„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 237
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 26/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.018621
237
01/06/2015
ვებგვერდი, 01/06/2015
010220000.10.003.018621
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №237

2015 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმი­ნი­ს­ტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/12/2014, 010220000.10.003.018257) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამ­ტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტი და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.  
მუხლი 2
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანამდე საქართველოს მთა­ვ­რობის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის ტექნიკურ-მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა ამავე კანონით სა­ქა­რთველოს მთავრობის ადმინის­ტრა­ციისათვის განსაზღვრული ასიგნებები­დან.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი