„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 213/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 02/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016417
213/04
05/11/2019
ვებგვერდი, 06/11/2019
220090000.18.011.016417
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №213/04

2019 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (www.matsne.gov.ge; 22/01/2015; ს/კ: 220090000.18.011.016152) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-4 და მე-7- მე-9 პუნქტები.

2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ სახსრების ჩარიცხვა ხორციელდება საზღვარგარეთიდან, მიმღების ბანკი ვალდებულია ჩარიცხვა განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების“ შესაბამისად.“.

3. ამოღებულ იქნეს მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 2 მარტიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე