დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 143/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016722 |
|
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/01/2015; ს/კ: 220090000.18.011.016152) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესით გათვალისწინებული ნორმების დაცვა პირს არ ათავისუფლებს საკანონმდებლო და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით) დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან.“; 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) საინკასო დავალება – საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ კომერციული ბანკისადმი/მიკრობანკისადმი გაცემული სადებეტო საგადახდო დავალება, გადამხდელის ანგარიშიდან მისი (გადამხდელის) თანხმობის გარეშე ფულადი სახსრების გადარიცხვაზე;“. 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკი და მიკრობანკი (შემდგომში – „ბანკი“) უფლებამოსილია განახორციელოს პირის საკრედიტო გადახდის ოპერაცია შესაბამისი საკრედიტო საგადახდო დავალების საფუძველზე პირის საგადახდო ანგარიშზე ხელმისაწვდომი მისი ფულადი სახსრების, ასევე სესხისა და/ან ოვერდრაფტის ფარგლებში, ან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.“. 4. მე-6 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ამ მუხლით განსაზღვრული რეკვიზიტების გარდა, ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საკრედიტო საგადახდო დავალების სხვა დამატებითი რეკვიზიტები.“. 5. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3-32 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში ბანკის მიერ სხვა ბანკის დავალებით განხორციელებულ გადახდებზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები