დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხულოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.136.016159 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2014 - 29/01/2015)
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ -ს 91–ე მუხლის თანახმად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის N15 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი
|
თავი I
ხულოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით;
|
მუხლი 2.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით;
|
მუხლი 3.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7 988 034 ლარის ოდენობით;
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 130 000 ლარის ოდენობით;
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7 657 354 ლარის ოდენობით;
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 200 680 ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5 188 899 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 105 339 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 105 339 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარის ოდენობით;
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 9 294 238 ლარით;
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 1 306 204 ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 1 306 204 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1 306 204 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 60 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 15.
მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესება ხულოს მუნიციპალიტეტში
|
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში (გრანტი) განსახორციელებელი ღონისძიება (მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესება ხულოს მუნიციპალიტეტში) განხორციელდეს შესაბამისი მიზნობრივი პროგრამით.
|
თავი II
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება(პროგრამული კოდი 02 00)
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკით, ინვენტარით და უნიფორმებით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება, ასევე მათი სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა-სახანძრო-სამაშველო სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით და უნიფორმებით უზრუნველყოფა, რასაც მთლიანად უზრუნველყობს მუნიციპალიტეტის გამგეობა. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის გამართვა–კეთილმოწყობის, გარე განათების, გამწვანების, სანიტარული დასუფთავების, სანიაღვრე არხების და კანალიზაციის მომსახურების სამუშაოები, ასევე განხორციელდება არსებულიც ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 ბეშუმის იალაღებზე საცალფეხო ხიდის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 01) იმის გათვალისწინებით, რომ ხულოს მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი რეგიონია და მოსახლეობა მთლიანად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობაზე, ამიტომ მოსახლეობა წელიწადის ექვს თვეს მთლიანად ატარებს საზაფხულო იალაღებზე, სადაც ჭირდებათ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც გაამარტივებს მათ ცხოვრების პირობებს. დაგეგმილია ორი ერთეული საცალფეხო ხიდის მოწყობა. 2.2 ა(ა)იპ “ხულო-თაგო”-ს ბაგირგზა(პროგრამული კოდი 03 02) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა თავისი რთული რელიეფური მდებარეობით, მათ შორის განსაკუთრებულად დიდ სირთულეს წარმოადგენს სოფელ თაგოს მოსახლეობისათვის დაბა ხულოსთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობა, რამაც შექმნა “ხულო-თაგო”-სატვირთო–სამგზავრო ბაგირგზის არსებობის აუცილებლობა. აღნიშნული ტრანსპორტით სარგებლობს, როგორც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ასევე დიდ მოწონებას და ინტერესს იწვევს ტურისტულ ჯგუფებშიც. ბაგირგიზის ექსპლოატაციას და ობიექტის გამართულ მუშაობას უზრუნველყობს ა(ა)იპ „ხულო–თაგოს“ ბაგირგზა. ბაგირგზის მცირე შემოსავლების გამო (20 თეთრი) მის ფუნქციონირებას ფინანსურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. 2.3 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, წყლის სისტემების მოვლის ღონისძიებები, საპროექტო–საკადასტრო სამუშაოები, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოვლა შენახვა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები და ქუჩების მოვლის ღონისძიებები. 2.3.1 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 02) -„დაბა ხულოსა და სასოფლო ცენტრების გარე განათების მოვლა - ექპლოატაციის“ მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განაTების ქსელების სრულყოფა, ენერგიის დაზოგვისაკენ მიმართული ღონისძიებების დანერგვა, განათების თანამედროვე წყაროების, ახალი მასალების გამოყენება, ღამით უსაფრთხოებისათვის ხელის შეწყობა. გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის 76 დასახლებულ პუნქტში 2806-მდე წერტილის მომსახურება. 2.3.2 დაბა ხულოსა და სასოფლო ცენტრების სანიტარული დასუფთავების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო და ეკოლოგიურად სუფთა სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის დაბის და თემის ცენტრებში ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება, ასევე მწვანე საფარის დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. ზამთრის პერიოდში განხორციელდება ტერიტორიის დასუფთავება ჭარბი თოვლისა და ყინულისაგან. ასევე გათვალისწინებულია კურორტი ბეშუმიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. 2.3.3 უპატრონო და მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობის პროგრამა (პროგრამულიკოდი 03 03 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო და მაწანწალა ცხოველების რაოდენობა ბოლო წლებში მატულობს, რაც საშიში დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების იზოლირება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.3.4 ა(ა)იპ ხულოს წყალკანალი (პროგრამული კოდი 03 03 05) ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“–ს მეშვეობით ხორციელდება დაბა ხულოსა და მიმდებარე სოფლების სასმელი წყლით მომარაგება. დაბა ხულოში სასმელი წყლის მიწოდება ხდება ყველა ოჯახზე, თუმცა მომარაგება ჯერჯერობით 24 საათიანი რეჟიმით არ ხორციელდება. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 26 წყალსადენი. დაბის წყალსადენის გარდა ყველა წყალსადენი 24 საათიანი რეჟიმით უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას. 2.3.5 წყალსადენების რეაბილიტაცია-რემონტი, სახანძრო ავზების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 06) - სათანადო კვლევების შემდეგ შემუშავდა და დაიგეგმა დაბა ხულოს წყალსადენის სრული რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს 24 საათიან წყალმომარაგებას და მიწოდებული წყლის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. პროგრამა ხორციელდება 2014 წლიდან და მისი სრული რეაბილიტაცია გათვალისწინებულია 2015 წლის ბოლოსათვის. - დაგეგმილია სოფელ ჭერში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, რადგან სოფლის მოსახლეობას სრულყოფილად დღემდე არ მიეწოდება სასმელი წყალი. აღნიშნული ღონისძიების განხორციელების შემდეგ შესაძლებელი იქნება სოფლის მოსახლეობისათვის 24 საათიანი სასმელი წყლის მიწოდება. - მუნიციპალიტეტის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში დაგეგმილია სახანძრო ავზების მოწყობა, რაც სწრაფი მანევრის საშუალებას მოგვცემს და შესაძლებელს გახდის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებას, მათი შედეგების ლიკვიდაციას, მოსახლეობისა და გარემოს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 2.3.6 საპროექტო–საკადასტრო აზომვითი სამუშაოები (პროგრამულიკოდი 03 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დასარეგისტრირებელი შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოები, ასევე მიმდინარე და შემდგომი წლის პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. 2.3.7 სანიაღვრე არხების და კანალიზაციის რეაბილიტაციის და მოვლა–შენახვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 08) -დაბაში არსებული სანიაღვრე და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის გაწმენდისა და მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოებისათვის გათვალისწინებულია „სანიაღვრე არხების მოვლა-შენახვის“ მიზნობრივი პროგრამა. - დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში (10 თემში) სანიაღვრე არხების მოწყობა. - დაგეგმილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე გამავალი საკანალიზაციო მილების შეცვლა და სოფელ დეკანაშვილებში კანალიზაციის დამატებითი შტოების მოწყობა. ქვეპროგრამა ხორციელდება 2014 წლიდან და დასრულდება 2015 წელს. 2.2.8 ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა–შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები, ასევე ზამთრის პერიოდში დაბის ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ კალოთის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მშენებლობა, ბაკოსა და მთისუბანში სელიმ ხიმშიაშვილის თავის მოკვეთის ადგილის და შერიფ ხიმშიაშვილის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, საბაგიროდან განახლების მიმართულებით კიბეების მშენებლობა, კიბეების მშენებლობა და სკამების მონტაჟი დაბაში, დიდაჭარაში სკოლის და ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობა (გარდამავალი), სკვერების და ქუჩების გამწვანების სამუშაოები, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა კურორტ ბეშუმში, დაბაში თეატრონის ნაგებობის რეაბილიტაცია (გარდამავალი), მოსაცდელების მშენებლობა, საპირფარეშოს მშენებლობა ღორჯომში და კურორტ ბეშუმში. 2.3.1 მუნიციპალური სკვერების, ქუჩებისა da ფასადების mowyoba (პროგრამული კოდი 03 04 01) - ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ კალოთის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მშენებლობა, რაც აუცილებელი სკოლის უსაფრთხოდ ფუნქციონირებისათვის, რადგანაც სკოლასთან ახლოს არსებულმა მდინარემ შესაძლებელია გამოიწვიოს ეროზიის პროცესები. - დაგეგმილია ბაკოსა და მთისუბანში სელიმ ხიმშიაშვილის თავის მოკვეთის ადგილის და შერიფ ხიმშიაშვილის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ადგილი გამოირჩევა თავისი მნახველების სიმრავლით, დიდი ინტერესით სარგებლობს, როგორც ტურისტულ ნაკადებში ასევე ადგილობრივ დამთვალიერებლებში, რამაც შექმნა აუცილობლობა აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობის. - დაგეგმილია საბაგიროდან განახლების მიმართულებით კიბეების მშენებლობა - ბილიკი რომლითაც დღემდე სარგებლობს სოფელ განახლების მოსახლეობა თითქმის ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, რადგანაც კლდოვანი ციცაბო ფერდობი შეუძლებელს ხდის მოსახლეობის ფეხით გადადადგილებას, არადა ეს ბილიკი ერთერთი ახლო დამაკავშირებელი საშუალებაა დაბასთან, ხოლო კიბეების მშენებლობის შემდეგ შესაძლებელი იქნება მოსახლეობის მარტივი და უსაფრთხო გადაადგილება. - დაგეგმილია კიბეების მშენებლობა და სკამების მონტაჟი დაბაში (სამხატვრო გალერიიდან პოლიციის შენობამდე) - აღნიშნული გზის მონაკვეთის ცენტრალური მდებარეობიდან გამომდინარე სარგებლობს დაბის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ გზა გრუნტია და გადაადგილება ჭირს. შესაბამისად აუცილებელია აღნიშნულ მონაკვეთზე კიბეების მშენებლობა, რათა მოსახლეობას მიეცეს ნორმალური და უსაფრთხო ფეხით გადადგილების საშუალება. ასევე დაგეგმილია სკამების მონტაჟი დაბის სხვადასხვა პარკებსა და უბნებში. - დაგეგმილია სოფელ დიდაჭარაში სკოლის და ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობა, რაც აუცილებელია აღნიშნული შენობების უსაფრთხოებისათვის. ქვეპროგრამა ხორციელდება 2014 წლიდან და დასრულდება 2015 წელს. 2.3.2 დაბა ხულოსა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული პარკების, სკვერების და მოედნების gamwvaneba მოვლა-შენახვა, შადრევნების მოვლა-შენახვა, ერთწლიანი სეზონური ყვავილების შეძენა–მოვლა, ხეებისა და ბუჩქების გასხვლა-გაფორმება, კეთილმოწყობილი დაბის სკვერისათვის დეკორატიული მცენარეების შეძენა.
- ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა კურორტ ბეშუმში – კურორტ ბეშუმში არ არის არცერთი სახის ადმინისტრაციული შენობა, სადაც შესაძლებებლი იქნება როგორც ზაფხულის ისე ზამთრის პერიოდში ააიპ კურორტი ბეშუმის თანამშრომლებისათვის სამუშაო ოფისით უზრუნველყოფა, რადგან მათზე სრულყოფილი სამუშაო გარემოს შექმნა ხელს შეუწყობს და დადებითად აისახება კურორტის სრულყოფილ მუშაობასა და დამსვენებელთა კმაყოფილების დონეზე. -დაბაში თეატრონის ნაგებობის რეაბილიტაცია –გათვალისწინებულია ამორტიზირებული და ძველი კონსტრუქციის დაშლა და მის ადგილას ახალი მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობა თანამედროვე არქიტექტურით და ადრინდელი ფუნქციების შენარჩუნებით. ქვეპროგრამა ხორციელდება 2014 წლიდან და დასრულდება 2015 წელს. – მოსაცდელების მშენებლობა (გუდასახო, ტუნაძეები, კურორტი ბეშუმი) – მუნიციპალიტეტის აღნიშნულ სოფლებს და კურორტ ბეშუმს არ გაჩნიათ მგზავრთა მოსაცდელი, რის გამოც მგზავრებს ტრანსპორტზე ლოდინი უხდებათ ღია ცის ქვეშ. დაგეგმილია სამი ერთეული მოსაცდელის მშენებლობა სოფელ გუდასახოში, ტუნაძეებში და კურორტ ბეშუმში. - საპირფარეშოს მშენებლობა ღორჯომში – ღორჯომის ცენტრში, სადაც ხდება მოსახლეობის თავშეყრა და განთავსებულია თემის ყველა ძირითადი შენობა-ნაგებობა დღემდე, არ არსებობს საზოგადოებრივი საპირფარეშო. დაგეგმილია ორ წერტილიანი ერთი ერთეული საპირფარეშოს მშენებლობა. - საპირფარეშოს მშენებლობა კურორტ ბეშუმში – კურორტ ბეშუმში თავისი მოიალაღეებისა და დამსვენებლების სიმრავლის მიუხედავად დღემდე არ არის საზოგადოებრივი საპირფარეშო. დაგეგმილია ორი ერთეული საპირფარეშოს მშენებლობა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი მშენებლობა–რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1 ა(ა)იპ ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს 11 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით სკოლამდელ განათლებას მიიღებს 440 ბავშვი. მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, უზრუნველყობს სხვადასხვა ინვენტარით და ტექნიკით, რათა ბავშვებს მიეცეთ ნორმალური და სრულყოფილი განვითარების საშუალება. 3.2 საბავშვო ბაღების მშენებლობა–რემონტი (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების მშენებლობას და რემონტს. მომავალი წლისათვის დაგეგმილია ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ვერნებში ერთ ჯგუფზე (25–30ბავშვი), ხოლო სოფელ ქედლებში (გარდამავალი) საბავშვო ბაგა–ბაღის მშენებლობა ორ ჯგუფზე (45–50 ბავშვი), სოფელ ღურტაში (გარდამავალი) საბავშვო ბაღის მშენებლობა ორ ჯგუფზე (45–50 ბავშვი) და სოფელ კვატიაში (გარდამავალი) ერთ ჯგუფზე (25–30 ბავშვი). ასევე დაგეგმილია დაბა ხულოს საბავშვო ბაგა-ბაღის და სოფელ ხიხაძირის საბავშვო ბაღის რემონტი, რაც უზრუნველყოფს სკოლანდელი აღზრდის ბავშვთა განვითარებას, საერთო უნარ ჩვევების ჩამოყალიბებას, ასევე ხელი შეეწყობა მოსახლეობის დასაქმებას და გაუმჯობესდება სოფლის მოსახლეობის სოციალ–ეკონომიკური მდგომარეობა. 3.3 საბავშვო ბაღების ეზოებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში საბავშვო ატრაქციონების მოწყობა (პროგრამული კოდი 04 04) პროგრამა ითვალისწინებს საბავშვო ბაღების ეზოებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში საბავშვო ატრაქციონების მოწყობას, რითაც ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან სხვადასხვა გასართობი საშუალებებით არამარტო დაბაში არამედ სხვადასხვა თემებშიც. 3.4 სკოლების მშენებლობა–რემონტი (პროგრამული კოდი 04 05) გათვალისწინებულია ჭახაურის დაწყებითი სკოლის გაფართოება და შურმულის დაწყებითი სკოლის რემონტი, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ და მოსახერხებელ გარემოს შექმნას, რითაც ხელი შეეწყობა მომავალი თაობის სრულყოფილ განათლება–განვითარებას. 3.5 კომპიუტერის შესწავლის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 06) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები, როგორც ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ასევე ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობისათვის კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლას. მსურველთა კონტიგენტი დიდია, რის გამოც გათვალისწინებულია 3 ჯგუფის მომსახურეობა 60 ბენეფიციალზე. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ხულოს მუნიციპალიტეტი გამორჩეულია სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებითა და შედეგებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობის მიერ მიღწეული არა ერთი გამარჯვება სპორტის სხვადასხვა სფეროში. მიუხედავად ამისა ამ კუთხით აუცილებელია კიდევ უფრო ფართო ღონისძიებების გატარება, რაც გათვალისწინებულია სპორტული ღონისძიებების პროგრამაში და ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის საქმიანობაში, აგრეთვე გათვალისწინებულია სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე ინვენტარით უზრუნველყოფა. 4.1.1 ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამულიკოდი 05 01 01) სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, სპორტული მუშაობის გაუმჯობესებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის შემდგომი განვითარებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა, რომლის ფინანსურად უზრუნველყოფას ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტი. სკოლაში სწავლობს 470 ბავშვი, ფუნქცინირებს ჭიდაობის, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, რაგბის, სათხილამურო სპორტის, ჭადრაკის ჯგუფები. მეცადინეობები ტარდება სკოლის შემდგომ პერიოდში. 4.1.2 სპორტულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული და მასობრივი გამაჯანსაღებელი მუშაობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების შემდგომ განვითარებას და პოპულარიზაციას. მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობენ საქართველოს მაშტაბით დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში, ტურნირებში. ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს განსაკუთრებული წარმეტებები აქვთ ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში, (არიან ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიადის პრიზიორები), ვითარდება სათხილამურო სპორტი და ძალოსნობის სხვადასხვა სახეობები. წარმატებული სპორტსმენების წახალისება ხდება საჩუქრებით, ჯილდოებით და წლის ბოლოს გამორჩეული სპორტსმენები საჩუქრდებიან ფულადი ფორმით. 4.1.3 სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რემონტი (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ორი ახალი სპორტული მოედნის მშენებლობას სოფელ დანისპარაულში და ირემაძეებში. აღნიშნულ სოფლებს არ გააჩნია არცერთი სახის სპორტული ნაგებობა და მოედანი, რისთვისაც აუცილებელია მოეწყოს კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, რაც უზრუნველყობს მოსწავლე ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორ გამოყენებას და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას. ასევე იგეგმება სოფელ დიოკნისის და ქვედა ვაშლოვანის არსებულ მოედნებზე ხელოვნური საფარის მოწყობა. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 02) ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის აღზრდას, წარმოჩენას და გამოვლინებას ხელს უწყობს მუნიციპალიტეტი. ამ კუთხით დაბაში მოქმედებს სახელოვნებო სკოლა, სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, კულტურის ცენტრი, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული პროგრამები თუ ღონისძიებები, კონფერენციები და ღირშესანიშნავი დღეებისადმი მიძღვნილი საღამოები. 4.2.1 ა(ა)იპ ხულოს სახელოვნებო სკოლა (პროგრამულიკოდი 05 02 01)
დაბა ხულოში ფუნქციონირებს სახელოვნებო სკოლა, რომელიც ემსახურება ბავშვების სწავლა-განათლებას და აღზრდას სახვით ხელოვნებასა და მუსიკაში. სკოლაში სწავლობს 85 ბავშვი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლების სიმცირის გათვალისწინებით, შესაბამისად დაბალია სწავლის ღირებულება და იგი შეადგენს თვეში 5ლარს. 4.2.2 ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრი (პროგრამულიკოდი 05 02 02) კულტურული ტრადიციების დაცვის დაგაგრძელების მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, რომლის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კულტურის ცენტრი ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, ქმნის შესაბამის პირობებს, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება. კულტურის ცენტრში ფუნქცინირებს ფოლკლორული დაქორეოგრაფიული წრეები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი. თემებში არსებული კლუბები ხელს უწყობენ ადგილობრივ მოსახლეობისათვის დამახასიათებელი ქორეოგრაფიული თუ სხვა ტრადიციების შენარჩუნებას და წარმოჩენას (ბერმუხა, ქალთა ფოლკლორული ჯგუფები, ანსამბლი „არგინეთი“ და სხვა). 4.2.3 სსიპ ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 03) ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა მისი საკუთარი შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, შესაბამისად საჭიროა მისი ფინანსური მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, რათა კვლავინდებურად გააგრძელოს თავისი ტრადიციები. თეატრი ახორციელებს წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპექტაკლების წარმოდგენას, ასევე შენობაში ტარდება რაიონისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების გაჯანსაღებას. 4.2.4 კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ღირშესანიშნავი დღეების აღნიშვნას, ნიჭიერი ახალგაზრდობის გამოვლენას, წარმატებული ახალგაზრების წახალისებას საჩუქრებით და საინტერესო პროექტების ხელშეწყობას. მუნიციპალიტეტისათვის ტრადიციული ღონისძიებების მათ შორის შუამთობის, ტბელობის, დიდაჭარობის ორგანიზება–ჩატარებას, რომლის დროსაც იმართება კონცერტები, სპორტული და სხვა შეჯიბრებები. ტარდება სტუდენტებთან და წარჩინებულ მოსწავლეებთან, დამსახურებულ პედაგოგებთან შეხვედრები. თვითშემოქმედი კოლექტივები და კულტურის ცენტრთან არსებული სხვადასხვა ანსამბლები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში. ტარდება თვითშემოქმედი კოლექტივების დათვალიერებები და გამორჩეული კოლექტივები მონაწილეობენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში. 4.2.5 კულტურული ობიექტების მშენებლობა–რემონტი (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს რიყეთის თემში კლუბის მშენებლობას, რადგანაც თემს არ გააჩნია არცერთი სახის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების თუ სხვა სახის შეხვედრების ჩატარების ობიექტი. შედეგად რიყეთის თემის მოსახლეობას გაუჩნდება უსაფრთხო თავშეყრის ადგილი, ხელი შეეწყობა მოსახლეობის კულტურულ განვითარებას, მოქმედი კოლექტივების შრომის პირობების გაუმჯობესებას. 4.2.6 ახალგაზრდობის სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობისა და ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 08) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოზარდებთან მუშაობას, რომლის მიზანია ახალგაზრდებში შემეცნებითი და ინტელექტუალური დონის ამაღლება. აგრეთვე ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება. 4.2.7 ა(ა)იპ კურორტი ბეშუმი (პროგრამული კოდი 05 02 09) ქვეპროგრამა ითვალისწინებს კურორტ ბეშუმში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, კურორტის ტერიტორიის დასუფთავებას, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მომსახურებას, ზამთრის პერიოდში ინფრასტრუქტურის დაცვის და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა დაავადებებისაგან. ასევე მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ჯანმრთელობის დაცვის უპირველესი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის შესწავლა, მათი გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა, ინდივიდუალური და კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა–რემონტი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები მოწოდებულია, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობა, სოციალურად დაუცველფენებზე, ქრონიკულად დაავადებულ პირებზე და ბავშვებზე ზრუნვა, ოპტიმალური სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და განმტკიცებისათვის. 5.1.1 სასწრაფო დახმარებისა და ამბულატორიების მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ღორჯომის სასწრაფო დახმარების ბრიგადის, კურორტ ,,ბეშუმი”–ს (სეზონურად) სანიტარულ მანქანის და მუნიციპალიტეტის ტერიტოპრიაზე არსებულ 11 ამბულატორიის მომსახურებას, რისი აუცილებლობაც გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული ტერიტორიები დიდი მანძილით არის დაშორებული მუნიციპალიტეტის ცენტრიდან და დროულად ვერ ხდება მოსახლეობაზე სამედიცინო მომსახურების გაწევა. ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს მოსახლეობისათვის დროულად და ოპერატიულად მომსახურეობას. 5.1.2 ქრონიკულად პროგრესირებადი (ეპილეფსია) დაავადებების მედიკამენტოზური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებებით (ეპილეფსია) დაავადებულ ბავშვების თუ მოზარდების ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მომსახურება ხორციელდება 57 ბენეფიციარზე. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) საზოგადოების ყველა წევრს, არ შეუძლია ამა თუ იმ მიზეზების გამო უზრუნველყოს მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ნორმალური დონე, ამიტომ აუცილებელია შრომისუუნარო მოსახლეობზე, სოციალურად დაუცველ ფენებზე დახმარება. განსაკუთრებით მზრუნველობის საგანს წარმოადგენენ ინვალიდები და ომის ვეტერნები, მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები. 5.2.1 სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ხულოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილია ერთი სასადილო დაბა ხულოში, რომელიც ემსახურება 40 ბენეფიციარს ყოველდღე უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. 5.2.2 ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების, კერძოდ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა, ომის მონაწილე ვეტერნების და მარჩენალ დაკარგულთა სარიტუალო მომსახურების, მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. სადღესასწაულო დღეების დროს გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანზე დახმარება 500 ლარის (სულ 1 ვეტერანი) და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებზე (სულ 2 ოჯახი) დახმარება 350 ლარის ოდენობით, ხოლო დაკრძალვაზე გათვალისწინებულია 250 ლარი. 5.2.3 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის დასაცემი ერთჯერადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამით ხორციელდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (57000 ქულაზე ნაკლები) ოჯახების მატერიალური დახმარება, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას, საშუალოდ 100 ოჯახზე 250 ლარის ოდენობით. 5.2.4 ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური სტიმულირების მიზნით მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ფინანსურ დახმარებას, კერძოდ ყოველ მე-3 შვილზე 500ლარი, მე-4 შვილზე 700ლარი, მეხუთე და შემდგომზე 900 ლარი. პროგრამა გათვლილია წლის განმავლობაში საშუალოდ 86 ბენეფიცარზე. 5.2.5 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე) ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მრავალშვილიანი ოჯახების სიმრავლით, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, აღნიშნულის გამო დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით, პროგრამა გათვლილია საშუალოდ 60 ოჯახზე. 5.2.6 18 წლამდე უდედმამო ბავშვებისათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას, მათთვის მატერიალური და მორალური მხარდაჭერისათვის, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბავშვებს, არაქვს ელემენტარული სახსრები, რაც ესაჭიროება მათ განვითარებას და აღზრდას. პროგრამა გათვლილია 3 მოზარდზე. ბავშვები ცხოვრობენ ოჯახებში. დახმარების გაცემა წარმოებს წლის განმავლობაში 1000 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე. 5.2.7 დიალეზის პროგრამაში ჩართული ხულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ქ.ბათუმის კლინიკებში დიალეზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირების ხარჯებს. პროგრამა გათვლილია 12 ბენეფიციარზე და 3 თანხლებ პირზე. 5.2.8 ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრამვული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ დაავადებულთა და მძიმე ტრამვული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების გაწევას არაუმეტეს 200 ლარისა. ქვეპროგრამა გათვლილია 125 ოჯახზე. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებები 9 294 238 ლარის ოდენობით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში განსახორციელებელი ანგარიშსწორებები |
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების (ასევე სხვა შესყიდვების), ასევე, სხვადასხვა სახის გადასახდელების ანგარიშსწორება განხორციელდეს საქონლის/მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი) საფუძველზე. |
მუხლი 18.
პრემიები და დანამატები |
2015 წლის განმავლობაში ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატების გაცემა განხორციელდეს მათთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 19.
ასიგნებების დაფინანსება |
ხულოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები