დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190040.35.144.016170 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/08/2014 - 30/01/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, აგრეთვე ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
განესაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის - 100 ლარის ოდენობით;
ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად - 100 ლარის ოდენობით;
გ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის - 250 ლარის ოდენობით, აქედან:
გ.ა) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის შენობაში - 100 ლარის ოდენობით;
გ.ბ) ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრებისთვის - თითოეული გასვლისათვის 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს თვეში სამი შეხვედრისა;
დ) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრებისათვის - 50 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“-,,დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), როგორც წესი, ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე (თუ შესაბამისი თვის 5 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება: ა) შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი; ბ) შეხვედრის თემატიკა. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათს თან უნდა დაერთოს: ა) ამომრჩევლებთან შეხვედრის დასადასტურებლად - მინიმუმ სამი ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი აქტი, რომელშიც მითითებული იქნება აქტზე ხელისმომწერი ამომრჩევლების სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის დასადასტურებლად - ამ პირ(ებ)ის ხელმოწერილი აქტი, რომელშიც მითითებული იქნება აქტზე ხელის მომწერი თანამდებობის პირ(ებ)ის სახელი და გვარი. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები