„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.160.016806
73
14/06/2023
ვებგვერდი, 15/06/2023
210020010.35.160.016806
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №73

2023 წლის 14 ივნისი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო    ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.03.2015 წ., 210020010.35.160.016278) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკურ პირთათვის, ერთ სულ მოსახლეზე, განისაზღვროს 0.80 ლარი. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 (ოთხი) სულით;“;

) დადგენილების 12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12

დაწესდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტეროტორიის დასუფთავების გადასახადი იმ იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც თვითმმართველის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს და მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დანართი N1-ის შესაბამისად.“;

გ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

წინამდებარე დადგენილების ამოქმედების დღიდან დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიეცეთ უფლება დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან (ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.“;

დ) დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.“;

ე) დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციაში დარეგისტრირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენელის მიერ, საბანკო დაწესებულებაში ან სწრაფი ჩარიცხვა/გადახდის აპარატების საშუალებით.“;

ვ) დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია