„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 249
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 29/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.018634
249
04/06/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
430050000.10.003.018634
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №249

2015 წლის 4 ივნისი

ქ.თბილისი

 

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2015, 430050000.10.003.018453) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ V თავის -  „მასწავლებლის სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზებისა და საშუალებების“ ქვეთავის - „უფროსი  მასწავლებლის სტატუსის მინიჭების“ ნაწილის საგნის გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვალდებულების ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი:

ა) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს 2015 წლის განმავლობაში;

ბ) არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისათვის უცხოური ენისა და ქართულის, როგორც მეორე ენის  გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს 2015 წლის განმავლობაში;

გ) მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის), ასევე, არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლებისთვის (გარდა „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლებისა) საგნის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს 2016 წლის განმავლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი