„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3089-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 270000000.05.001.018970
3089-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
270000000.05.001.018970
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.04.2015, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.05.001.017705)  შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა.ა) პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გასვლასთან ან/და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განმახორციელებელი სუბიექტის დახმარებით გასვლასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;

ა.ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დასადებად წინადადებებისა და პროექტების მომზადება;

ა.გ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებების და ანგარიშგებითი ვალდებულებების შესრულების კოორდინირება;

ა.დ) შრომითი მიგრაციის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო და ანალიტიკური საქმიანობების განხორციელების ხელშეწყობა;

ა.ე) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრულ სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება;

ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე წარმოებული დოკუმენტაციის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში გამოთხოვა;

ა.ზ) შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა;“.

2. მე-9 მუხლის:

ა) „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების (ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით) ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ;“;

ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) 5 წლის განმავლობაში შეინახოს ამ კანონის საფუძველზე წარმოებული დოკუმენტაცია (მათ შორის, დადებული ხელშეკრულებები) და, მიმართვის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მისი ხელმისაწვდომობა;

ი) განსაზღვრული პერიოდულობით, დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში;“.

3. მე-13 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონსულტაციის მისაღებად შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობოს თავისი განზრახვის შესახებ და წარუდგინოს უცხოელ დამსაქმებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ასლი ან/და ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი ასლი, თუ ეს ხელშეკრულება ქართულ ენაზე არ არის დადებული;

ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოების მისამართებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.“.

4. მე-14 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, ადმინისტრაციული სახდელის დადების და, საჭიროების შემთხვევაში, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სააღსრულებო ფურცლის გამოწერისა და აღსასრულებლად წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ პირს.

3.  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირი ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს – გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 

4. ამ თავით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.“.

5. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის საფუძველზე ინფორმაციის მიუწოდებლობა/ანგარიშის წარუდგენლობა

1. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის საფუძველზე ინფორმაციის მიუწოდებლობა/ანგარიშის წარუდგენლობა –  

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3089-რს