დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 126 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.10.003.019191 |
|
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/12/2014, 010220000.10.003.018257) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი: „ქ1) ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მიზნით სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სხვა დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი მიმდინარე სტრატეგიული პროექტების შესრულების მონიტორინგს, გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების შემუშავებას, შეფერხებული სტრატეგიული პროექტების გასაგრძელებლად სამოქმედო გეგმების დასახვასა და მათი განმახორციელებელი უწყებების საქმიანობის კოორდინაციას;“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტი;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები