დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 416 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/08/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/05/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.10.003.019481 |
|
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2015, 430050000.10.003.018453) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ III თავის „მასწავლებლობის უფლების მოპოვება ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის“ ქვეთავის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომლებსაც მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად ვალდებული არიან, წარმატებით გაიარონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა. o პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობად, გარდა საკვალიფიკაციო მოთხოვნისა, განისაზღვრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნის გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარება; o აპლიკანტთა დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული კვოტების შესაბამისად; o პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, პირზე გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი, რითაც მას ეძლევა მასწავლებლობის უფლება; o ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით; o უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება კურსდამთავრებულს მას შემდეგ, რაც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებით გაივლის გარე დაკვირვებას; o თუ მასწავლებელი ერთი წლის განმავლობაში წარმატებით ვერ დაძლევს გარე დაკვირვებას, შეიმუშავებს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას და მას ერთი წლით უხანგრძლივდება გამოსაცდელი პერიოდი გარე დაკვირვების გასავლელად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები