დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 172 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/02/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.160.016608 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/02/2020 - 20/03/2020)
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.03.2015 წ., 210020010.35.160.016278) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 12 და 13 მუხლები: „მუხლი 12. იმ საცხოვრებელ ფართზე (მოსახლეობის კატეგორიის აბონენტზე), სადაც არ არის რეგისტრირებული არცერთი ფიზიკური პირი, მაგრამ დასტურდება ცხოვრების ფაქტი, ქალაქ რუსთავში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დარიცხვა განხორციელდება ფაქტობრივად მცხოვრებ პირთა რაოდენობის მიხედვით, თვეში არაუმეტეს 4 (ოთხი) სული. მუხლი 13. იმ საცხოვრებელ ფართზე (მოსახლეობის კატეგორიის აბონენტზე), სადაც არ არის რეგისტრირებული არცერთი ფიზიკური პირი, ცხოვრების ფაქტის დადასტურდება განხორციელდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ.“; გ) დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-3 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს (ან მოსარგებლეს), რომელიც მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად არის საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმომქმნელი (ფიზიკური პირების სულადობის განსაზღვრა ხორციელდება სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ან/და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული მონაცემებით).“; „6. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ/მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტზე არსებული მოსაკრებლის დავალიანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ახალ მესაკუთრეს ან/და სარგებლობის გაუქმების შემთხვევაში მესაკუთრეს.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი აპრილიდან. |
|
დანართი №1
|
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის
მ = გ X რ
მ – ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი);
გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი);
რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.). |
დოკუმენტის კომენტარები