ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010190040.35.144.016270
2
31/03/2017
ვებგვერდი, 05/04/2017
010190040.35.144.016270
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №2

2017 წლის 31 მარტი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის,   საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 07/08/2014, 010190040.35.144.016170)  და დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები ყოველი მომდევნო თვის 1-ლ რიცხვამდე (თუ შესაბამისი თვის 1-ლი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს – ინფორმაციას მიმდინარე თვეში ამომრჩევლებთან შეხვედრის შესახებ მინიმუმ სამი ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილ აქტთან ერთად, რომელშიც მითითებული იქნება აქტზე ხელმომწერი ამომრჩევლების სახელი, გვარი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი