ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 182
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.160.016618
182
20/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
210020010.35.160.016618
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №182

2020 წლის 20 მარტი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტეროტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის N172 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/02/2020წ., 210020010.35.160.016608) შეტანილ იქნეს ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტი;

ბ) დადგენილების  პირველი მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დადგენილებას  დაემატოს  შემდეგი რედაქციის 12  მუხლი:

„მუხლი 12.

შემოღებულ იქნეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტეროტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადი იმ იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც თვითმმართველის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს და მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დანართი N1-ის შესაბამისად.“

გ) დადგენილებას  დაემატოს  შემდეგი რედაქციის  „ბ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) დადგენილებას  დაემატოს  შემდეგი რედაქციის 13  მუხლი:

მუხლი 13.

იმ საცხოვრებელ ფართზე (მოსახლეობის კატეგორიის აბონენტზე), სადაც არ არის რეგისტრირებული არცერთი ფიზიკური პირი, მაგრამ დასტურდება ცხოვრების ფაქტი, ქალაქ რუსთავში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დარიცხვა განხორციელდება ფაქტობრივად მცხოვრებ პირთა რაოდენობის მიხედვით, თვეში არაუმეტეს 4 (ოთხი) სული. ცხოვრების ფაქტის დადასტურდება განხორციელდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების  მიერ.“  

მუხლი 2
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტეროტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.03.2015წ., 210020010.35.160.016278) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს დადგენილების  პირველი მუხლის „ბ“ პუნქტი.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი აპრილიდან, გარდა დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ პუნქტისა, რომელიც ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

 


ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით რეხვიაშვილი