საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 626
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 26/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.018257
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
626
19/11/2014
ვებგვერდი, 01/12/2014
010220000.10.003.018257
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/12/2014 - 06/05/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №626

2014 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑13 მუხლის მე‑3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის ადმი­ნისტრაციის თანდართული დებულება.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგუ­ლად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილება „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულე­ბის დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3
საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია „საქართველოს მთავ­რო­ბის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქა­რ­თ­ვე­ლოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრო­ბის სა­ქ­მიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინ­ფო­რმა­ციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე, საქართველოს მთავ­რობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხე­ლ­მ­ძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართვე­ლოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მი­ნის­ტ­რის ბრძანებებითა და ამ დებულებით.

3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართვე­ლოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.

4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ‑ ქ. თბი­ლისი, ინგოროყვას ქ. №7.


მუხლი 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ძირითადი ამო­ცანები და ფუნქციები 
საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების გან­ხორ­ციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმი­ნი­ს­ტრაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის პირობების შექმნას;

ბ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ მთავრობის ხელმძღვა­ნე­ლო­ბის, საქართველოს კონსტიტუციის და სხვა ნორმატიული აქტების სა­ფუძ­­ველზე მთავრობის საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრისა და აღნიშნული საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობას;

გ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ მთავრობის სხვა წევრების  საქ­მიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ორგანიზებას;

დ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ მთავრობის სხდომების მო­­წ­­­ვე­­ვისა და ხელმძღვანელობის ორგანიზებას, საქართველოს მთავ­რო­ბის სხდომების მომზადებას საქართველოს მთავრობის რეგლამენტით და­დ­გენილი წესით;

ე) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების, საქართველოს პრე­­მიერ-მინისტრის ბრძანებათა პროექტების მომზადებასა და სამარ­თ­ლებრივ ექსპერტიზას;

ვ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ უფლებამოსილების ფარგ­ლებ­ში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ‑ ბრძანების გამოცე­მი­სა და მთავ­რობის შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციე­ბის შეს­­­რუ­­ლე­ბის ორგანიზებას; 

ზ) სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების შეს­რუ­ლების მიზნით, მთავრობის ყოველ­წლი­ური ამოცანებისა და პრიო­რი­ტეტების განსაზღვრას და საქართვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა­თ­ვის დასამ­ტკი­ცებლად წარდგენას;

თ) მთავრობის ყოველ­წლიური ამოცანებისა და პრიორიტეტების შეს­რ­უ­­ლების მიზნით, სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრების აპა­რა­ტე­ბიდან მათ მიერ და­გე­გ­­მილი კონკრეტული ღონისძიებების შესა­ხებ ინფორმაციის (ნუსხის) გა­­­მოთხოვას;

ი) ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მთავრობის ყოველწლიური სა­მო­ქმედო გეგმის შემუ­შავე­ბას, საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას და მისი შეს­რუ­ლე­ბის კონტროლს;

კ) სამთავრობო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებულ საქმია­ნობას და მათი შესრულების კონტროლს;

ლ) საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით, სამთავრობო პროგრამის შეს­რუ­ლების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ანგარიშის მომზადებას და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის ორგანიზებას;

მ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრისა და მთავრობის საქმიანობის ინ­ფო­რმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

ნ) საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დაგეგმვას, მონიტორინგს, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემის დანერგვას და მათ მუდმივ გაუმ­ჯო­ბესებას;

ო) სოციალურ-ეკონომიკური და სხვა მიზნობრივი პროგრამების გან­ხორ­­ციელების თაობაზე წინადადებების შემუშავებას, საქართველოს პრე­მიერ‑მინისტრისათვის წარდგენას, მათი განხორცი­ე­ლე­ბის ხელშე­წ­ყობასა და მონიტორინგს;

პ) აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტი­ტუ­ცი­­ური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავებას და საქარ­თ­ვე­ლოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას;

ჟ) კვარტალში ერთხელ მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შედე­გების შეჯამებასა და შესაბამისი დასკვნის საქართველოს პრემიერ-მინის­ტრისათვის წარდგენას;

რ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ურთიერთობას არასამთავრობო სექ­ტორსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

ს) ადგილობრივი და უცხოელი აუდიტორიის ინფორმი­რე­ბას  საქართ­ვე­ლოს, მათ შორის, საქართ­ველოს პარლამენტის, საქართველოს მთავ­რო­ბის და აღმასრუ­ლებე­ლი ხე­ლისუფლების სხვა ორგანოების, ასევე, ადგი­ლო­ბ­რი­ვი თვითმმართ­ვე­ლო­­ბის ორგანოების საქმია­ნობის შესახებ;

ტ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პრე­­­ზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებუ­ლე­­ბებთან, საერთაშორისო ორგა­ნი­ზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანე­ბებსა და სხვა ინსტიტუტებთან;

უ) განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობისა და რეინტეგ­რაციის პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველოს პრემიერ-მინისტ­რის­თვის საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებას, რჩევებისა და რეკომენდაციების შემუშავებას და სამიზნე აუდიტორიასთან საქარ­თ­ველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობას;

ფ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებასა და კოორდინაციას;

ქ) სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე  საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მი­ნისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქ­მი­ა­ნო­ბის კოორდინაციის ხელშეწყობას;

ღ) მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების მიზ­ნით, სა­მინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სა­მინი­ს­ტ­რ­ო­­ების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირე­ბის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინის­ტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქ­ვემ­დებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სხვა და­წესებულებების, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის‑გუ­ბერ­ნატორის ანგა­რიშების, მოხ­­სე­ნებების გამოთხოვას;

ყ) სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების განვი­თა­რების სტრატეგიული გეგმების გამოთხოვას, ანალიზს, დას­­კვნისა და რეკომენდაციების შემუშავებას და საქართველოს პრე­მი­ერ‑მი­ნის­ტრი­სათვის წარდგენას;

შ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის გა­ნ­ხორ­ციელების კოორდინაციის გაწევისა და ადგილობრივი თვითმმარ­თ­ვე­ლობის ორგანოებთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობის ხე­ლ­­­­შეწყობას;

ჩ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ სახელმწიფო ზედამხედვე­ლობის განხორციელების ხელშეწყობას;

ც) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მი­ერ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწ­ყო­ბას;

ძ) მინისტრების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სპეცია­ლური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, სპე­ცი­ა­ლუ­რი დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულების ხელ­მძღვა­ნე­ლთა და სახელმწიფო რწმულებულის ‑ გუბერნატორის სამართლებრივი აქტე­ბის გაუქმე­ბის შესახებ დასკვნების მომზადებას;

წ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის სახელზე შემოსუ­ლი ადმინის­ტრაციული საჩივრების განხილვის სფე­რო­ში საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფ­ლე­ბამოსილების განხორცი­ელების ხელშეწყობას;

ჭ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტ­როლს; საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს მთავრობის ადმი­ნი­ს­ტრაციის სახელზე შემოსული კორესპონდენციის უფლებამოსილ ადმი­ნისტრაციულ ორგანოში გადაგზავნის შემთხვევაში უფლებამოსილი ად­მი­ნის­ტრაციული ორგანოსაგან განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას, ანალიზსა და შესაბამისი დასკვნის მომზა­დებას;

ხ) საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავ­რობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლობას;

ჯ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლა­მენ­ტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლე­ბა­მოსილებების განხორციელების ხელშეწყობას;

ჰ) საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის, განსახილ­ვე­ლი საკითხებისა და დღის წესრიგის პროექტების მომზადებას;

1) საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების ‑ კომისიებისა და საბჭოების საქმია­ნობის კო­­ორდინაციას, მონიტორინგსა და ხელშეწყობას;

2) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის სათათბირო ორგანოების ­- ეკო­ნო­­მიკური საბ­ჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მარ­­თ­ვის საბჭოს აპარატების ტექნიკურ‑მატერიალურ, იურიდიულ, ფი­ნან­სურ და სხვა სახის ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას;

3) საგადასახადო ომბუდსმენის აპარატის ფუნქციონირებისათვის სა­ჭი­­რო ხარ­ჯების დაფინანსებას, ტექნიკურ-მატერიალურ და ფინანსურ უზრუნველყოფას;

4) „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის განხორციე­ლე­ბის ხელშეწყობას;

5) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების, სააგენ­ტო­ებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (შემდგომში - დო­ნო­რები) დახმარების ეფექტურ კოორდინაციას; მათი ძალისხმევისა და რე­სურსების მიმართვას სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ პრიო­რიტეტულ საკითხებზე;

6)  ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებული მიმდი­ნა­რე საგარეო (დონორების) დახმარების, აგრეთვე საჭიროებებისა და ინი­ცი­ა­ტივების გამოვლენისა და სახელმწიფო პრიორიტეტებთან დაკავში­რებული დახმარების საჭიროებების კონსოლიდაციის მიზნით დონორთა პროგრამულ კომპონენტებზე მონაცემების შეგროვებას დონორებისაგან, სა­მინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებისაგან; მიღე­ბუ­ლი ინფორმაციის ანალიზს და საქარ­თველოს პრე­მიერ-მინის­ტ­რისა­თვის წარდგენას;

7) საქართველოს მთავრობისა და დონორების ერთობლივი, მაღალი დო­ნის საკოორდინაციო ფორუმისა და სექტორული საკოორდინაციო ჯგუ­ფების მუშაობის წარმართვას, საორგანიზაციო მომსახურებას და ანა­ლიტიკურ უზრუნველყოფას;

8) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობას;

9) ელექტრონული მმართველობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრას, ამ სფეროში სახელმ­წი­ფო უწყებათა საქმიანობისას წარმოშობილი პრობ­ლე­მების იდენტი­ფიკა­ციას, სათანადო სამოქმედო გეგმების დასახვას, ელ­ექ­ტრონული მომსა­ხუ­რების განვითარებისათვის საჭირო რეკომენდა­ციების მომზადებას და სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინა­ციას ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროცესში;

10) აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამარ­თალთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის გა­ნ­ხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს;

11) საგარეო რისკების ანალიზისა და საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას;

12) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენ­ლობებთან კომუნიკაციას;

13) უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, მათთან გამართულ მო­ლა­პარაკებებში მონაწილეობას;

14) საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციე­ლე­ბის მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კოორ­დინი­რებული მოქმედების ხელშეწყობას;

15) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზსა და მონიტორინგს; საქარ­თ­ველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად შემუ­შა­ვებული ადა­მი­ანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადებული შუალედური ანგარიშების საფუძველზე სა­მო­ქ­მედო გეგ­მის შესრულების პერიოდულ მონიტორინგს, გეგმის შესრუ­ლების კოორ­დინაციას, სამოქმედო გეგმით დასახული მიზნების ეფექტუ­რი შესრუ­ლე­ბი­სათვის სათანადო ცვლილებების მომზადებას, საქართვე­ლოს პარლა­მენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარსადგენი ან­გარიშების მომ­ზადებას; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმი­რე­ბას ადამია­ნის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ;

16) მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომ­ზადებასა და განხილვის ორგანიზებას;

17) საზოგადოების ინფორმირებას  დაგეგმილი და მიმდინარე სამთავ­რო­ბო პროექტების თაობაზე;

18) მთავრობის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელში მთა­ვ­რობის გვერდის ადმინისტრირებას;

19) დოკუმენტების მიღებას, დამუშავებასა და მათთან დაკავშირებულ დავალებათა შესრულებას;

20) ცალკეული ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან ინფორ­მა­ციის, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით;

21) სამინისტროების სისტემაში მოქმედი სტრუქტურული ერთეუ­ლე­ბიდან/ქვე­და­ნაყოფები­დან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ანა­ლიზს და რე­კო­მე­ნდა­ცი­ების შემუშავებას საქართველოს პრემიერ-მინის­ტრისათვის;

22) საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს მთავრობისა და სა­ქარ­თველოს პრემიერ-მინისტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზებასა და გადა­წყვე­ტის ხელშეწყობას;

23) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების გან­ხორციელებას.


მუხლი 3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურა 
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთე­უ­­ლე­­ბია:

ა) პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორ­დი­ნა­­ციის დეპარ­ტა­­მენ­ტი;

ბ) ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტი;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) საფინანსო დეპარტამენტი;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ვ) რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურ­­თიერთობების დეპარტამენტი;

ზ) ელექტრონული მმართველობის განვითარების დეპარტამენტი;

თ) მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტი;

ი) პროტოკოლის სამსახური;

კ) განათლების საერთაშორისო ცენტრი (სამსახური);

ლ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო ადამიანის უფ­ლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური).

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეუ­ლებ­­ში ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას სამსახური ან/და სამმარ­თ­ველო.


მუხლი 4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანე­ლობა
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქარ­თვე­ლოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინის­ტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის ად­მი­ნისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დე­ბო­ბიდან ათა­ვი­სუფ­ლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგი­ლე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს საქართველოს პრემიერ‑მინისტრი საქართველოს მთავრობის ადმი­ნისტრაციის უფროსის წარდგინებით.

3. საქართველოს პრემიერ‑მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავ­რობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტუ­რუ­ლი ერთეულების დებულებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ სარგოებს;

გ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ად­მი­ნისტრაციის უფრო­სის უფლება‑მოვალეობებს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სა­ქარ­­თველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთე­ულე­ბის ხე­ლ­მ­ძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, ასევე, საქართველოს მთა­ვ­რო­ბის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მო­სა­მ­სა­ხუ­რეებს;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სპე­ცია­ლურ წარმომადგენელს, მრჩეველს ან/და თანაშემწეს, რომელიც მისი დავალებით უზრუნველყოფს ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით მისაღები გადაწ­ყვე­ტილების პროცესის კოორდი­ნირებას და შესაბამისი წინადადებების საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის წარდგენას;

ვ) ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსა­ხუ­­რეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, სტრუქტურუ­ლი ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ახორციელებს მათ წახა­ლი­სებასა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენებას;

ზ) განკარგავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსურ სახ­სრებს;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ად­მინისტრა­ციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;

ი) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; სხვა სახელმწიფო ორ­გა­ნოებთან, საზოგადოებრივ და, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამო­დის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებ­ლო­ბი­თა და ამ დებულებით მისთვის მი­­ნიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. საქართველოს პრემიერ‑მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე‑3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები „საქართველოს მთა­ვ­რო­ბის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შე­სახებ“ საქართველოს კანონის მე‑8 მუხლის მე‑2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შე­საბამისად, დელეგირების უფლებით გადასცეს საქართველოს მთავრო­ბის ადმინისტრაციის უფროსს.


მუხლი 5. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა
1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთე­უ­ლე­ბის ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფლებს საქართველოს პრემიერ‑მინისტრი. სტრუქტურული ერ­თე­­უ­ლის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რო­მე­ლ­საც/რომლებსაც ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშ­­ნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ‑მი­ნის­ტრი.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთე­უ­ლის ხელმძღვანელი:

ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ამ სტრუქტურული ერ­თეუ­ლის დებულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალე­ბა­თა შესაბამისად უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმია­ნო­ბას, პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ‑მინისტრის წინაშე და­კის­რებუ­ლი მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წა­რუ­დგენს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა კანდიდატუ­რებს;

გ) ამზადებს და საქართველოს პრემიერ‑მინისტრს წარუდგენს სტრუქ-ტურული ერთეულის დებულების პროექტს, განსაზღვრავს თანამშრო­მე­ლ­თა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს მათი შეს­რულების კონტროლს;

დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნე­ბულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ე) უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუ­თ­ვ­ნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, საჭირო დო­კუ­მენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრს წარუდგენს წინადადებებს თანამ­შრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური სახდელის შე­ფარდების თაობაზე;

ზ) ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებუ­ლებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 6. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან სა­ჯა­რო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით და მო­ქ­მედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრუ­ლებას.


10. 26/06/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 340 - ვებგვერდი, 26/06/2018 9. 12/07/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 338 - ვებგვერდი, 13/07/2017 8. 29/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 605 - ვებგვერდი, 29/12/2016 7. 13/07/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 329 - ვებგვერდი, 15/07/2016 6. 06/06/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 243 - ვებგვერდი, 06/06/2016 5. 18/03/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 126 - ვებგვერდი, 21/03/2016 4. 07/07/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 328 - ვებგვერდი, 09/07/2015 3. 01/06/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 237 - ვებგვერდი, 01/06/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 28/05/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 234 - ვებგვერდი, 28/05/2015 1. 06/05/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 194 - ვებგვერდი, 06/05/2015