დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190040.35.144.016394 |
12
17/12/2021
ვებგვერდი, 20/12/2021
010190040.35.144.016394
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო,
ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ (www.masne.gov.ge, 07/08/2014 წ., 010190040.35.144.016170) და დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის; ბ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისათვის; გ) ამომრჩევლებთან თვის განმავლობაში არანაკლებ სამი შეხვედრისათვის.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები