„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის N8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის N8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016192
42/04
07/04/2016
ვებგვერდი, 08/04/2016
220090000.18.011.016192
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის N8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №42/04

2016 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

 

„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უცხოური ვალუტით დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტის, საწარმოს კაპიტალში შენატანის, საბანკო გარანტიის, სესხის და დეპოზიტის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, ასევე პროცენტული გამოხატულების მქონე პირგასამტეხლოს ან/და ჯარიმის გადახდის ოპერაციებზე;“.

2. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუკი უცხოურ ვალუტაში გადარიცხვის თანხა აღემატება 30000 ლარს ან ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ბანკი ვალდებულია გადამხდელი მეწარმე სუბიექტისაგან დამატებით მოითხოვოს გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. ბანკი ვალდებულია შეინახოს ამ პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები. ასლების შენახვა შესაძლებელია ელექტრონული ასლის ფორმით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე