დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5961 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/03/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 28/03/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 450.130.010.05.001.003.177 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 29.06.2006, მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:
„თავი IV1. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 81. გარდამავალი დებულებანი
1. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებამდე სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია და მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ნორმები.
2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი სახელმწიფო თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს და მის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი სახელმწიფო თეატრის მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.“.
2. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დასკვნითი დებულებანი“.
3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული თეატრები ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულად და მათი რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულების დამტკიცება განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 მარტი.
№5961–რს
დოკუმენტის კომენტარები