ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.160.016278
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
68
26/02/2015
ვებგვერდი, 04/03/2015
210020010.35.160.016278
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/03/2015 - 29/03/2019)

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №68

2015 წლის 26 თებერვალი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-4  მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და  მე-6 პუნქტის, 121 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:

ა) ფიზიკურ პირთათვის ერთ სულ მოსახლეზე 0.40 ლარი, ხოლო  ფიზიკურ პირთათვის რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) არ აჭარბებს დასუფთავების მოსაკრებლის ღირებულების დაფარვა განხორციელდეს საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 (ოთხი) სულით;

ბ) დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
 საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობის ხარჯები დაიფაროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 4
 წინამდებარე დადგენილების ამოქმედების დღიდან დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიეცეთ უფლება დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან(მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური) გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.  
მუხლი 5
ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 3 ივლისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები ჩაითვლებიან ამ დადგენილებით შემოღებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებად. 
მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 3 ივლისის №195 დადგენილება.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე



დანართი №1

 

დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალურ მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების  მოსაკრებლის ოდენობა

 

დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები

ზომის ერთეული

წლიური დაგროვების ნორმა მ3

მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე  (ლარი)

1

2

3

4

5

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერიები, არქივები

საერთო ფართის 1 მ2

0,04

0,03

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0,08

0,05

3

კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,331

0,22

4

მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები უმწეოთათვის უფასო სასადილოები

მომსახურების ერთეული ადგილი

0,128

0,09

5

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები

ერთ მოსწავლეზე

0,198

0,13

6

სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები

მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი)

1,72

1,15

7

საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები

ერთი საწოლი

1,157

0,77

8

პოლიკლინიკები, სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების,  სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები

საერთო ფართის 1 მ2

0,16

0,11

9

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, კორტები, საცურაო აუზები

ღია ფართის 1 მ2

0,02

0,01

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,05

10

სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)

სამუშაო ფართის 1 მ2

0,76

0,51

11

სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი), ვეტერინარული ცენტრები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,25

0,17

12

აგრარული ბაზრები, ყვავილების დახურული მაღაზიები

საერთო ფართის 1 მ2

0,3

0,2

13

შერეული საქონლის ბაზრობები  და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები

საერთო ფართის 1 მ2

0,21

0,14

14

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე

ღია ფართის 1 მ2

0,02

0,01

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,05

15

ავტოგასამართი სადგურები

საერთო ფართის 1 მ2

0,08

0,05

16

სატრანსპორტო საშუალებების საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები, სათბურები და ფერმები

ღია  საერთო ფართის

1 მ2

0,04

0,03

დახურული  საერთო ფართის 1 მ2

0,08

0,05

17

სატრანსპორტო საშუალებების  სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები, შავი და ფერდი ლითონების მიმღები პუნქტები

ღია  საერთო ფართის 1 მ2

0,02

0,01

დახურული  საერთო ფართის 1 მ2

0,14

0,09

18

აბანოები, საუნები

საერთო ფართის 1 მ2

0,18

0,12

19

სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები

საერთო ფართის 1 მ2

0,35

0,23

20

სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის 1 მ2

0,25

0,17

21

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, /გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა/ კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

2,4

1,6

22

სარიტუალო დარბაზები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,8

0,53

23

საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილების გარეშე)

სამუშაო ფართის 1 მ2

0,26

0,17

24

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

საერთო  ფართის 1 მ2

0,36

0,24

25

საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურები, რკინიგზის  სადგურები

ღია  ფართის

        1 მ2

0,008

0,005

დახურული  ფართის

1 მ2

0,08

0,05

26

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები

საერთო ფართის  1 მ2

0,008

0,005

27

სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთი ადგილი

0,6

0,4

28

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის  1 მ2

0,008

0,005

29

მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)

საერთო ფართის  1 მ2

0.04

0,03

 

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის

მ = გ X რ.

მ - ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი);

გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი);

რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).


 

დანართი №2

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”   საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებლის გადახდის წესს.

2. ეს წესი აწესრიგებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

5. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური.


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი  
მოსაკრებლის გადამხდელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი.

მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 
1. მოსაკრებელის განაკვეთი, წესდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ორგანიზაციების, დაწესებულებების, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი.

2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება  იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს (ან მოსარგებლეს), რომელიც მასთან  მცხოვრებ პირებთან ერთად არის საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმომქმნელი.

3. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ ორგანიზაციებს, იურიდიული პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

5. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

6. მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში  მიმდინარე თვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ სუბიექტს, რომელმაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.

7. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ქალაქ რუსთავში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.

8. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.

9. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში დარეგისტრირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი  წარმომადგენელის  მიერ.

10. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.


მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა)  – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახურის მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე. 

4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა  და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება  სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე კი სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით.

5. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

6. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.


მუხლი 5. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები 
1. ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე), ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურში. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.

2.  ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე) (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაში მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე (ან მოსარგებლე) ფიზიკური პირი რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.

3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან  დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი  გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ  მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

6. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ აცნობონ მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება სამსახურში შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ  ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.

7. წინამდებარე წესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.


მუხლი 6. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი 
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 
1. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ.

2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

3. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.


მუხლი 8. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის 
მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.