სახელმწიფო თეატრების შესახებ

  • Word
სახელმწიფო თეატრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 29/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 24/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 450.130.010.05.001.002.312
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3288
09/06/2006
სსმ, 24, 29/06/2006
450.130.010.05.001.002.312
სახელმწიფო თეატრების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (19/03/2008 - 20/12/2011)

 

საქართველოს კანონი

სახელმწიფო თეატრების შესახებ

ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო თეატრების საქმიანობის წესს, მათ დაფუძნებასთან, ფუნქციონირებასთან, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ და ფინანსურ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სფეროში მოღვაწე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სახელმწიფო თეატრზე.

    მუხლი 2. სახელმწიფო თეატრის საქმიანობის სახელმწიფო გარანტიები

სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო თეატრის საქმიანობის ხელშეწყობას და დაცვას, მის შემოქმედებით პროცესში, შემოქმედებით საქმიანობაში ჩაურევლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გარდა.

თავი II

სახელმწიფო თეატრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

    მუხლი 3. სახელმწიფო თეატრის დაფუძნება და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

1. სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) საკუთარი ინიციატივით ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოები საკუთარი ინიციატივით ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარდგინებით.

2. სახელმწიფო თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს და მის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს სამინისტრო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოები.

    მუხლი 4. სახელმწიფო თეატრის უფლებები და ვალდებულებები

1. სახელმწიფო თეატრის უფლებაა:

ა) შემოქმედებით საქმიანობაში დამოუკიდებლობა და თავისუფლება;

ბ) თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით სარგებლობა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოქმედებითი და სამეურნეო საქმიანობის წარმართვა.

2. სახელმწიფო თეატრი ვალდებულია:

ა) წარმართოს საკუთარი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და თავისი დებულების (წესდების) შესაბამისად;

ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) უზრუნველყოს თავის სარგებლობაში არსებული ქონების დაცვა უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით;

დ) აწარმოოს შემოქმედებითი და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონის, შესაბამისად.

    მუხლი 5. სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III

სახელმწიფო თეატრის სტრუქტურა და მართვა

    მუხლი 6. სახელმწიფო თეატრის სტრუქტურა

სახელმწიფო თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის, დასისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან.

    მუხლი 7. სახელმწიფო თეატრის მართვა და ხელმძღვანელი პირების უფლება-მოვალეობანი

1. სახელმწიფო თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონის, და სახელმწიფო თეატრის დებულების (წესდების) შესაბამისად.

2. სახელმწიფო თეატრის მმართველი:

ა) წარმოადგენს თეატრს და პერსონალურად აგებს პასუხს თეატრის საქმიანობაზე;

ბ) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;

გ) წყვეტს თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მოწვევა-გათავისუფლების საკითხს;

დ) თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით დებს შრომით ხელშეკრულებებს დასის წევრებთან საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სახელმწიფო თეატრის მმართველს შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანო (სამხატვრო საბჭო ან სხვა).

4. სახელმწიფო თეატრის მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:

ა) სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო თეატრებში – შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელები, ხოლო სახელმწიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით.

5. სახელმწიფო თეატრს სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო ხელმძღვანელი.

6. სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს თეატრის შემოქმედებით საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე;

ბ) თეატრის მმართველს წარუდგენს წინადადებებს დასის წევრთა მოწვევა-გათავისუფლებისა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე;

გ) უფლებამოსილია უხელმძღვანელოს სამხატვრო საბჭოს ან სხვა სათათბირო ორგანოს.

7. სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:

ა) სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის ბიუჯეტებზე მყოფ სახელმწიფო თეატრებში – შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელები, ხოლო სახელმწიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით.

8. სახელმწიფო თეატრს შეიძლება ჰყავდეს:

ა) მთავარი რეჟისორი (დრამატულ თეატრში), მთავარი რეჟისორი და მთავარი დირიჟორი (მუსიკალურ თეატრში) იმ შემთხვევაში, თუ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ან თეატრის მმართველი შესაბამისად არ არის რეჟისორი ან დირიჟორი;

ბ) მთავარი ბალეტმაისტერი და მთავარი ქორმაისერი.

9. სახელმწიფო თეატრში მთავარ რეჟისორს, მთავარ დირიჟორს, მთავარ ბალეტმაისტერს, მთავარ ქორმაისტერს თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და მათთან შრომით ხელშეკრულებებს დებს თეატრის მმართველი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

10. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი, მისთვის ამ მუხლით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს ახორციელებს თეატრის მმართველი.

თავი IV

სახელმწიფო თეატრის საქმიანობის ეკონომიკური და ფინანსური საფუძვლები

    მუხლი 8. სახელმწიფო თეატრის დაფინანსების წყაროები და ქონება

1. სახელმწიფო თეატრის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტი;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები;

გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სახელმწიფო თეატრის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

                                                 თავი IV1

                                       გარდამავალი დებულებანი

მუხლი 81. გარდამავალი დებულებანი

1. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებამდე სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ნორმები.

2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი სახელმწიფო თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს და მის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი სახელმწიფო თეატრის მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი № 5961 - სსმ I,  № 8 , 28 . 03 .2008 წ., მუხ.57

თავი V

                                            დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი № 5961 - სსმ I,  № 8 , 28 . 03 .2008 წ., მუხ.57

    მუხლი 9. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2006 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო თეატრებში თეატრის მმართველთა და სამხატვრო ხელმძღვანელთა დანიშვნა ამ კანონით დადგენილი წესით.

11. ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული თეატრები ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულად და მათი რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულების დამტკიცება განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.

2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს თეატრების შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის №2104 - IIს კანონი;

ბ) საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კოლეგიის 1963 წლის 21 აგვისტოს №111 დადგენილება „თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისათვის აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭების შესახებ“;

გ) სსრ კავშირის კულტურის მინისტრის 1966 წლის 21 აპრილის №138 ბრძანება „საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის ლენინის ორდენოსანი თეატრისათვის „აკადემიურის“ საპატიო სახელწოდების მინიჭების შესახებ“;

დ) სსრ კავშირის კულტურის მინისტრის 1966 წლის 21 აპრილის №137 ბრძანება „საქართველოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის“ შრომის წითელი დროშის ორდენოსანი თეატრისათვის „აკადემიურის“ საპატიო სახელწოდების მინიჭების შესახებ“;

ე) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 დეკემბრის №683 ბრძანებულება „ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისათვის აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭების შესახებ“;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 იანვრის №49 განკარგულება „თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისათვის აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭების შესახებ“;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ნოემბრის №527 ბრძანებულება „გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრისათვის აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭების შესახებ“;

თ) საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №587 ბრძანებულება „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრისათვის აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭების შესახებ“.

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი № 5961 - სსმ I,  № 8 , 28 . 03 .2008 წ., მუხ.57

    მუხლი 10. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 9 ივნისი.

№3288–Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5961 - სსმ I,  №8, 28.03.2008 წ., მუხ.57