ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010190040.35.144.016229
37
25/09/2015
ვებგვერდი, 01/10/2015
010190040.35.144.016229
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №37

2015 წლის 25 სექტემბერი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის 1-ლი და  მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის  და  საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 07/08/2014, სარეგისტრაციო კოდი:010190040.35.144.016170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული   პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 1 

1. განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების  ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში  397,5 ლარის (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი)  ოდენობით:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის;

ბ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისათვის;

გ) ამომრჩევლებთან თვის განმავლობაში არანაკლებ სამი შეხვედრისათვის“ .

ბ) დადგენილებით დამტკიცებული მეორე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ საკრებულოს წევრი ამ დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ერთ-ერთ მოთხოვნას,  მის მიერ გაწეული ხარჯი აუნაზღაურდეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრულ ოდენობაზე 50 (ორმოცდაათი) ლარის გამოკლებით, ხოლო, თუ საკრებულოს წევრი ამ დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ორ მოთხოვნას,  მის მიერ გაწეული ხარჯი აუნაზღაურდეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრულ ოდენობაზე 100(ასი) ლარის გამოკლებით, თუ საკრებულოს წევრი ამ დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  სამივე მოთხოვნას,   მის    მიერ გაწეული ხარჯი არ ანაზღაურდება“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი