დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190040.35.144.016213 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ა) ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილების ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 07/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010190040.35.144.016170) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 1 1.განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის; ბ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისათვის; გ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული მეორე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე (თუ შესაბამისი თვის 5 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს - ინფორმაციას ამომრჩევლებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში, მინიმუმ სამი ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილ აქტთან ერთად, რომელშიც მითითებული იქნება აქტზე ხელმომწერი ამომრჩევლების სახელი, გვარი.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული მეორე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ საკრებულოს წევრი ამ დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ერთ-ერთ მოთხოვნას, მის მიერ გაწეული ხარჯი აუნაზღაურდეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრულ ოდენობაზე 100(ასი) ლარის გამოკლებით, ხოლო, თუ საკრებულოს წევრი ამ დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ორს მაინც, მის მიერ გაწეული ხარჯი არ ანაზღაურდება“. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (www.matsne.gov.ge 05/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010190040.35.144.016200). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები