მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 29/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.018453
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
68
20/02/2015
ვებგვერდი, 23/02/2015
430050000.10.003.018453
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/02/2015 - 04/06/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №68

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა

 

თავი I. შესავალი


ეს დოკუმენტი აღწერს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას (შემდგომში - სქემა), რომელიც სრულად პასუხობს საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის კომპლექსურ მიდგომებს გვთავაზობს. იგი არის მასწავ­ლებლის პროფესიის სახელმწიფო რეგულირების საფუძველი. სქემა ემსახურება ხარისხიანი განათლების დამკვიდრებას და ეფუძნება თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

 

თავი II. ზოგადი დებულებები

 

სქემის მიზანი და ამოცანა:

სქემის უმთავრესი მიზანია მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯო­ბესებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლე­ბის ხარისხის ამაღლება მასწავლებლის სისტემური პროფესიული განვითარების გზით.

სქემის ამოცანაა მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ინტეგრირებული სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიის პრესტიჟის ზრდას, საუკეთესო ახალი კადრების მოზიდვას, არსებული პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას. 

 

არსებული მდგომარეობა

მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების დღემდე მოქმედი სისტემა ვერ აღმოჩნდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის ეფექტური საშუალება. ამასთან, ნაკლებად ხდება ახალი, მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა, რაც განპირობებულია მასწავლებელთა შრომის დაბალი ანაზღაურებით, პროფესიის დაბალი პრესტიჟითა და სელექციის არაკონკურენტული, მოუქნელი მექანიზმით. ასევე, შეიმჩნევა მასწავლებლობის მსურველ სტუდენტთა რაოდენობის კლების დინამიკა, დაბალია იმ აბიტურიენტების საგამოცდო შედეგები და სტუდენტების აკადემიური მოსწრება, რომელთაც განზრახული აქვთ მასწავლებლის პროფესიაში შესვლა. 

მთელი რიგი რეგიონების საჯარო სკოლებში შეიმჩნევა გარკვეულ საგნებში კვალიფიციურ სპეციალისტთა დეფიციტი. ასევე, რიგ საჯარო სკოლებში (განსაკუთრებით რეგიონებში) რამდენიმე საგანს ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ერთი საგნის სპეციალისტია. რაც, ბუნებრივია, ამცირებს სწავლა-სწავლების ხარისხს, პრესტიჟს უკარგავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და ზოგადად, მასწავლებლის პროფესიას. 

მოქმედმა სისტემამ ვერ უზრუნველყო მასწავლებლის პროფესი­ული განვითარების ეფექტურობა.

მასწავლებლის მომზადების არსებული აკადემიური პროგრამები ვერ უმკლავდება პროფესიაში არსებულ გამოწვევებს.

არსებული პრობლემების გადასაჭრელად, შემუშავდა ეს სქემა.

 

სქემის დანიშნულებაა:

• მასწავლებელთა მოსამზადებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესება;

• მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების დივერსიფიცირება და ხარისხის კონტროლი;

• მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და შეფასების სისტემის ჰარმონიზაცია;

• მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გამართვა და დაკავშირება პროფესიულ საქმიანობასთან;

• მასწავლებლის შეფასების კომპლექსური და ეფექტიანი სისტემის შემუშავება, რომელიც დაკავშირებულია კარიერულ ზრდასა და ანაზღაურებასთან;

• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება და მათი აქტიური ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და შეფასების პროცესში.

 

სქემის დანერგვის შედეგად:

• ამოქმედდება მასწავლებელთა საქმიანობის შეფასების სამართლიანი და მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც წაახალისებს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას;

• ამოქმედდება მასწავლებლის მხარდამჭერი პროგრამები, რაც გულისხმობს მასწავლებლებისათვის დამატებითი სერვისების განსაზღვრასა და მიწოდებას;

• დაინერგება არსებითი სახელფასო განსხვავება სქემით განსაზღვრულ სტატუსებს შორის და კარიერული წინსვლის მოქნილი მექანიზმი;

• პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამისად, აისახება შრომის ანაზღაურებაზე, რაც პროფესიაში ახალგაზრდების მოსაზიდად ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტიმულად იქცევა;

• სახელმწიფო სრულად დააფინანსებს მასწავლებლის მომზადების აკადემიურ პროგრამებსა (ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო აკადემიურ პროგრამას, მიმდევრობით პროგრამას, პარალელურ პროგრამას) და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას (60-კრედიტიანი) კვოტების მიხედვით.

 

ტერმინთა განმარტება

ამ სქემაში გამოყენებულ ტერმინებს, ამ სქემის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მასწავლებელი – ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით (შემდგომში - მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) სქემით განსაზღვრული სტატუსი - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავ­ლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართ­ლებრივი აქტით;

 გ) პრაქტიკოსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში - ეროვნული სასწავლო გეგმა) მოთხოვნების შესაბამისად;

 დ) უფროსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები;

 ე) წამყვანი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე, შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს;

 ვ) მენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენ­ტებისა და დამწყები მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკას;

ზ) მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე - სქემით განსაზღვ­რული სტატუსის შესატყვისი კომპეტენციებისა და საქმიანობის შედე­გების დამადასტურებელი დოკუმენტების (შემდგომში - დოკუმენ­ტები) ორგანიზებული კრებული;

თ) თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმა, რომლის საფუძველზეც მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას, გეგმავს პროფესიულ საქმიანობას;

ი) მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი (შემდგომში - ფასილიტატორი) - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი (მენტორი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც ირჩევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით;

კ) განმავითარებელი შეფასება - მასწავლებლის შეფასება, რომელიც ეხმარება მასწავლებელს პროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში;

ლ) გაკვეთილის შეფასების რუბრიკა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება გაკვეთილის შეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფი­ცირებული ფორმა;

მ) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში - განათლე­ბის მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ ადმინისტრი­რებული ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადსაგან­მანა­თლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით მასწავლებლები განაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლის საქმია­ნობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა;

ნ) კრედიტქულა - მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული;

ო) გარე დაკვირვება - საკლასო დაკვირვება, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში ხორციელდება ერთხელ;

პ) სამოდელო გაკვეთილი - წამყვანი მასწავლებლის ან მენტორის მიერ ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი;

ჟ) მოქმედი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელსაც ამ სქემის ძალაში შესვლის დროისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულე­ბაში უკავია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის ერთ-ერთი თანამდებობა;

რ) საგნის გამოცდა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა;

ს) სერტიფიცირებული მასწავლებელი - მოქმედი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი;

ტ) მასწავლებლის შეფასება - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა, რომლის საფუძველზეც ხდება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან მასწავლებლის შესაბამისობის დადგენა;

უ) საპრეტენზიო კომისია - მასწავლებელთა პროფესიული განვი­თა­რების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებთან და მასწავლებ­ლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ წარდგენილ წინადადებასთან დაკავშირებულ მასწავლებლის საპრეტენ­ზიო განაცხადებს;

ფ) შიდა შეფასება - მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ მასწავლებლის თვითშეფასებასა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასებას;

ქ) გარე შეფასება - მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ საგნის გამოცდასა და გარე დაკვირვებას;

ღ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი - მასწავლებლის შეფასების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძა­ნე­ბით შექმნილი ჯგუფი.

 

თავი III. მასწავლებლის მომზადებისა და საქმიანობის დაწყების წესი,

მასწავლებლის განათლება და მასწავლებლობის უფლების მოპოვება

 

მასწავლებლის მომზადების ახალი აკადემიური პროგრამების მიზანია მასწავლებლის პროფესიაში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო ახალგაზრდების მოზიდვა და სისტემაში არსებუ­ლი კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა, განსაკუ­თრებით რეგიონებში.

ამ მიზნის მიღწევამ უნდა უზრუნველყოს განათლების სისტემის სტრატეგიული მიმართულების - ხარისხიან ზოგად განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის - თვისობრივი განვითარება.

მასწავლებლის მომზადების უმაღლესი რეგულირებადი საგანმანა­თლებლო პროგრამები იქნება დივერსიფიცირებული. სახელმწი­ფო აღნიშნული პროგრამების ხარისხის სამართავად იყენებს მაღალ პროგრამულ სტანდარტებს, რითაც უზრუნველყოფილი იქნება სახელ­მწიფო დაფინანსებით მიღებული კვალიფიკაციის სანდოობა და ვალი­დობა.

მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადება 2016-2017 სასწავლო წლიდან განხორციელდება ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამით, რომელიც მოიცავს არანაკლებ 300 კრედიტისა.

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამების სწავლის შედეგები შესაბამისობაში მოვა მასწავლებლის პროფესიული სტანდარ­ტით განსაზღვრულ, სულ მცირე, უფროსი მასწავლებლის კომპეტენ­ციებთან. 

 

დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირე­ბული საბაკალავრო-სამაგისტრო აკადემიური პროგრამა (არანაკლებ 300 კრედიტი), სადაც:

· დაწყებითი საფეხურის საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდული - მინიმუმ 180 კრედიტი;

· თავისუფალი კომპონენტების მოდული - მაქსიმუმ 60 კრედიტი;

· სასკოლო პრაქტიკის მოდული - მინიმუმ 60 კრედიტი.

სასკოლო პრაქტიკის მოდული უნდა შედგებოდეს ორი ძირითადი კომპონენტისაგან:

ა) საგაკვეთილო პრაქტიკა;

ბ) პრაქტიკის კვლევა.

პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს მიენიჭება დაწყებითი განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით.

 

საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადება განხორციელდება ორი გზით:

ა) მიმდევრობითი პროგრამით, როდესაც აბიტურიენტი თავიდანვე არჩევანს აკეთებს მასწავლებლობის სასარგებლოდ;

ბ) პარალელური პროგრამით, როდესაც სტუდენტი სწავლის პროცესში ირჩევს მასწავლებლის პროფესიას.

 

მიმდევრობითი პროგრამა - მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკადემიური პროგრამა (არანაკლებ 300 კრედიტი), სადაც: 

· საგნის/საგნობრივი ჯგუფის მოდული – 120 კრედიტი; 

· მასწავლებლის მომზადების მოდული - 60 კრედიტი;

· თავისუფალი კომპონენტების მოდული - მაქსიმუმ 60 კრედიტი;

· სასკოლო პრაქტიკის მოდული - მინიმუმ 60 კრედიტი.

სასკოლო პრაქტიკის მოდული უნდა შედგებოდეს ორი ძირითადი კომპონენტისაგან:

ა) საგაკვეთილო პრაქტიკა;

ბ) პრაქტიკის კვლევა.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით.

 

პარალელური პროგრამა - ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითადი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, სადაც:

· ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითადი პროგრამის მოდული - 120 კრედიტი;

· მასწავლებლის მომზადების მოდული - 60 კრედიტი; 

· თავისუფალი კომპონენტების მოდული - მაქსიმუმ 60 კრედიტი;

· სასკოლო პრაქტიკის მოდული - 60 კრედიტი.

სასკოლო პრაქტიკის მოდული უნდა შედგებოდეს ორი ძირითადი კომპონენტისაგან:

ა) საგაკვეთილო პრაქტიკა;

ბ) პრაქტიკის კვლევა.

პროგრამის სრულად გავლის შემდეგ, კურსდამთავრებულს მიენიჭება განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, შესაბამის საფეხურზე საგნის/საგნობრივი ჯგუფის სწავლების უფლების მითითებით.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი გაივლის პროგრამის ყველა მოდულს, გარდა სასკოლო პრაქტიკისა, მას მიენიჭება შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის კვალიფიკაცია და მიეცემა მასწავლებლის სერტიფიკატი.

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკადემიური პროგრამების სრულფასოვნად ასამოქმე­დებლად, საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები ხარისხის მართვისა და სახელმწიფო დაფინანსების სიტემების ჰარმონი­ზა­ციისათვის.

 

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკადემიური პროგრამის დასრულების შემდეგ მასწავლებ­ლობის უფლების მოპოვება:

· მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკადემიური პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტი ადასტურებს საგნობრივ, მეთოდურ, კვლევით და პრაქტიკულ კომპეტენციებს, რის შედეგადაც კურსდამთავრებულზე გაიცემა დიპლომი, რომელიც მას აძლევს მასწავლებლობის უფლებას.

· ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით.

· უფროსი მასწავლებლის სტატუსი კურსდამთავრებულს მიენიჭება მას შემდეგ, რაც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებით გაივლის გარე დაკვირვებას.

· თუ მასწავლებელი ერთი წლის განმავლობაში წარმატებით ვერ დაძლევს გარე დაკვირვებას, შეიმუშავებს პროფესიული განვითა­რების ინდივიდუალურ გეგმას და მას ერთი წლით უხანგრძ­ლივდება გამოსაცდელი პერიოდი გარე დაკვირვების გასავლელად.

მიმდევრობითი აკადემიური პროგრამების კურსდამთავრე­ბულების პირველი გამოშვება იქნება 2020-2021 წელს. ამის გამო საჭიროა კვალიფიციური მასწავლებლების რიგების შევსება ალტერნატიული გზით - მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დამოუკიდებლად ამოქმედებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაკუთრებულად იზრუნებს მის მიერ გამოვლენილი დეფიციტური მიმართულებების შევსებაზე.

 

მასწავლებლობის უფლების მოპოვება ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის

1. ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომლებსაც მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად ვალდებული არიან, წარმატებით გაიარონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა.

· პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობად, გარდა საკვალიფიკაციო მოთხოვნისა, განისაზღვრება შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება;

· აპლიკანტთა დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული კვოტების შესაბამისად;

· პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, პირზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მის სამასწავლებლო კვალიფიკაციას და მას აძლევს მასწავლებლობის უფლებას;

· ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით;

· უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება კურსდამთავრებულს მას შემდეგ, რაც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებით გაივლის გარე დაკვირვებას;

· თუ მასწავლებელი ერთი წლის განმავლობაში წარმატებით ვერ დაძლევს გარე დაკვირვებას, შეიმუშავებს პროფესიული განვითა­რების ინდივიდუალურ გეგმას და მას ერთი წლით უხანგრძლივდება გამოსაცდელი პერიოდი გარე დაკვირვების გასავლელად.

 

2. მასწავლებლობის მსურველი, რომელსაც დიპლომის მიხედვით აქვს მასწავლებლობის უფლება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებუ­ლებაში მუშაობის დასაწყებად და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად:

· მასწავლებლობის მსურველი აბარებს საგნის გამოცდას;

· ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით;

· უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება კურსდამთავრებულს მას შემდეგ, რაც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებით გაივლის გარე დაკვირვებას;

· თუ მასწავლებელი ერთი წლის განმავლობაში წარმატებით ვერ დაძლევს გარე დაკვირვებას, შეიმუშავებს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას და მას ერთი წლით უხანგრძლივდება გამოსაცდელი პერიოდი გარე დაკვირვების გასავლელად.

 

მასწავლებლობის უფლების მოპოვება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც არ აქვთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ან, სულ მცირე, 2011 წლიდან არ უმუშავიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მოიპოვებენ მასწავლებლობის უფლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითა­რების ეროვნული ცენტრის კურსის (პროფესიული უნარები და საგნის სწავლების მეთოდიკა), ან სხვა ორგანიზაციის მასწავლებელთა გადამზადების აკრედიტებული კურსის (პროფესიული უნარები და საგნის სწავლების მეთოდიკა) წარმატებით გავლის შემდეგ.

· ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყებისას, მას ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

· წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, საკმარისია გარე დაკვირვების წარმატებით დაძლევა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

 

მასწავლებლობის უფლების მოპოვება პირისთვის, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი

პირს, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებუ­ლებაში მუშაობის დაწყებისას მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და ერთვება სქემაში. თუ აღნიშნული მასწავლებელი ერთი წლის განმავლობაში წარმატებით ვერ დაძლევს გარე დაკვირვებას, შეიმუშავებს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას და მას ერთი წლით უხანგრძლივდება გამოსაცდელი პერიოდი გარე დაკვირვების გასავლელად.

 

თავი IV. საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანსიის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესი

 

საჯარო სკოლაში საგნის ვაკანტური საათების არსებობის შემთხვევაში, ვაკანსია შეივსება შიდა კონკურსის საფუძველზე. შიდა კონკურსით მასწავლებლის ვაკანსიის ვერშევსების შემთხვევაში, საჯარო სკოლა უფლებამოსილია, გამოაცხადოს ღია კონკურსი.

დირექტორი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო სკოლაში საგნის ვაკანტური საათები შეავსოს ღია კონკურსის გამოცხადების გზით.

საკონკურსო პირობებს, კანონმდებლობის საფუძველზე, ადგენს საჯარო სკოლის დირექტორი.

 

ვაკანტური ადგილის შესახებ კონკურსის გამოცხადება

განცხადება ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, ინტერნეტსივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე - www.pedagogi.ge-ზე, ხოლო განცხადება შიდა კონკურსის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯარო სკოლაში მასწავლებლებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

 

შიდა და ღია კონკურსების ეტაპებია:

Ø საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხა­დების გადარჩევა;

Ø გასაუბრება;

Ø სხვა ეტაპები, რომელთაც დაადგენს საჯარო სკოლა.

 

კანდიდატების შერჩევა მასწავლებლის ვაკანსიაზე

საკონკურსო კომისია განიხილავს ვაკანტურ პოზიციაზე შესულ განცხადებებს და გადაარჩევს იმ კანდიდატებს, რომელთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან დასტურდება მასწავლებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესაბამისობა.

საჯარო სკოლა ვალდებულია, შეიმუშავოს შერჩევის ან/და შეფასების გამჭვირვალე და სანდო კრიტერიუმები, რაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

საკონკურსო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან. საკონკურსო კომისია შეიძლება შედგებოდეს საჯარო სკოლის თანამშრომლებისაგან, ასევე, მოწვეული წევრებისაგან.

კომისიის მუშაობის წესი განსაზღვრული უნდა იყოს საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანებით.

 

შრომითი ხელშეკრულების დადება

კანდიდატების შეფასების შემდეგ, კომისია წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციას საჯარო სკოლის დირექტორს, რომელიც უფორმებს მასწავლებელს შრომით ხელშეკრულებას, კანონმდებლობით განსაზღვ­რული წესით.

 

თავი V. მასწავლებლის პროფესიული განვითარება

 

მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას განაპირობებს ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებლის პროფესიული სტან­დარტი.

 

მასწავლებლის სტატუსები

მასწავლებლის სტატუსები ეფუძნება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. სქემის ფარგლებში განისაზღვრება მასწავლებლების შემდეგი სტატუსები:

· პრაქტიკოსი მასწავლებელი - ვრცელდება მხოლოდ სქემაში განაწილებულ მოქმედ მასწავლებლებზე;

· უფროსი მასწავლებელი;

· წამყვანი მასწავლებელი;

· მენტორი.

მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის მოპოვება, ან შენარჩუნება, ან შეწყვეტა დამოკიდებულია მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების შედეგებზე.

მასწავლებელს მიენიჭება ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსები, თუკი იგი დააგროვებს შესაბამისი სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ კრედიტქულებს, სქემითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში.

მასწავლებელი ინარჩუნებს უფროსი მასწავლებლის, ან წამყვანი მასწავლებლის, ან მენტორის სტატუსს, თუკი იგი დააგროვებს შესაბამისი სტატუსის შენარჩუნებისათვის განსაზღვრულ კრედიტ­ქულებს, სქემითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში.

მასწავლებელი, თუ ვერ დააკმაყოფილებს სტატუსის შენარჩუნე­ბისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მას უწყდება მინიჭე­ბული სტატუსი და ენიჭება ქვედა სტატუსი, ან უწყდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთ­ხვევაში.

მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების/შენარჩუნების/შეწყვეტის შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აღნიშნულ წინადადებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, ელექტრონული სისტემის საშუალებით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების/შენარჩუნების/შეწყვეტის შესახებ. მასწავლებელს სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სტატუსის მინიჭებიდან 2 თვის ვადაში, სერტიფიკატებს გადასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს - საგანმანათლებლო რესურსცენტრებს (შემდგომში - საგანმანათლებლო რესურსცენტრი). საგანმანათლებლო რესურსცენტრი მასწავლებლის სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს სერტიფიკატების დარიგებას.

 

მასწავლებლის სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზები და საშუალებები

ყოველი მომდევნო სტატუსის მისაღწევად მასწავლებელმა უნდა გაიაროს პროფესიული განვითარების თანმიმდევრული გზა:

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად:

· პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას მხოლოდ სავალდებულო აქტივობებით;

· პრაქტიკოსი მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;

· პრაქტიკოსი მასწავლებელი თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას;

· პრაქტიკოსი მასწავლებელი აბარებს იმ საგნის გამოცდას, რომელსაც ასწავლის;

· პრაქტიკოსი მასწავლებელი გადის პროფესიული განვითარების კურსს პედაგოგიურ უნარებში;

· მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, არანაკლებ ორჯერ, აკვირდება პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და აფასებს მას გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით და აძლევს განმავითარებელ შეფასებას;

· მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ გაკვეთილზე დაკვირვების არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, პრაქტიკოს მასწავლებელს შეუძლია, მოითხოვოს კიდევ ერთი დაკვირვების ჩატარება;

· პრაქტიკოსი მასწავლებელი მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ, მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუ­მენტებს, რომელთაც, ასევე, განათავსებს ელექტრონულ სისტემაში;

· მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე და იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების ან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.

პრაქტიკოსი მასწავლებელი ფასდება მის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობების შესაბამისად. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სავალ­დებულო აქტივობების შესაბამისი კრედიტქულები განისაზღვრება შემდეგნაირად:

 

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობები

კრედიტქულები

საგნის გამოცდა

10

2 გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი

 

4

მასწავლებლის პროფესიულ უნარებში პროფესიული განვითარების კურსის გავლა, რომელიც ორგანიზებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა დაწესებულების მიერ. სხვა დაწესებულების მიერ განხორციელებული პროფესიული განვითარების კურსი აუცილებელია, იყოს აკრედიტებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

 

 

5

 

ჯამი - 19

 

 პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, კრედიტქულებს აგროვებს არა უმეტეს ოთხი წლის განმავლობაში. ვინაიდან 2015-2016 სასწავლო წელი საქართველოს კანონმდებლობით, განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად მასწავლებელს აღნიშნულ ვადაზე დამატებით მიეცემა ერთი წელი.

 პრაქტიკოსი მასწავლებელი უფლებამოსილია, სტატუსით განსაზღვრულ ვადაში, დამატებითი საქმიანობებით დააგროვოს კრედიტქულები, რომლებიც მას აესახება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 3 წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს საგნის გამოცდას, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ვერ დააგროვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ კრედიტქულებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, გაწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერ­თობა და გამოაცხადოს ვაკანსია. მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის) მასწავლებლებისათვის, ასევე, არაქართულე­ნოვა­ნი ზოგადსაგანმა­ნათლებლო დაწესებუ­ლების/სექტო­რის მასწავლებლე­ბისათვის, რომელთათვისაც საგნის გამოცდის ჩატარებას უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის განსაზღვრული ვადის განმავლობაში ვერ უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, აღნიშნული შედეგი დადგება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მათთვის საგნის გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, მათ მიერ საგნის გამოცდის ვერ/არჩაბარებისას. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აღნიშნული მასწავლებლებისათვის საგნის გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, მათ მიერ საგნის გამოცდის ვერ/არჩაბარებამდე მასწავლებლები ინარჩუნებენ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.

საგნის გამოცდის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი:

ა) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებ­ლებისთვის უზრუნველყოფს 2015 წლის განმავლობაში;

ბ) მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის), ასევე, არაქართულენოვანი სექტო­რის მასწავლებლებისთვის უზრუნველყოფს 2016 წლის განმავლობაში.

 

უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად:

· უფროსი მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას თვით­შეფასების კითხვარის გამოყენებით;

· უფროსი მასწავლებელი თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას;

· მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, არანაკლებ ორჯერ, აკვირდება უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და აფასებს მას გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით და აძლევს განმავითარებელ შეფასებას;

· მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ გაკვეთილზე დაკვირვების არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, უფროს მასწავლებელს შეუძლია, მოითხოვოს კიდევ ერთი დაკვირვების ჩატარება;

· უფროსი მასწავლებელი ერთხელ გადის გარე დაკვირვებას;

· უფროსი მასწავლებელი მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად მის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელთაც, ასევე, განათავსებს ელექტრონულ სისტემაში;

· მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს უფროსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ სავალდებულო აქტივობებსა და დამატებით საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებ­ლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტის, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფე­სიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.

 

უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად:

უფროსი მასწავლებელი აგროვებს 13 კრედიტქულას, საიდანაც 9 კრედიტ­ქულა სავალდებულო აქტივობების წილია, ხოლო 4 კრე­დიტქულა - დამატებითი საქმიანობების.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, უფროსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობების შესაბამისი კრედიტ­ქულები განისაზღვროს შემდეგნაირად:

 

უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად უფროსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობები

კრედიტქულები

2 გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი

4

გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

5

 

ჯამი - 9

 

 უფროსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, კრედიტქულებს აგროვებს ყოველი ოთხი წლის განმავლობაში. ვინაიდან 2015-2016 სასწავლო წელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად, უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუ­ნებლად, მასწავლებელს აღნიშნულ ვადაზე დამატებით მიეცემა ერთი წელი.

იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი აღნიშნულ ვადაში ვერ დააგროვებს სულ მცირე, უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუ­ნებლად აუცილებელ კრედიტქულებს, უფროსი მასწავლებლის შეფასების შედეგების საფუძველზე, შედგება მასწავლებლის პროფესი­ული განვითარების ინდივიდუალური ერთწლიანი გეგმა. 

თუ უფროსი მასწავლებელი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრულ ვადაში ვერ დააგროვებს სულ მცირე, უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელ კრედიტქულებს, ზოგადსაგანმანათ­ლებლო დაწესებულება ვალდებულია, შეწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადოს ვაკანსია საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

 

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად:

უფროსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რაც მოიცავს უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო 13 კრედიტქულას. ნაზარდი 6 კრედიტქულიდან 4 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობების წილია, ხოლო 2 კრედიტქულა - დამატებითი საქმიანობების. სავალდებულო აქტივობებს ემატება ერთი გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი (2 კრედიტქულა) და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა (2 კრედიტქულა).

უფროსი მასწავლებელი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად კრედიტქულებს აგროვებს არა უმეტეს ოთხი წლის განმავლობაში. ვინაიდან 2015-2016 სასწავლო წელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, მასწავლებელს აღნიშნულ ვადაზე დამატებით მიეცემა ერთი წელი.

 

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების ან მენტორის სტატუსის მისანიჭებლად:

· წამყვანი მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;

· წამყვანი მასწავლებელი თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას;

· წამყვანი მასწავლებელი ატარებს სამოდელო გაკვეთილებს;

· წამყვანი მასწავლებელი მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად ან მენტორის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი, მის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელთაც ასევე, განათავსებს ელექტრონულ სისტემაში;

· მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ სავალდებულო აქტივობებსა და დამატებით საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებ­ლისათვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისა და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების, ან მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ. 

 

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად:

წამყვანი მასწავლებელი აგროვებს 17 კრედიტქულას, საიდანაც 10 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობების წილია, ხოლო 7 კრედიტქულა - დამატებითი საქმიანობების.

წამყვანი მასწავლებელი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, კრედიტქულებს აგროვებს ყოველი ხუთი წლის განმავლობაში. ვინაიდან 2015-2016 სასწავლო წელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარ­ჩუნებლად, მასწავლებელს აღნიშნულ ვადაზე დამატებით მიეცემა ერთი წელი.

იმ შემთხვევაში, თუ წამყვანი მასწავლებელი აღნიშნულ ვადაში ვერ დააგროვებს სულ მცირე, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარ­ჩუნებლად აუცილებელ კრედიტქულებს, მას შეუწყდება წამყვანი მასწავ­ლებლის სტატუსი და მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, წამყვანი მასწავლე­ბლისათვის სავალდებულო აქტივობების შესაბამისი კრედიტ­ქულები განისაზღვროს შემდეგნაირად:

 

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, წამყვანი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობები

კრედიტქულები

5 სამოდელო გაკვეთილი

5

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა

3

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი სასწავლო რესურსის ან რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა

 

2

 

ჯამში - 10

 

მენტორის სტატუსის მისანიჭებლად:

წამყვანი მასწავლებელი აგროვებს 25 კრედიტქულას, რაც მოიცავს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებელ 17 კრედიტქულას.

ნაზარდი 8 კრედიტქულიდან 5 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობების წილია, ხოლო 3 კრედიტქულა - დამატებითი საქმია­ნობების. სავალდებულო აქტივობებს ემატება 5 სამოდელო გაკვეთილის წარმართვა (5 კრედიტქულა).

 წამყვანი მასწავლებელი მენტორის სტატუსის მისანიჭებლად კრედიტქულებს აგროვებს არა უმეტეს ხუთი წლის განმავლობაში. ვინაიდან 2015-2016 სასწავლო წელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად, მენტორის სტატუსის მისანიჭებლად, მასწავლებელს აღნიშნულ ვადაზე დამატებით მიეცემა ერთი წელი.

 

მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად:

მენტორი აგროვებს 30 კრედიტქულას, საიდანაც 15 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობების წილია, ხოლო 15 კრედიტქულა - დამატებითი საქმიანობების.

· მენტორი ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;

· მენტორი თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას;

· მენტორი ახორციელებს პროფესიული განვითარების აქტივობებს;

· მენტორი ატარებს სამოდელო გაკვეთილებს;

· მენტორი მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელი, მის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელთაც ასევე, განათავსებს ელექტრონულ სისტემაში;

· მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს მენტორის მიერ განხორციელებულ სავალდებულო აქტივობებსა და დამატებით საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებ­ლისათვის მენტორის სტატუსის შეწყვეტისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების, ან მენტორის სტატუსის შენარჩუნების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ. 

მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად მენტორისათვის სავალ­დებულო აქტივობების შესაბამისი კრედიტქულები განისაზღვროს შემ­დეგნაირად:

 

მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად მენტორისათვის სავალდებულო აქტივობები

კრედიტქულები

5 სამოდელო გაკვეთილი

5

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი სასწავლო რესურსის ან რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა

 

3

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორობა

2

მასწავლებლების საჭიროების შეფასება და მის საფუძველზე მასწავლებლებისათვის პროფე­სიული განვითარების ღონისძიებების წარმარ­თვა

 

3

სტუდენტების ან/და მასწავლებლების კონსულტაცია

2

 

ჯამი - 15

 

 მენტორი მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად, კრედიტქულებს აგროვებს არა უმეტეს 5 წლის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ მენტორი აღნიშნულ ვადაში ვერ დააგროვებს სულ მცირე, მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელ კრედიტქულებს, მას შეუწყდება მენტორის სტატუსი და მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

მენტორის მიერ მენტორის სტატუსის მინიჭებისათვის გათვა­ლისწინებულ ვადაში მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილე­ბელი კრედიტქულების ერთხელ დაგროვების შემთხვევაში, მენტორს მენტორის სტატუსი უნარჩუნდება უვადოდ.

 

მასწავლებლის დამატებითი საქმიანობები და მათი შესაბამისი კრედიტქულები

 

დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალი

კრედიტქულა

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობა (გარდა მენტორისა)

ფასილიტატორისათვის

3 კრედიტქულა

 

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის სხვა წევრებისათვის

1 კრედიტქულა

პროფესიული განვითარების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარი) მომხსენებლად მონაწილეობა

 

1 კრედიტქულა

სტაჟირება პროფესიული განვითარების მიზნით, რომელიც დადასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენით

 

1 კრედიტქულა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი სასწავლო რესურსის შექმნა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა)

 

1 კრედიტქულა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა

სტატიის შექმნა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა)

1 კრედიტქულა

 

მეთოდური ლიტერატურის შექმნა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა)

2 კრედიტქულა

 

გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა

4 კრედიტქულა

სტუდენტების ან/და მასწავლებლების კონსულტაცია (მხოლოდ უფროსი მასწავლებლისათვის)

 

2 კრედიტქულა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგმოდულის ავტორობა. სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტრენინგის აკრედიტებული ტრენინგ-მოდულის ავტორობა

 

2 კრედიტქულა

მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიზნით, მასწავლებლის თვითშეფასების საფუძველზე, მასწავლებლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგის ან/და სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტებული ტრენინგის გავლა

 

25 საკონტაქტო საათი - 1 კრედიტქულა

 

 

 

მასწავლებლის შეფასება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ზოგადად, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, შეფასების ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის დანერგვის გარეშე წარმოუდგენელია. კარგად მომზადებული და ორგანიზებული შეფასება, საფუძვლიანი თვითშეფასებისა და შიდა შეფასების გზით, ემსახურება სასკოლო გარემოსა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას, თითოეული მასწავლებლის პროფესიულ ზრდას. ეს ყველაფერი კი არის მნიშვნელოვანი საფუძველი ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების სისტემის შექმნისათვის, რაც, თავის მხრივ, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების საწინდარი.

 

მასწავლებლის შეფასების მიზანია:

ა) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებთან მასწავლებლის კომპეტენციების შესაბამისობის დადგენა;

ბ) მასწავლებლის შეფასების სისტემის დანერგვით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესე­ბულების ავტონომიურობის გაძლიერების ხელშეწყობა.

მასწავლებლის შეფასება ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: სამართლიანობა, ობიექტურობა, ვალიდობა, თანასწორობა, სანდოობა, გამჭვირვალობა.

 

მასწავლებელი ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარ­ტით გათვალისწინებული ორი მიმართულებით:

ა) მოსწავლის შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვა;

ბ) პროფესიული განვითარება.

 

მასწავლებლის შეფასება ხორციელდება შიდა და გარე შეფასებით:

ა) გარე შეფასება, რომელიც მოიცავს საგნის გამოცდასა და გარე დაკვირვებას;

ბ) შიდა შეფასება, რომელიც მოიცავს მასწავლებლის თვითშეფასებას და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასებას.

 

მასწავლებლის თვითშეფასება

1. მასწავლებლის თვითშეფასება ხორციელდება თვითშეფასების კითხვარის საფუძველზე. მასწავლებელი ვალდებულია, შეავსოს თვით­შეფასების კითხვარი.

2. თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით მასწავლებელი: 

ა) აფასებს საკუთარ საქმიანობას;

ბ) აკეთებს საკუთარი პროფესიული საჭიროებების ანალიზს;

 გ) მოსწავლეების ინდივიდუალური მიღწევებისა და თვით­შეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, ადგენს არანაკლებ ერთ­წლიან ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას, რომელშიც აისახება მასწავ­ლებლის მიერ პროფესიული განვი­თარების მიზნით, განსახორ­ციე­ლებელი აქტივობები;

 დ) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს აანალიზებს სასწავლო წლის განმავლობაში მის მიერ განხორციელებულ პროფესიულ საქმიანობას.

 

გარე დაკვირვება

უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, საგაკვე­თილო პროცესის ეფექტიანად წარმართვის შემოწმების მიზნით, მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი მხოლოდ ერთხელ ექვემდებარება გარე დაკვირვებას, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებიდან ერთი წლის განმავლობაში.

 

 მასწავლებლის შეფასების ჯგუფი

მასწავლებლის შეფასებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, რომელიც შედგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასილიტატორის და შესაბამისი საგნობრივი/საგნობრივი ჯგუფის კათედრის მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი წევრისაგან.

 მასწავლებლის შეფასების ჯგუფი:

 ა) მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე;

 ბ) მასწავლებელს ანიჭებს კრედიტქულებს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგების საფუძველზე;

 გ) აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს და ანიჭებს კრედიტქულებს, კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით;

დ) მასწავლებლისათვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძ­ველზე, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.

 

ფასილიტატორის ფუნქციები

ფასილიტატორი ეხმარება მასწავლებლებს ინდივიდუალურ საჭი­როებათა დადგენაში, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენასა და განხორციელებაში, მიღწეული შედეგების შეფასებაში. ფასილი­ტატორი მონაწილეობას მიიღებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობაში.

ფასილიტატორის შერჩევის კრიტერიუმებს ადგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

 გაკვეთილზე დაკვირვება და ჩატარებული გაკვეთილის შეფასება

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და აფასებს მას გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით.

 მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მასწავლებელთან ერთად განიხილავს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს და გონივრულ ვადაში აძლევს მას განმავითარებელ შეფასებას წერილობითი ფორმით.

 მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვებების საფუძველზე, ანიჭებს მასწავლებელს კრედიტქულებს. 

 

მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება

მასწავლებელი ვალდებულია, მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად აუცილებელი, სავალდებულო და დამატებითი აქტივობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები და განათავსოს ელექტრონულ სისტემაში. 

 

მასწავლებლის შეფასების შედეგების განთავსება ელექტრონულ სისტემაში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში.

 

მასწავლებლის შეფასება, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგად­საგანმანათლებლო დაწესებულებაში

ის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგად­საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე საგანს, შიდა შეფასებას გადის ელექტრონულ სისტემაში მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგან­მანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საგანს, შიდა შეფასებას გადის შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც მიეთითება ელექტრონულ სისტემაში.

 

მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება

მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი წინადადების ან/და საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მასწავლებლისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის ან მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ;

ბ) მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის ან მენტორის სტატუსის შენარჩუნების შესახებ;

გ) მასწავლებლისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის ან მენტორის სტატუსის შეწყვეტის შესახებ. 

 

გასაჩივრების უფლება

მასწავლებელს უფლება აქვს:

ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაასაჩივროს მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგები და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადება;

ბ) სასამართლოში გაასაჩივროს მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

 მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგი

 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგი.

 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, უფლებამოსილია, შეიმუშაოს რეკომენდაციები შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს რეკომენდაციების შესრულება და შესრულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

 

თავი VI. მასწავლებელთა კარიერული წინსვლა,

მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება

 

 მოქმედი მასწავლებლების განაწილება სქემაში რეგულირდება „მასწავლებ­ლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესით“.

მასწავლებლები 2015 წლის 20 აგვისტოდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით განაწილდებიან სქემაში. სქემაში ჩართვა სავალდებულოა საჯარო სკოლის ყველა მასწავლებლისათვის, ხოლო კერძო სკოლებს ექნებათ არჩევანი ჩაერთონ სქემაში, ან აამოქმედონ მასწავლებლის შეფასების სქემასთან თავსებადი სისტემა, რითიც მასწავლებლებს არ შეეზღუდებათ უფლება, განახორციელონ სკოლიდან სკოლაში მობი­ლობა.

 

სქემაში მასწავლებლების განაწილებისას:

პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება ყველა არასერტიფიცირებულ მოქმედ მასწავლებელს.

უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) ამ სქემის ამოქმედების დროისათვის, არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთ საგანში და ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;

ბ) 2014 წლის ბოლომდე წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, 2015 წლის ზაფხულის ჩათვლით წარმატებით ჩააბარებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი საგნის გამოცდას და ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;

გ) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლებაში.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში და ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს.

მოქმედ მასწავლებელს მენტორის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

განაწილების შედეგად მასწავლებელი მიიღებს თავისი სტატუსის შესაბამის სერტიფიკატს, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გასცემს.

მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით, იქმნება ელექტრონული სისტემა.

 

თავი VII. ელექტრონული სისტემის წარმოების წესი

 

ელექტრონული სისტემის წარმოების მიზანია მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება, მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა, მასწავლებლის შეფასება და მასწავლებლის ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მართვა.

 

ელექტრონული სისტემის წარმოება

ელექტრონული სისტემის წარმოებაზე უფლებამოსილნი არიან:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

გ) მასწავლებელი;

დ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი;

ე) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

ელექტრონულ სისტემაში შესატანი ინფორმაცია და ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელი პირები

1. მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით, ელექტრონულ სისტემაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოქმედი მასწავლებლის შესახებ უნდა განთავსდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოქმედი მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის მიერ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ან მისი ცალკეული ნაწილის წარმატებით დაძლევის, ასევე, საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ;

გ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის განათლების, აკადემიური ხარისხის შესახებ;

დ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის სამუშაო გამოცდილების შესახებ.

2. მასწავლებლების სქემაში განაწილებისათვის აუცილებელია თითოეულმა მოქმედმა მასწავლებელმა ელექტრონულ სისტემაში გაიაროს ავტორიზაცია. ავტორიზაციის გავლის მიზნით, მოქმედ მასწავლებელს ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს პირადი ნომერი, რომლის მეშვეობითაც ხდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებუ­ლებათა მართვის საინფორმაციო სისტემასთან პირის იდენტიფიცირება.

3. მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ელექ­ტრონულ სისტემაში.

4. ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მასწავლებელი.

5. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის სრულყოფილად და დროულად განთავსებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებ­ლისათვის სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და დაკარგვის შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში.

7. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონულ სისტემაში უნდა განთავსდეს:

ა) პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნის გამოცდის ჩაბარების შედეგები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის, შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფისათვის;

ბ) გარე დაკვირვების შედეგები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის, შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფისათვის.

8. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ვალდებულია, უზრუნველყოს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვებების შედეგების, შეფასებებისა და რეკომენდაციების განთავსება ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის.

9. მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში განათავსოს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტები და ელექტრონულად შეავსოს თვითშეფასების კითხვარი.

10. მასწავლების პროფესიული საქაღალდის შეფასების დასრულების შემდეგ, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ელექტრონულ სისტემაში განათავსებს შეფასების შედეგებს.

11. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში, კონკრეტული მასწავლებლისათვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში, განათავსოს მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის გასწორება ან/და ჩანაწერში ცვლილების შეტანა

1. ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის ან მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის გასწორებას უზრუნველყოფს წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი.

2. ელექტრონულ სისტემაში მექანიკური შეცდომის გასწორებას ახორციელებს ელექტრონული სისტემის წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი საკუთარი ინიციატივით, ან დაინტე­რესებული მხარის მიმართვის საფუძველზე. შეცდო­მის/უზუსტობის გასწორება ხდება ელექტრონული სისტემის შესაბამისი განყოფილების იმავე გრაფაში, შეცდომის/უზუსტობის გასწორების საფუძვლის და თარიღის მითითებით.

 

ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ მონაცემებზე წვდომის დონეები

1. ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ მონაცემებზე წვდომა გულისხმობს ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგე­ბელი პირების მიერ მონაცემების შეტანის, ნახვი­სა და შეც­ვ­ლის უფ­ლე­ბას იმ მოდულების ფარგლებში, რომელზეც აქვს დაშვება ელექტ­რონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს.

2. ელექტრონულ სისტემის მონაცემებზე წვდომის დონეები განისა­ზღვ­რება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განათლების მართვის საინფორ­მაციო სისტემა უფლებამოსილია, თითოეულ პირს მისცეს ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი წვდომის დონე.

 

თავი VIII. მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ეტაპები

 

მასწავლებელთა სახელფასო ზრდა განხორციელდება 3 ეტაპად:

1. საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქცია ითვალისწინებს მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების გაანგარიშებას შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა (შემდგომში - სამუშაო სტაჟი);

გ) სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა);

დ) სამუშაოს სპეციფიკა.

2. მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება რეგულირდება „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესით“.

3. 2015 წლის 1 სექტემბრიდან მასწავლებელთა სახელფასო ზრდა განხორციელდება სქემის შესაბამისად, კერძოდ:

 ა) მასწავლებლის საბაზო ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარით და გახდება 355 ლარი;

 ბ) მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების გაანგარიშების კრიტერიუმების შესაბამისად, საბაზო ხელფასის ზრდით განისაზღვრება ახალი სახელფასო განაკვეთები:

 

განათლება და კვალიფიკაცია

სამუშაო სტაჟი

X <= 5 წელი

 5 < X <= 10 წელი

X > 10 წელი

თანამდებობრივი სარგო (ლარებში)

სრული ზოგადი განათლება

337.3

353.2

358.6

პროფესიული განათლება

378.1

394.1

399.4

ბაკალავრიატი

418.9

434.9

440.2

მაგისტრატურა

459.7

475.7

481.0

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

500.6

516.5

521.9;

 

გ) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 160 ლარით და უფროსი მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს:

უფროსი მასწავლებელი

სამუშაო სტაჟი

X <= 5 წელი

 5 < X <= 10 წელი

X > 10 წელი

განათლება და კვალიფიკაცია

თანამდებობრივი სარგო (ლარებში)

სრული ზოგადი განათლება

497.3

513.2

518.6

პროფესიული განათლება

538.1

554.1

559.4

ბაკალავრიატი

578.9

594.9

600.2

მაგისტრატურა

619.7

635.7

641.0

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

660.6

676.5

681.9;

 

დ) თუ სქემაში უფროს მასწავლებლად განაწილებულ მოქმედ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები (გარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატის, კლასის დამრიგებლობის დანამატის, მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატის და სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატისა), რის გამოც მოქმედი მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტი იყო უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე (160 ლარი), სქემაში უფროს მასწავლებლად განაწილების შემდგომ, მას შეუნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე;

ე) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 250 ლარით და წამყვანი მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს:

 

წამყვანი მასწავლებელი

სამუშაო სტაჟი

X <= 5 წელი

 5 < X <= 10 წელი

X > 10 წელი

განათლება და კვალიფიკაცია

თანამდებობრივი სარგო (ლარებში)

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

750.6

766.5

771.9;

 

ვ) თუ სქემაში წამყვან მასწავლებლად განაწილებულ მოქმედ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები (გარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატის, კლასის დამრიგებლობის დანამატის, მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატის და სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატისა), რის გამოც მოქმედი მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტი იყო წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე (250 ლარი), სქემაში წამყვან მასწავლებლად განაწილების შემდგომ, მას შეუნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე;

ზ) მასწავლებლების სქემაში განაწილების შემდგომ, მასწავლებელი მასწავლებლის საქმიანობას დაიწყებს ამ სქემით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 300 ლარით;

ი) ამ სქემით გათვალისწინებული დანამატების გარდა, მასწავლებელს მიეცემა თანამდებობრივ სარგოებზე არსებული დანამატები:

ი.ა) კლასკომპლექტით (ერთი მასწავლებლის მუშაობა ორ ან მეტ გაერთიანებულ კლასთან) სწავლების დანამატი;

ი.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი;

ი.გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი;

ი.დ) მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატი;

ი.ე) სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატი.

4. 2016 წლის 1 აპრილიდან მასწავლებელთა სახელფასო ზრდა განხორციელდება სქემის შესაბამისად, კერძოდ (მოცემულია პროგნოზირებადი მაჩვენებლები):

ა) მასწავლებლის საბაზო ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარით და გახდება 405 ლარი;

ბ) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 180 ლარით;

გ) თუ სქემაში უფროს მასწავლებლად განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები (გარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატის, კლასის დამრიგებლობის დანამატის, მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატის და სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატისა), რის გამოც მოქმედი მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტი იყო უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე (180 ლარი), სქემაში უფროს მასწავლებლად განაწილების შემდგომ, მას შეუნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე;

დ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება არანაკლებ 270 ლარით;

ე) თუ სქემაში წამყვან მასწავლებლად განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები (გარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატის, კლასის დამრიგებლობის დანამატის, მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატის და სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატისა), რის გამოც მოქმედი მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტი იყო წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე (270 ლარი), სქემაში წამყვან მასწავლებლად განაწილების შემდგომ, მას შეუნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე;

ვ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 400 ლარით;

ზ) ამ სქემით გათვალისწინებული დანამატების გარდა, მასწავლებელს მიეცემა თანამდებობრივ სარგოებზე არსებული დანამატები:

ზ.ა) კლასკომპლექტით (ერთი მასწავლებლის მუშაობა ორ ან მეტ გაერთიანებულ კლასთან) სწავლების დანამატი;

ზ.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი;

ზ.გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი;

ზ.დ) მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატი;

ზ.ე) სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატი.

5. 2017 წლის 1 იანვრიდან მასწავლებელთა სახელფასო ზრდა განხორციელდება სქემის შესაბამისად, კერძოდ (მოცემულია პროგნოზირებადი მაჩვენებლები):

ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 320 ლარით;

ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 500 ლარით;

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 700 ლარით;

დ) ამ სქემით გათვალისწინებული დანამატების გარდა, მასწავლებელს მიეცემა თანამდებობრივ სარგოებზე არსებული დანამატები:

დ.ა) კლასკომპლექტით (ერთი მასწავლებლის მუშაობა ორ ან მეტ გაერთიანებულ კლასთან) სწავლების დანამატი;

დ.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი;

დ.გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი;

დ.დ) მოსწავლეებისათვის კლასის დამრიგებლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატი;

დ.ე) სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატი.

6. სქემაში განაწილებულ მასწავლებელს, რომელსაც დადგენილი წესით შრომის ანაზღაურება ევსებოდა 1000 ლარამდე, უნარჩუნდება სქემაში განაწილებამდე არსებული მდგომარეობა (თანამდებობრივი სარგო დადგენილი წესით შეევსება 1000 ლარამდე), იმ დრომდე, სანამ სქემით განსაზღვრული სტატუსისათვის მის მიერ მისაღები შრომის ანაზღაურების ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს.

7. ნაწილობრივი დატვირთვის დროს, მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები (გარდა კლასის დამრიგებლობის დანამატისა).

 

თავი IX. გარდამავალი დებულებანი

 

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლები შეფასდებიან მათ პორტფოლიოში არსებული დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი:

 ა) ამტკიცებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკას/რუბრიკებს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლის შეფასების მიზნით წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალსა და განცხადების ფორმას;

 ბ) განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლის მიერ განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვადებს;

 გ) განსაზღვრავს განცხადებისა და დოკუმენტაციის განხილვისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლისათვის კრედიტქულების მინიჭების ვადებს.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართულ მასწავლებელს კრედიტქულებად უღიარდება სქემის ამოქმედებამდე დაგროვებული კრედიტები.

 მიუხედავად დადგენილი წესით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლისათვის აღიარებული კრედიტქულებისა, მასწავლებელი ვალდებულია, განახორციელოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობები.

 

 მასწავლებლის შეფასება, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი

 მასწავლებლის საქმიანობის განხორციელების უფლების შენარჩუნებისათვის, პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ჩათვლით წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი, თავისუფლდება საგნის გამოცდის ჩაბარებისაგან.

 

მასწავლებლის შეფასება, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი

იმ მასწავლებელს, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლების სტატუსისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის პირველი სამი წლის განმავლობაში ჩააბარებს იმ საგნის გამოცდას, რომელსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის საგნის გამოცდის ჩატარება 2015 წელს

2015 წელს საგნის გამოცდა ჩატარდება ერთხელ, პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღში.

 

სქემაში განაწილებული უფროსი მასწავლებლებისათვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებელს, რომელიც გაივლის ამ წესით დადგენილ გარე დაკვირვებას და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში მოიპოვებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებუ­ლებაში, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

 

მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირება

2015-2016 სასწავლო წელი განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად.

მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების განმავლობაში მასწავლებლის შეფასების შედეგები ექვემდებარება კრედიტქულებად აღიარებას.