა) იმ პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვის შეზღუდვა, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე აჭარბებს ან გადააჭარბებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას; ე1.ბ) ისეთი პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვის წახალისება, რომელიც მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე ვერ აკმაყოფილებს ან ვერ დააკმაყოფილებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას; ვ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. მუხლი 6. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებისა და მათი აპარატების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების უფლება-მოვალეობები 1. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებისა და მათი აპარატების ზოგადი უფლება-მოვალეობებია: ა) შრომითი მიგრაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მისი განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება; გ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესრულება; დ) შრომითი მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის და პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობა; ე) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. 2. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს ცალკეული სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების სპეციფიკური უფლება-მოვალეობებია: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა.ა) პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გასვლასთან ან/და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განმახორციელებელი სუბიექტის დახმარებით გასვლასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა; ა.ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დასადებად წინადადებებისა და პროექტების მომზადება; ა.გ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებების და ანგარიშგებითი ვალდებულებების შესრულების კოორდინირება; ა.დ) შრომითი მიგრაციის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო და ანალიტიკური საქმიანობების განხორციელების ხელშეწყობა; ა.ე) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრულ სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება; ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე წარმოებული დოკუმენტაციის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში გამოთხოვა; ა.ზ) შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა; ა.თ) საშუამავლო კომპანიების საქმიანობის სერტიფიცირება და სერტიფიცირებული საქმიანობის განმახორციელებელი საშუამავლო კომპანიების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; ა.ი) ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ შრომითი იმიგრანტის დასაქმების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანის ვალდებულების შესრულების კონტროლი; ა.კ) საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტების თაობაზე ინფორმაციის სხვა სახელმწიფო უწყებებთან გაცვლის უზრუნველყოფა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; [ა.ი) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმების შესაბამისად შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის უფლების გაცემა და ამ უფლების ფარგლებში საქართველოში მათი საქმიანობის კონტროლი; ა.კ) საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტების თაობაზე ინფორმაციის სხვა სახელმწიფო უწყებებთან გაცვლის უზრუნველყოფა ამ კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] ა.ლ) შრომითი მიგრაციის ნორმების დაცვის მდგომარეობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; [ა.მ) ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების გაუქმება ან ამ უფლებით სარგებლობის ვადის გაგრძელება; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ბ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს ვიზის მიმღები უცხოელების და მათზე გაცემული საქართველოს ვიზის კატეგორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ.ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემა; [ბ.ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] ბ.გ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებაში მონაწილეობა; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: გ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიმღები უცხოელების და მათზე გაცემული საქართველოში ბინადრობის ნებართვის სახეების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) საქმიანობის რეგისტრაცია და მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ.გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა; [გ.გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] [გ.დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: დ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის საქართველოში შემოსული და მყოფი უცხოელების და საქართველოში მათი შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან გამსვლელი პირების აღრიცხვის წარმოება და შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; [დ.გ) ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გარეშე საქართველოში შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელების გამოვლენა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] 3. ამ კანონის მიზნების მისაღწევად შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები უფლებამოსილი არიან დაამუშაონ სუბიექტის პერსონალური მონაცემები (მათ შორის, ეს მონაცემები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცენ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. საქართველოს სამინისტროები და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრები და მათი აპარატები, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას დაიცვან შესაბამის სუბიექტთა პერსონალური მონაცემები. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5570 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3089 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
მუხლი 7. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და სერტიფიცირება 1. საშუამავლო კომპანია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით განახორციელოს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და მისი სერტიფიცირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. 2. აკრძალულია საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განხორციელება საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გარეშე. 3. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5570 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
მუხლი 71. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გაუქმება და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვა საშუამავლო კომპანიის მიერ ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა გამოიწვევს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გაუქმებას და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვას. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. თავი III პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობა მუხლი 8. პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობა პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობა ხორციელდება: ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) დახმარებით; ბ) ამ პირის მიერ დამოუკიდებლად. მუხლი 9. იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) ვალდებულებები იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია: ა) დარეგისტრირდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაიცვას საქმიანობის პირობები; ა1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საქმიანობის სერტიფიცირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში; ბ) უცხოელ დამსაქმებელთან დადოს შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება, მიიღოს ზომები უცხოელი დამსაქმებლის შესახებ არსებული ინფორმაციის შესამოწმებლად; გ) იმ პირთან, რომელსაც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურებას (მომსახურებებს) უწევს, დადოს შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება; დ) უზრუნველყოს უცხოელი დამსაქმებლის მიერ შრომით ემიგრანტთან შრომითი ხელშეკრულების დადება; ე) შრომით ემიგრანტთან დადოს შრომითი ხელშეკრულება უცხოელი დამსაქმებლის დავალებით, თუ ამას ითვალისწინებს ამ დამსაქმებელსა და იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას, მუდმივ დაწესებულებას) შორის დადებული შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება; ვ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის მიზნით საქართველოდან გამსვლელ შრომით ემიგრანტს გამგზავრებამდე მიაწოდოს ინფორმაცია: ვ.ა) საქართველოსა და შრომითი მოწყობის სახელმწიფოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების, აგრეთვე ამ სახელმწიფოებში შესვლისა და ყოფნის და აღნიშნული სახელმწიფოებიდან გასვლის წესების შესახებ; ვ.ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების (ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით) ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ; ვ.გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების (მათი არსებობის შემთხვევაში) ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ; ზ) აღრიცხოს ის პირები, რომლებსაც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურება (მომსახურებები) გაუწია; თ) 5 წლის განმავლობაში შეინახოს ამ კანონის საფუძველზე წარმოებული დოკუმენტაცია (მათ შორის, დადებული ხელშეკრულებები) და, მიმართვის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მისი ხელმისაწვდომობა; ი) განსაზღვრული პერიოდულობით, დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში; კ) შეასრულოს სხვა ვალდებულებები ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3089 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
მუხლი 10. შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულების რეკვიზიტები 1. შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულებაში შეიძლება მიეთითოს: ა) ხელშემკვრელი იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) დასახელება ან ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრირებისას მისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება; ბ) იმ ხელშემკვრელი უცხოელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან/და პასპორტის ნომერი ან იმ ხელშემკვრელი უცხოური ორგანიზაციის დასახელება, რომელიც უცხოელი დამსაქმებელია; გ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) იურიდიული მისამართი და საბანკო რეკვიზიტები; დ) ხელშემკვრელი უცხოელი დამსაქმებლის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები; ე) იმ მომსახურებების ნუსხა და შინაარსი, რომლებსაც ხელშემკვრელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) ხელშემკვრელ უცხოელ დამსაქმებელს უწევს, ან/და ამ მომსახურებათა გაწევის წესი; ვ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) უფლება-მოვალეობები (მათ შორის, უცხოელი დამსაქმებლის დავალებით პირთან შრომითი ხელშეკრულების დადების თაობაზე) და პასუხისმგებლობა; ზ) იმ ხელშემკვრელი უცხოური ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რომელიც უცხოელი დამსაქმებელია; თ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების (მომსახურებების) ანაზღაურების წესი და ანგარიშსწორების ფორმა; ი) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; კ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები; ლ) ყველა სხვა პირობა, რომლებზედაც ხელშემკვრელი უცხოელი დამსაქმებელი და იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) თანხმდებიან. 2. შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობით, ქართულ ენაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე სხვა ენაზე (ენებზე). მუხლი 11. მოთხოვნები შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებისადმი 1. შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში სავალდებულო წესით მიეთითება: ა) ხელშემკვრელი იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) დასახელება ან ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრირებისას მისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება; ბ) ხელშემკვრელი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან/და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი; გ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) იურიდიული მისამართი და საბანკო რეკვიზიტები; დ) ხელშემკვრელი პირის რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, მათი არსებობის შემთხვევაში; ე) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურებების ნუსხა და შინაარსი, რომლებსაც ხელშემკვრელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) ხელშემკვრელ პირს უწევს, და ამ მომსახურებათა გაწევის წესი; ვ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) ვალდებულებები, მათ შორის: ვ.ა) ხელშემკვრელ პირსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფის ან უცხოელი დამსაქმებლის დავალებით შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება; ვ.ბ) ხელშემკვრელი პირისთვის უცხოელ დამსაქმებელთან შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება; ვ.გ) შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები; ზ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, აგრეთვე ხელშემკვრელი პირისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებისათვის; თ) ამ კანონით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების დადების წინაპირობები, მათი არსებობის შემთხვევაში; ი) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; კ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები; ლ) ყველა სხვა პირობა, რომლებზედაც ხელშემკვრელი პირი და იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) თანხმდებიან. 2. აკრძალულია შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებით პირისათვის რაიმე საფასურის (ჰონორარის) მოთხოვნა. 3. შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობით, ქართულ ენაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე სხვა ენაზე (ენებზე). მუხლი 12. შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის საქართველოში დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობები 1. საქართველოში დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობას აწესრიგებს, შრომითი მოწყობის სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობას ეფუძნება. დაუშვებელია ამ შრომით ხელშეკრულებაში ისეთი პირობის შეტანა, რომელიც შრომითი მოწყობის სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. 2. თუ შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობაში შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ არსებობს, შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის საქართველოში დადებულ შრომით ხელშეკრულებაში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არსებით პირობებთან ერთად უნდა მიეთითოს: ა) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი; ბ) იმ ხელშემკვრელი უცხოური ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და საბანკო რეკვიზიტები ან იმ ხელშემკვრელი უცხოელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც უცხოელი დამსაქმებელია; გ) შრომითი ხელშეკრულების უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დადების შემთხვევაში: გ.ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) დასახელება ან იმ ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც შრომით ხელშეკრულებას უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დებს, და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებისას ამ იურიდიული პირისთვის, უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისთვის (წარმომადგენლობისთვის, მუდმივი დაწესებულებისთვის) ან ინდივიდუალური მეწარმისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება; გ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რომელიც შრომით ხელშეკრულებას უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დებს; დ) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის სამუშაო ადგილი და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა; ე) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის შრომის ანაზღაურების გაცემის ფორმა და ოდენობა; ვ) შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა; ზ) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტისა და უცხოელი დამსაქმებლის შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებები და მოვალეობები და პასუხისმგებლობა შრომითი ურთიერთობის, აგრეთვე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში; თ) ყველა სხვა პირობა, რომლებზედაც ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტი და უცხოელი დამსაქმებელი თანხმდებიან. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრული ვადით, წერილობით, ქართულ ენასა და შრომითი მოწყობის სახელმწიფოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. მუხლი 13. საქართველოს მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გამსვლელი პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის პირობები საქართველოს მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გამსვლელი პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად ამ პირს უფლება აქვს: ა) კონსულტაციის მისაღებად შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობოს თავისი განზრახვის შესახებ და წარუდგინოს უცხოელ დამსაქმებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ასლი ან/და ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი ასლი, თუ ეს ხელშეკრულება ქართულ ენაზე არ არის დადებული; ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოების მისამართებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3089 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
თავი III1 შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. მუხლი 131. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების რეგულირება 1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება რეგულირდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელს. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. [მუხლი 13 1 . შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება 1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოში შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება რეგულირდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. მხოლოდ იმ უცხოელს, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულია შრომითი ბინადრობის ნებართვა, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ შრომითი საქმიანობის უფლებასთან ერთად, აქვს საქართველოში შრომითი მოწყობისა და ისეთი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლიდანაც იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეკონომიკურ სარგებელს. 3. საქართველოში მყოფ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საქართველოში კანონიერად იმყოფება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. მუხლი 132. შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობები 1. შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ შრომით ხელშეკრულებაში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არსებით პირობებთან ერთად უნდა მიეთითოს: ა) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი ან/და ბინადრობის მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი; ბ) იმ ხელშემკვრელი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ან იმ ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც ადგილობრივი დამსაქმებელია; გ) იმ ხელშემკვრელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც ადგილობრივი დამსაქმებელია; დ) შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა; ე) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სამუშაო ადგილი (ორგანიზაციისა და სტრუქტურული ერთეულის სრული სახელწოდებების ჩათვლით, თუ ადგილობრივი დამსაქმებელი იურიდიული პირია); ვ) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სამუშაო ადგილის სრული მისამართი; ზ) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის ძირითადი უფლებები და მოვალეობები და პასუხისმგებლობა; თ) ადგილობრივი დამსაქმებლის ძირითადი უფლებები და მოვალეობები და პასუხისმგებლობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრული ვადით, წერილობით, ქართულ ენასა და შრომითი იმიგრანტის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. მუხლი 133. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების პირობები შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის ამ კანონის 132 მუხლით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების დადებისა და ამავე კანონის 134 მუხლით გათვალისწინებული შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის საფუძველზე. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. [მუხლი 13 3 . შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის, აგრეთვე თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პირობები შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება დასაშვებია ყველა შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში: ა) შრომით იმიგრანტსა (გარდა თვითდასაქმებული უცხოელისა) და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის დადებულია ამ კანონის 13 2 მუხლით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულება; ბ) შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს ამ კანონის 13 4 მუხლით გათვალისწინებულ შრომითი საქმიანობის უფლებას; გ) შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. მუხლი 134. საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ ინფორმაციის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მიწოდება და შრომითი იმიგრანტის რეგისტრაცია 1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მისი შრომის გამოყენებისთვის ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შრომითი იმიგრანტის რეგისტრაცია. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამოწმებს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ აღნიშნული სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ ინფორმაციის (მონაცემების) სისწორეს (საჭიროების შემთხვევაში (რომელიმე მონაცემის უზუსტობის შემთხვევაში) ადგილობრივ დამსაქმებელს სთხოვს მიწოდებული ინფორმაციის გასწორებას) და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. [მუხლი 13 4 . შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემა 1. შრომითი იმიგრანტი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ვალდებულია მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − უშუალოდ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადებით მიმართავს: ა) თვითდასაქმებული უცხოელი და წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას; ბ) ადგილობრივი დამსაქმებელი, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განცხადების მიღების შემდეგ იწყებს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისთვის გათვალისწინებულ პროცედურებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ; ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გაკეთებული განაცხადის განხილვის პროცესში ადგილობრივ დამსაქმებელს/თვითდასაქმებულ უცხოელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და ამ პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდეგ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე მიღებული განცხადების განხილვის საერთო ვადა 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 6. შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების განხილვის საერთო ვადა 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ. 8. შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასური, მათ შორის, აღნიშნული უფლების დაჩქარებული ადმინისტრაციული წესით გაცემის შემთხვევაში, განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით, რომელიც შეიტანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბიუჯეტში. 9. მომსახურების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. მუხლი 135. შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტა ან მისი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება 1. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია შრომით იმიგრანტთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წყვეტს შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციას ან აგრძელებს მისი რეგისტრაციის ვადას და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობას. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია შრომითი ბინადრობის ნებართვის მქონე შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მისი რეგისტრაციის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 48 საათისა. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისი რეგისტრაციის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 48 საათისა. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. [მუხლი 13 5 . შრომითი საქმიანობის უფლების გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები 1. შრომითი იმიგრანტი, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ, ვალდებულია, თუ: ა) ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად; ბ) უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად. 2. შრომით იმიგრანტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, თუ მას აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა ან იგი შრომით საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს. 3. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია ასახოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. 4. თუ ადგილობრივ დამსაქმებელს სურს თავისთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება ამ შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. 5. თუ თვითდასაქმებულ უცხოელს სურს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება მასზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადების განხილვის შედეგები აცნობოს ელექტრონული ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით. 8. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. 9. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება: ა) საჩივრის განხილვის პერიოდში, არ წარმოშობს ამ უცხოელის საქართველოში მუშაობის უფლებას; ბ) არ წარმოშობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს; გ) არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვას ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. 10. შრომითი საქმიანობის უფლების ვადების, ასევე ამ უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თქმის და გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ინფორმაციის სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. მუხლი 136. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების პერიოდში შრომითი იმიგრანტის ძირითადი უფლებები და გარანტიები შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების პერიოდში შრომითი იმიგრანტის ძირითადი უფლებები და გარანტიები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. [მუხლი 13 6 . შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები 1. შრომით იმიგრანტს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარი ეთქვას, თუ: ა) განცხადებით წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია ან/და სავალდებულო დოკუმენტაცია და ეს ხარვეზი მისი დადგენიდან 10 კალენდარულ დღეში არ აღმოიფხვრა; ბ) შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადება ამ კანონის 13 5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევით არის წარდგენილი; გ) უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ან არის იმ პროფესიებისა და სპეციალობების ჩამონათვალში, რომელიც შეზღუდულია ამ კანონის მე-5 მუხლის „ე 1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ ნუსხაში; დ) დაწყებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. [მუხლი 13 7 . შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტა 1. შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა ან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა; ბ) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოს საზღვრების 6 თვეზე მეტი პერიოდით დატოვება; გ) შრომითი იმიგრანტისთვის საქართველოში D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლის ან შეწყვეტის მომენტში ბინადრობის ნებართვა არ ექნება მოპოვებული; დ) შრომითი იმიგრანტისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა; ე) ამ კანონის 13 6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შრომითი იმიგრანტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობა; ვ) შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტზე D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება; ზ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება მის დამსაქმებელს, რის საფუძველზეც ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ამ შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სავალდებულო ინფორმაცია. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შეწყვეტიდან 2 სამუშაო დღისა, აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 5. საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. [მუხლი 13 8 . საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად განცხადების განმეორებით წარდგენა 1. უცხოელს, რომელსაც საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე/გაგრძელებაზე უარი ეთქვა ან შრომითი საქმიანობის უფლება ვადაზე ადრე შეუწყდა, უფლება აქვს, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაგრძელების თაობაზე განცხადება განმეორებით წარადგინოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებამდე ან გაგრძელების მომენტისთვის არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე ან მას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. თავი IV პასუხისმგებლობა მუხლი 14. პასუხისმგებლობის საფუძვლები 1. შრომითი მიგრაციის სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ამ კანონის საფუძველზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები განისაზღვრება „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომ − შრომის ინსპექცია), რომელიც უფლებამოსილია ამ კანონის ნორმების დარღვევისთვის სამართალდამრღვევებს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელები ამავე კანონის მე-15−164 მუხლების შესაბამისად. [3. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის კონტროლს თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომ − შრომის ინსპექცია), რომელიც უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის მე-15−16 6 მუხლების შესაბამისად; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის შრომით იმიგრანტს ან თვითდასაქმებულ უცხოელს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის 16 1 და 16 6 მუხლების შესაბამისად. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] [3 1 . ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. 3 2 . ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ აჩერებს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] 4. ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის საჯარიმო ქვითრის ფორმა და მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 აპრილის №01-36/ნ ბრძანებით. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3089 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
მუხლი 15. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ან/და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გარეშე განხორციელება 1. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ან/და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი მეოთხედ, ან შემდეგ იმავე ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5570 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
მუხლი 16. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა 1. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის მე-9 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ, − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3089 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
მუხლი 161. შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის განსაზღვრულ ვადაში განუხორციელებლობა 1. შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუხორციელებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ, ან შემდეგ იმავე ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. [მუხლი 16 1 . შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება 1. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივ დამსაქმებელთან/მომსახურების ორგანიზატორთან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, რომლისთვისაც შრომითი იმიგრანტი იღებს ანაზღაურებას, − გამოიწვევს ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება − გამოიწვევს შრომითი იმიგრანტის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 3. თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება − გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 5. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. მუხლი 162. შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა 1. შრომის ინსპექციის მიერ ამ კანონითა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა − გამოიწვევს: ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით; ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით; ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. [მუხლი 16 2 . შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა 1. შრომის ინსპექციის მიერ ამ კანონითა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) ადგილობრივი დამსაქმებლის შემთხვევაში: ა.ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირისა − 1 000 ლარის ოდენობით; ა.ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირისა − 2 000 ლარის ოდენობით; ა.გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, − 2 000 ლარის ოდენობით; ა.დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, − 5 000 ლარის ოდენობით; ა.ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, − 7 000 ლარის ოდენობით; ა.ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლისა, მათ შორის, იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), − 1 000 ლარის ოდენობით; ბ) თვითდასაქმებული უცხოელისა − 5 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. მუხლი 163. პასუხისმგებლობა საშუამავლო კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობის დარღვევისთვის 1. ამ კანონის მე-11 ან მე-12 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების პირობის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას: ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე საშუამავლო კომპანიისა, რომელიც მეწარმე ფიზიკური პირია, − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა; ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე საშუამავლო კომპანიისა, რომელიც მეწარმე ფიზიკური პირია, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საშუამავლო კომპანიისა, რომელიც არის იურიდიული პირი, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საშუამავლო კომპანიისა, რომელიც არის იურიდიული პირი, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, − არანაკლებ 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 900 ლარისა; ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საშუამავლო კომპანიისა, რომელიც არის იურიდიული პირი, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, − არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა; ვ) ნებისმიერი სხვა საშუამავლო კომპანიისა, მათ შორის, იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არასრულწლოვანის, ორსული ქალის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული სათანადო ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. მუხლი 164. პასუხისმგებლობა ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობის დარღვევისთვის 1. ამ კანონის 132 ან 133 მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების პირობის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას: ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადგილობრივი დამსაქმებლისა, რომელიც ფიზიკური პირია, − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა; ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადგილობრივი დამსაქმებლისა, რომელიც ფიზიკური პირია, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, − არანაკლებ 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 900 ლარისა; ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, − არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა; ვ) ნებისმიერი სხვა ადგილობრივი დამსაქმებლისა, მათ შორის, იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა. [1. ამ კანონის 13 2 მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების პირობის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას: ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადგილობრივი დამსაქმებლისა, რომელიც ფიზიკური პირია, − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა; ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადგილობრივი დამსაქმებლისა, რომელიც ფიზიკური პირია, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, − არანაკლებ 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 900 ლარისა; ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, − არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა; ვ) ნებისმიერი სხვა ადგილობრივი დამსაქმებლისა, მათ შორის, იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არასრულწლოვანის, ორსული ქალის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული სათანადო ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
[მუხლი 16 5 . ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ მასთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა 1. ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ მასთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (თითოეული შრომითი იმიგრანტისთვის ინდივიდუალურად) − გამოიწვევს ადგილობრივი დამსაქმებლის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 3. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
[მუხლი 16 6 . შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დარღვევა 1. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივი დამსაქმებლის ან თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის ცვლილება, რომელზედაც გაცემულია შრომითი საქმიანობის უფლება, ამ უფლების განახლების გარეშე, − გამოიწვევს შრომითი იმიგრანტის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 3. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 17. გარდამავალი დებულებები 1. 2015 წლის 1 ნოემბრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-9 მუხლის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტის შემუშავება და დამტკიცება; ბ) საქართველოს მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე შრომითი იმიგრაციის პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობის შეფასების მიზნით დაამტკიცოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი; გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა. 11. 2023 წლის 1 სექტემბრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით, ამ კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად უზრუნველყოს: ა.ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცება; ა.ბ) სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესის დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი; ბ) საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 12. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია 2023 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია მასთან 2023 წლის 1 სექტემბრამდე დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ. 2. ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისი ცვლილება 2016 წლის 1 მაისამდე შეიტანოს თავის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში. 21. 2026 წლის 1 მარტამდე: ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცება; ბ) საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა ან/და სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელება. [2 2 . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (Labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი აქვს აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედების დროისათვის ძალაში მყოფ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე მათი ვადის ამოწურვამდე. 4. ამ კანონის შესაბამისად: ა) ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლდეს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომელსაც ეს ადმინისტრაციული სახდელი − ჯარიმა ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრა; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება გავრცელდეს აღუსრულებელ ადმინისტრაციულ სახდელზე − ჯარიმაზე; გ) შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება გავრცელდეს იმ პირზე, რომელმაც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა; ე) ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის აღსრულების მიუხედავად, ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვალოს ის პირი, რომელმაც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა; ვ) შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ პუნქტის შესასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება; ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ პუნქტის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის აღსრულება. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
მუხლი 18. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–მე-16 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი–მე-16 მუხლები ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან. |
ქუთაისი, 1 აპრილი 2015 წ. N3418-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები