დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 490 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/09/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/05/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.10.003.018876 |
|
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.02.2015წ., 430050000.10.003.018453) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“:
1. III თავის – „მასწავლებლობის უფლების მოპოვება ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის“ ქვეთავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის, რომლებსაც მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად და მასწავლებლობის მსურველისთვის, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დასაწყებად და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, განსაზღვრული საგნის გამოცდის ჩატარების წესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“. 2. V თავის – „მასწავლებლის სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზების და საშუალებების“ ქვეთავის „უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი გზების და საშუალებების“ მე-4 ბულეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ . პრაქტიკოსი მასწავლებელი აბარებს იმ საგნის გამოცდას, რომელსაც ასწავლის. საგნის გამოცდის ჩატარების წესს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“. 3. IX თავის – „პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის საგნის გამოცდის ჩატარება 2015 წელს“ ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის საგნის გამოცდის ჩატარება 2015 წელს 2015 წელს საგნის გამოცდა ჩატარდება ერთხელ, საგნის გამოცდის ჩატარების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები