დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 234 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 28/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.10.003.018619 |
234
28/05/2015
ვებგვერდი, 28/05/2015
010220000.10.003.018619
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის
№626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/12/2014, 010220000.10.003.018257) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის გარდაცვალების ან/და საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრის (მეუღლე, მშობელი, შვილი) გარდაცვალებისას უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახისათვის/საჯარო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 28 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები