„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 26/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.020047
338
12/07/2017
ვებგვერდი, 13/07/2017
010220000.10.003.020047
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №338

2017 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმი­ნი­სტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრო­ბის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/12/2014, 010220000.10.003.018257) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს; სხვა სახელმწიფო მოსამსახურეებს; დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეს/მოადგილეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს;“;

ბ)  „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი