დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 22/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016152 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/01/2015 - 09/09/2015)
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის და 42-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გადახდის ოპერაციის შესრულების თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან.
|
|
გადახდის ოპერაციის შესრულების წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
წესის მოქმედების სფერო |
1. ეს წესი, „საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის დებულებებთან ერთად, განსაზღვრავს:
ა) ლარით და უცხოური ვალუტით საკრედიტო საგადახდო დავალებისა და საინკასო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციების შესრულების საკითხებს; ბ) უცხოური ვალუტით დასაშვები გადახდის ოპერაციების ჩამონათვალს და მასთან დაკავშირებულ დებულებებს. 2. ეს წესი არ განსაზღვრავს ელექტრონული ფულით გადახდის ოპერაციების შესრულების საკითხებს. 3. ამ წესით გათვალისწინებული ნორმების დაცვა პირს არ ათავისუფლებს საკანონმდებლო და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (მათ შორის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით) დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
1. ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (პროვაიდერი) − იურიდიული პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უწევს საგადახდო მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) საგადახდო მომსახურების მომხმარებელი (მომხმარებელი) – პირი, რომელიც სარგებლობს საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი ან/და მიმღები; გ) გადამხდელი – პირი, რომელიც გასცემს საგადახდო დავალებას ან/და ეთანხმება საგადახდო დავალების გაცემას, ხოლო ამ წესის III თავის მიზნებისათვის პირი, რომლის ანგარიშიდანაც ხდება საინკასო დავალების შესრულება; დ) მიმღები – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება გადახდის ოპერაცია; ე) პირი – განსაზღვრული „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის N24/04 ბრძანებით დამკტიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ვ) საკრედიტო გადახდის ოპერაცია (საკრედიტო გადარიცხვა) − გადამხდელის მიერ ინიციირებული ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაცია; ზ) საკრედიტო საგადახდო დავალება – გადამხდელის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის გადაცემული დავალება საკრედიტო გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე; თ) საგადახდო ანგარიში (ანგარიში) - პირის მიმდინარე, მოთხოვნამდე დეპოზიტის, საკორესპონდენტო, საკასო მომსახურების, ნომინალური მფლობელობის ანგარიში, რომლიდანაც კანონმდებლობით დაშვებულია გადამხდელის თანხმობით გადახდის ოპერაციის განხორციელება. საინკასო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციის შესრულებისას საგადახდო ანგარიშად განიხილება მხოლოდ პირის მიმდინარე, მოთხოვნამდე დეპოზიტის, საკორესპონდენტო, საკასო მომსახურების ანგარიში, რომლიდანაც აღნიშნული ოპერაციის შესრულება ხორციელდება გადამხდელის თანხმობის გარეშე; ი) ბანკის კოდი/სახელმწიფო ხაზინის კოდი - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მონაწილის კოდი. კ) საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN) - „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცით განსაზღვრული ფორმატის შესაბამისი საბანკო ანგარიშის ნომერი; ლ) სადებეტო საგადახდო დავალება - მიმღების მიერ გაცემული საგადახდო დავალება. ასევე, საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ გაცემული დავალება გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც ეს პირი მოქმედებს როგორც გადამხდელი; მ) საინკასო დავალება – საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ ბანკისადმი გაცემული სადებეტო საგადახდო დავალება, გადამხდელის ანგარიშიდან მისი (გადამხდელის) თანხმობის გარეშე ფულადი სახსრების გადარიცხვაზე; ნ) სადებეტო გადახდის ოპერაცია (სადებეტო გადარიცხვა) - მიმღების მიერ ინიციირებული გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაცია. ასევე, საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი პირის მიერ ინიციირებული გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც ეს პირი მოქმედებს როგორც გადამხდელი; ო) საყოფაცხოვრებო მომსახურების გადასახადი - ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, დასუფთავების, სატელეკომუნიკაციო მომსახურებისათვის გადასახადი; პ) ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი (სახაზინო კოდი) – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი; ჟ) საიდენტიფიკაციო ნომერი - საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ან ფიზიკური პირის პირადი ნომერი; რ) საგადახდო დავალების შესრულება - პროვაიდერის მიერ გადამხდელის ანგარიშის დადებეტება დავალებაში მითითებული თანხის ოდენობით და/ან დავალებაში მითითებული თანხის ჩარიცხვა მიმღების ანგარიშზე (თუ მიმღების ანგარიში ამავე პროვაიდერთან არის) ან მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე (თუ მიმღები სხვა პროვაიდერის მომხმარებელია) ; ს) საინკასო დავალების ნაწილობრივი შესრულება - პროვაიდერის მიერ გადამხდელის ანგარიშის დადებეტება საინკასო დავალებაში მითითებული თანხის მხოლოდ ნაწილის ოდენობით, გადამხდელის ანგარიშზე საინკასო დავალების შესასრულებლად საკმარისი ხელმისაწვდომი თანხის არარსებობის გამო. ტ) სახელმწიფო ორგანო - ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), უ) ერთჯერადი გადახდის ოპერაცია - გადახდის ოპერაცია, რომლის შესრულება პროვაიდერის მიერ ხდება ფიზიკური პირის მიერ პროვაიდერისათვის გადაცემული ნაღდი თანხის ფარგლებში, აღნიშნული თანხის ამ ფიზიკური პირის ანგარიშზე ჩარიცხვის გარეშე. აღნიშნული ოპერაციისას პროვაიდერისთვის გადაცემული ნაღდი თანხის ოდენობა წარმოადგენს გადახდის ოპერაციის (ოპერაციების) თანხისა და საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამს; ფ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი; ქ) ტრანზაქციის უნიკალური კოდი - პროვაიდერის მიერ საგადახდო სისტემის ან შეტყობინებების გაცვლის სისტემის წესების საფუძველზე, ან/და მისი შიდა სისტემისთვის განსაზღვრული ასოების, ციფრების ან სიმბოლოების კომბინაცია, რომელიც ენიჭება აღნიშნული სისტემებით შესრულებული გადახდის ოპერაციებს და რომელიც უნიკალურია თითოეული ოპერაციისთვის. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული მნიშვნელობები.
|
თავი II
საკრედიტო საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციის შესრულების წესი |
მუხლი 3.
საკრედიტო საგადახდო დავალება |
|
მუხლი 4.
დამატებითი დებულებები არამეწარმე ფიზიკური პირის საკრედიტო გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებით |
1. ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს არამეწარმე ფიზიკური პირის გადახდის ოპერაციები, საკრედიტო საგადახდო დავალების საფუძველზე:
ა) ამ ფიზიკური პირის ანგარიშზე ხელმისაწვდომი თანხის (მათ შორის სესხის და/ან ოვერდრაფტის) ფარგლებში; ბ) ერთჯერადი გადახდის ოპერაციის სახით, თუ ოპერაციის თანხა არ აღემატება 1500 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში ან: ბ.ა) ოპერაციის დანიშნულება არის საყოფაცხოვრებო გადასახადის, სამედიცინო მომსახურების გადასახადის ან სწავლების საფასურის გადახდა; ბ.ბ) გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები არის სახელმწიფო ხაზინა ან სხვა ადმინისტრაციული ორგანო. 2. დაუშვებელია ერთჯერადი გადახდის ოპერაციის დავალების გაცემა/მიღება მომავალი შესრულების თარიღით. |
მუხლი 5.
საკრედიტო გადახდის ოპერაცია სხვა პირის მაგივრად |
ა) სხვა არამეწარმე ფიზიკური პირის მაგივრად, ნებისმიერი საკრედიტო გადახდის ოპერაცია; ბ) სხვა მეწარმე პირის მაგივრად, მხოლოდ ისეთი საკრედიტო გადახდის ოპერაციები სადაც გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები არის სახელმწიფო ხაზინა ან სხვა ადმინისტრაციული ორგანო.
|
მუხლი 6.
საკრედიტო საგადახდო დავალების რეკვიზიტები |
ა) გადამხდელის დასახელება: ა.ა) პირის (გარდა ფიზიკური პირისა) დასახელება და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ა.ბ) ფიზიკური პირის სახელი და გვარი; ბ) გადამხდელის ანგარიში: ბ.ა) გადამხდელის ანგარიშის ნომერი ან ბ.ბ) შიდასაბანკო ანგარიშის ნომერი (მხოლოდ ფიზიკური პირის ერთჯერადი გადახდის ოპერაციებისთვის); გ) გადამხდელის ბანკის დასახელება; დ) გადამხდელის ბანკის კოდი; ე) მიმღების დასახელება; ვ) მიმღების ანგარიშის ნომერი; ზ) მიმღების ბანკის დასახელება; თ) მიმღების ბანკის კოდი; ი) გადახდის ოპერაციის დანიშნულება; კ) გადახდის ოპერაციის თანხა ციფრებით; ლ) გადახდის ოპერაციის ვალუტის დასახელება; მ) გადახდის ოპერაციის შესრულების თარიღი (ივსება იმ შემთხვევაში თუ დავალების შესრულება მომავალი თარიღით ხდება); ნ) გადამხდელის ბანკში საგადახდო დავალების წარდგენის თარიღი; ო) საგადახდო დავალების მიღების თარიღი (ივსება ბანკის მიერ).
ა) პირის დასახელება; ბ) პირის საიდენტიფიკაციო კოდი და/ან მიმღების მიერ ბანკთან შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული სხვა ნებისმიერი იდენტიფიკატორი;
ა) გადამხდელის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: დასახელება, ანგარიშის ნომერი (გარდა ერთჯერადი გადახდის ოპერაციებისა), საიდენტიფიკაციო ნომერი ან/და მისამართი ან/და ფიზიკური პირის დაბადების თარიღი და ადგილი. ბ) მიმღების შესახებ შემდეგ ინფორმაციას: დასახელება და ანგარიშის ნომერი, თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში ანგარიშის ნომერი იღებს მონაწილეობას.
|
მუხლი 7.
საკრედიტო გადახდის ოპერაცია სახელმწიფო ხაზინაში |
ა) გადამხდელის შესახებ: ა.ა.) გადამხდელის დასახელება: ა.ა.ა) პირის (გარდა ფიზიკური პირისა) დასახელება და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ა.ა.ბ) ფიზიკური პირის სახელი და გვარი; ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო კოდი ან/და არარეზიდენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და ქვეყნის დასახელება; ა.ბ) გადამხდელის ანგარიშის ნომერი; ა.გ) გადამხდელის ბანკის დასახელება; ა.დ) გადამხდელის ბანკის კოდი; ბ) პირის შესახებ, ვის მაგივრადაც ხდება გადახდა: ბ.ა) პირის დასახელება; ბ.ბ) საიდენტიფიკაციო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) მიმღების შესახებ: გ.ა) სახაზინო კოდი; გ.ბ) გადასახადის ამკრეფის და თვითმმართველი ერთეულის დასახელება; გ.გ) მიმღების ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა; გ.დ) სახელმწიფო ხაზინის კოდი; დ) გადახდის ოპერაციის დანიშნულება; ე) გადახდის ოპერაციის თანხა ციფრებით; ვ) გადახდის ოპერაციის ვალუტის დასახელება; ზ) გადახდის ოპერაციის შესრულების თარიღი (ივსება იმ შემთხვევაში თუ დავალების შესრულება მომავალი თარიღით ხდება); თ) საგადახდო დავალების წარდგენის თარიღი; ი) საგადახდო დავალების მიღების თარიღი (ივსება ბანკის მიერ).
|
მუხლი 8.
ელექტრონული საგადახდო დავალება |
ბანკის მიერ ელექტრონული ფორმით (ინტერნეტბანკით, მობილური ბანკით და სხვა ელექტრონული საშუალებით) საგადახდო დავალების მიღების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს გადამხდელის მიერ წარსადგენი საგადახდო დავალების სტრუქტურა და რეკვიზიტები, რომლებიც უზრუნველყოფს საგადახდო დავალების შესრულებას. აღნიშნულ შემთხვევაში, კლიენტის მიერ დავალების შესრულების დასტურის მოთხოვნისას, ბანკის მიერ გაცემული დასტური ან კლიენტისთვის ხელმისაწვდომი ელექტრონული ჩანაწერი უნდა შეიცავდეს მე-6 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ რეკვიზიტებს, გარდა ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ბანკი პასუხისმგებელია, საგადახდო დავალების საგადახდო სისტემისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მის მიერ დამატებულ ინფორმაციაზე. |
მუხლი 9.
ელექტრონული ერთჯერადი საკრედიტო გადახდის ოპერაციის შესრულება |
|
მუხლი 10.
საკრედიტო საგადახდო დავალების მიღება
|
1.ბანკი, საკრედიტო საგადახდო დავალების მიღებისას, ვალდებულია საგადახდო დავალებაზე აღნიშნოს მისი მიღების თარიღი.
2.თუ მატერიალური ფორმის საკრედიტო საგადახდო დავალების მიღება ხდება უშუალოდ ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ და გადამხდელი ითხოვს საგადახდო დავალების მიღების დასტურს, ბანკის უფლებამოსილი პირი ვალდებულია საკრედიტო საგადახდო დავალების მიღება დაუდასტუროს გადამხდელს მასზე ხელმოწერის შესრულებით. |
მუხლი 11.
საკრედიტო საგადახდო დავალების უარყოფა |
1.თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უარს ამბობს საკრედიტო საგადახდო დავალების შესრულებაზე, იგი ვალდებულია ამ მუხლის შესაბამისად აცნობოს გადამხდელს ამის შესახებ.
2.ერთჯერადი გადახდის ოპერაციის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია: ა) აცნობოს გადამხდელს დავალების შესრულებაზე უარის შესახებ დავალების წარგენისთანავე; ან ბ) მიაწოდოს ინფორმაცია გადამხდელის მიერ დავალების შესრულების სტატუსის გადამოწმების ვალდებულების შესახებ; 3.გადამხდელის საგადახდო ანგარიშიდან საკრედიტო დავალების შესრულებაზე უარის შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გახადოს ეს ინფორმაცია გადამხდელისთვის ხელმისაწვდომი გადამხდელთან წინასწარ შეთანხმებული ფორმით შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არა უგვიანეს საკრედიტო საგადახდო დავალების შესრულების ვადისა. |
მუხლი 12.
საკრედიტო საგადახდო დავალების გაუქმების ან გამოთხოვის დაუშვებლობა |
|
მუხლი 13.
საკრედიტო საგადახდო დავალების შესრულების ვადა |
|
მუხლი 14.
მიმღების ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვა |
|
თავი III
საინკასო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციის შესრულების წესი |
მუხლი 15.
საინკასო დავალება |
საინკასო დავალების გაცემის უფლება აქვს შემდეგ პირებს (შემდგომში „საინკასო დავალების გამცემი“):
ა) საქართველოს ეროვნულ ბანკს (შემდგომში „ეროვნული ბანკი“), „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირს – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – „აღსრულების ეროვნული ბიურო“), „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე; გ) კერძო აღმასრულებელს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირს შემოსავლების სამსახურს (შემდგომში „შემოსავლების სამსახური“), საგადასახადო კოდექსის საფუძველზე. |
მუხლი 16.
საინკასო დავალების რეკვიზიტები |
ა) გადამხდელის დასახელება: ა.ა) პირის (გარდა ფიზიკური პირისა) დასახელება და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი; ა.ბ) ფიზიკური პირის სახელი და გვარი, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) გადამხდელის ბანკის დასახელება; გ) გადამხდელის ბანკის კოდი; დ) მიმღების დასახელება; ე) მიმღების ანგარიშის ნომერი ან სახაზინო კოდი; ვ) მიმღების ბანკის დასახელება ან სახელმწიფო ხაზინა; ზ) მიმღების ბანკის კოდი; თ) გადახდის ოპერაციის დანიშნულება; ი) გადახდის ოპერაციის თანხა ციფრებით; კ) გადახდის ოპერაციის ვალუტის დასახელება; ლ) საინკასო დავალების გაცემის თარიღი; მ) საინკასო დავალების მიღების თარიღი (ივსება ბანკის მიერ).
|
მუხლი 17.
საინკასო დავალების მიღება |
ა) უშუალოდ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ; ან ბ) საფოსტო გზავნილით; ან გ) ელექტრონული სახით (ბანკსა და საინკასო დავალების გამცემს შორის კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე).
ა) კერძო აღმასრულებლის შემთხვევაში - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული კერძო აღმასრულებლების რეესტრიდან ამონაწერით ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული კერძო აღმასრულებელთა რეესტრში გადამოწმებით; ბ) სხვა შემთხვევაში - სამსახურებრივი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. სამსახურებრივი დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს საინკასო დავალების გამცემი პირის მიერ.
|
მუხლი 18.
საინკასო დავალების შესრულება |
12. ბანკი არ არის პასუხისმგებელი საინკასო დავალების წარდგენის საფუძვლიანობასა და სამართლიანობაზე, ასევე მასში ასახული რეკვიზიტების სისწორეზე. |
მუხლი 19.
ცვლილება ბანკის მიერ მიღებულ და რეესტრში აღრიცხულ საინკასო დავალებაში |
ბანკის მიერ მიღებულ და რეესტრში აღრიცხულ საინკასო დავალებაში თანხის კორექტირების აუცილებლობის შემთხვევაში, საინკასო დავალების გამცემი პირი ბანკს წარუდგენს ახალ საინკასო დავალებას. თუ:
ა) ახალი საინკასო დავალების გაცემა მოხდა მატერიალური ფორმით, მაშინ საინკასო დავალების „დამატებითი ინფორმაციის“ ან „დანიშნულების“ ველში აუცილებელია იმ საინკასო დავალების მითითება, რომელშიც ხორციელდება ცვლილება. მატერიალური ფორმით წარდგენილი ახალი საინკასო დავალების შესრულების რიგითობის მიზნისათვის, მისი მიღების თარიღად ითვლება იმ საინკასო დავალების მიღების თარიღი, რომელშიც განხორციელდა ცვლილება. ბ) ახალი საინკასო დავალების გაცემა/მიღება მოხდა ელექტრონული ფორმით, აღნიშნული საინკასო დავალების შესრულების რიგითობა, საინკასო დავალების გამცემი იმავე პირის სხვა საინკასო დავალებების მიმართ, განისაზღვრება ბანკსა და საინკასო დავალების გამცემ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და პროტოკოლის საფუძველზე. |
მუხლი 20.
საინკასო დავალების შესრულების რიგითობა |
ა) ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საინკასო დავალებები, ბანკში მათი წარდგენის ქრონოლოგიური რიგითობით; ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული საინკასო დავალებები, მატერიალური ფორმით ბანკში მათი წარდგენის ქრონოლოგიური რიგითობით ან ელექტრონული ფორმით წარდგენისას ბანკსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და პროტოკოლის მიხედვით; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და კერძო აღმასრულებლის მიერ წარდგენილი საინკასო დავალებები, ბანკში მათი წარდგენის ქრონოლოგიური რიგითობით. |
მუხლი 21.
გადამხდელის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების განკარგვა მათზე ყადაღის დადების ან საინკასო დავალების წარდგენისას |
|
თავი IV
უცხოური ვალუტით გადახდის ოპერაციების წარმოება |
მუხლი 22.
შეზღუდვები უცხოური ვალუტით განხორციელებულ გადახდის ოპერაციებზე |
დასაშვებია უცხოური ვალუტით ნებისმიერი გადახდის ოპერაციის განხორციელება, გარდა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების საფასურის გადახდის ოპერაციებისა, თუკი აღნიშნული ოპერაცია არ არის დაკავშირებული ექპორტ-იმპორტთან; ბ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირის სასარგებლოდ რეზიდენტის მიერ განხორციელებული გადახდის ოპერაციებისა. |
მუხლი 23.
დამატებითი დებულებები უცხოური ვალუტით განხორციელებულ გადახდის ოპერაციებზე. |
1. უცხოური ვალუტით განხორციელებასთან დაკავშირებული ამ წესის 22–ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება:
ა) უცხოური ვალუტით დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტების (მათ შორის, სესხის ან დეპოზიტის) ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, ასევე პროცენტული გამოხატულების მქონე პირგასამტეხლოს ან/და ჯარიმის გადახდის ოპერაციებზე; ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არარეზიდენტი პირისათვის თანხის გადარიცხვის შემთხვევებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის პირის არარეზიდენტობის განსაზღვრისას ბანკი ეყრდნობა გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ სხვა კომერციული ბანკის დავალებით განხორციელებულ გადახდებზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები