პროფესიული განათლების შესახებ

პროფესიული განათლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 23/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.05.001.002.772
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4528
28/03/2007
სსმ, 15, 23/04/2007
430.060.000.05.001.002.772
პროფესიული განათლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/06/2015 - 08/07/2015)

საქართველოს კანონი

პროფესიული განათლების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების ფუნქციისა და ადგილის განსაზღვრა, პროფესიული განათლების სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი ადგენს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, განსაზღვრავს პროფესიული განათლების სახეებს, საფეხურებსა და დაფინანსების პრინციპებს.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300

    მუხლი 3. პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლები

პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონს და სხვა ნორმატიულ აქტებს.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთან აც და კავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, ასევე სახელმწიფო დაფინანსების მიღება ;

1) ავტორიზაცია – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;

ბ) არაფორმალური პროფესიული განათლება – პროფესიული განათლება, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად;

1) ასოცირებული ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად;

2) პროფესიული ტესტირებაპროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზადყოფნას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისათვის;

გ) (ამოღებულია);

დ) (ამოღებულია);

ე) (ამოღებულია);

ვ) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, პროფესიული განათლებისა და სპეციალური პროფესიული განათლების კვალიფიკაციებს;

ზ) (ამოღებულია – 28.06.2013, №780);

თ) (ამოღებულია);

ი) პროფესიული კვალიფიკაცია/კვალიფიკაცია – პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით;

კ) (ამოღებულია);

ლ) (ამოღებულია);

მ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს პროფესიული სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;

1) ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამა – სხვადასხვა დარგის ცოდნის, შესაბამისი უნარებისა და ღირებულებების განვითარებისკენ მიმართული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და სრულდება ასოცირებული ხარისხის მინიჭებით;

2) მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სრული ზოგადი განათლების შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავება და პირის მომზადება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად;

ნ)  (ამოღებულია);

ო)  (ამოღებულია);

1) (ამოღებულია);

პ)  (ამოღებულია);

ჟ)  (ამოღებულია);

რ)  (ამოღებულია);

ს)  (ამოღებულია);

ტ) პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია და პროფესიული ცოდნა და უნარები, აგრეთვე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები;

1) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების მოცულობა, მისაღწევი სწავლის შედეგები, იმ მოდულების ერთობლიობა, რომელთა სწავლის შედეგების მიღწევა აუცილებელია პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად, აგრეთვე შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების და პროგრამის განხორციელების წინაპირობები, შესარჩევი სწავლების მეთოდებისა და შეფასების სისტემის ალტერნატიული ჩამონათვალი;

2) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი, თანამიმდევრული ბლოკი, რომელიც ორიენტირებულია მისაღწევ სწავლის შედეგებზე. მოდულით განისაზღვრება სასწავლო თემატიკისა და მისაღწევი სწავლის შედეგების ურთიერთკავშირი და პროფესიული სტუდენტის სწავლებასა და შეფასების ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

უ) პროფესიული სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით;

1) პროფესიული კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;

2) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით. პროგრამა აერთიანებს პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო სასწავლო კურსებს/მოდულებს. პროგრამით განისაზღვრება პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში, სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები;

ფ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – პროფესიული კოლეჯი, საზოგადოებრივი კოლეჯი;

ქ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული პროფესიული განათლების შესაბამისი ყველა კვალიფიკაცია;

ღ) რეგულირებადი პროფესია – პროფესია, რომლით საქმიანობის განსახორციელებლად პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური განათლება და ჩააბაროს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდა;

1) საზოგადოებრივი კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად ახორციელებს მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო ან/და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა;

ყ) (ამოღებულია);

შ) (ამოღებულია);

ჩ) (ამოღებულია);

ც) (ამოღებულია);

ძ) (ამოღებულია);

წ) (ამოღებულია);

ჭ) (ამოღებულია);

ხ) სპეციალისტი – პირი, რომელსაც მიენიჭა პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი;

ჯ) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;

1) ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია არაქართულენოვანი პირების მიერ ქართული ენის ცოდნისა და შესაბამისი უნარების შეძენა იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაძლევად;

ჰ) (ამოღებულია ).

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5367 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი,  01.03.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  28 ივნისის კანონი № 7 80 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3817 – ვებგვერდი, 03.07.2015წ.

     მუხლი 5. პროფესიული განათლების მიზნები

საქართველოში პროფესიული განათლების მიზნებია:

ა) ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით;

ბ) ინდივიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

გ) შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფა;

დ) ინდივიდის დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების, ხელშეწყობა;

ე) პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 6.  (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 7. პროფესიული განათლების მიღების უფლება

1. პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, პროფესიული ტესტირების ჩაბარებისა და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე, უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად.

2. პროფესიული განათლების მიღების უფლების რეალიზების მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობით გამართოს კონსულტაციები პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებთან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების პირობების შესახებ.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

საქართველოს 2013 წლის  28 ივნისის კანონი № 7 80 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.

 

თავი II. პროფესიული განათლების სახეები და საფეხურები

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 8. პროფესიული განათლების სახეები

პროფესიული განათლება იყოფა ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებად.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 9. ფორმალური პროფესიული განათლება

1. ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით.

2. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი განისაზღვრება და სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი დგინდება შესაბამისი კანონით.

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4943 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.210

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 10. არაფორმალური პროფესიული განათლება

1. არაფორმალური პროფესიული განათლების სახელმწიფო აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მქონე პირის ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმებას.

2. არაფორმალური გზით მიღებული პროფესიული განათლების აღიარება დაუშვებელია პროფესიული განათლების IV და V საფეხურების ფარგლებში.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 10 1 . პროფესიული განათლების საფეხურები

1. პროფესიული განათლება მოიცავს ხუთ საფეხურს, რომლებიც განისაზღვრება სწავლის შედეგების შესაბამისად:

ა) I საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების ერთგვაროვან სიტუაციებში მეთვალყურეობით შესრულების უნარი;

ბ) II საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების გარკვეული დამოუკიდებლობით შესრულების უნარი;

გ) III საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, განსხვავებულ სიტუაციებში შეასრულოს თავისი მოვალეობები და ადეკვატურად იმოქმედოს წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად;

დ) IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, პროფესიული ცოდნა გამოიყენოს ცვალებად სიტუაციებში წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად, ზედამხედველობა გაუწიოს სხვების საქმიანობას და აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს შეფასებასა და გაუმჯობესებაზე;

ე) V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც მოითხოვს სხვათა სამუშაოს დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას, ასევე განხორციელებული სამუშაოს შეფასებასა და სრულყოფას.

2. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი პროფესიული დიპლომი.

3. (ამოღებულია – 28.06.2013, №780 ).

4. კონკრეტული პროფესიული განათლების საფეხურები განისაზღვრება პროფესიული სტანდარტით, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფეხურებიდან ერთ-ერთს, რამდენიმეს ან ყველას.

5. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

საქართველოს 2013 წლის  28 ივნისის კანონი № 7 80 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.

     მუხლი 11.  (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 12. რეგულირებადი პროფესიები

1. მაღალი რისკის შემცველ პროფესიებს, რომლებიც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, პიროვნების განვითარებასა და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, სახელმწიფო გამოყოფს რეგულირებადი პროფესიების სახით.

2. რეგულირებად პროფესიებს, რომლებსაც შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციები, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ან მისი სავალდებულო დასკვნის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 12 1 . პროფესიული განათლების მასწავლებელი  

1. პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

     3. შესაბამისი პროფესიული სტანდარტით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

თავი III. პროფესიული განათლების სისტემის რეგულირება

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 13. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები

1. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები არიან:

ა) საქართველოს მთავრობა;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

1 ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;

გ) (ამოღებულია);

დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

ვ) (ამოღებულია);

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

თ) (ამოღებულია);

ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

2. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს დამსაქმებლებთან, პროფესიულ ასოციაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების მიზნით.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი,  01.03.2012წ.

    მუხლი 14. საქართველოს მთავრობა

პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა:

ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას;

ბ) განსაზღვრავს რეგულირებად პროფესიებს, რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს;

გ) რეგულირებადი პროფესიებისათვის განსაზღვრავს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩამტარებელ ორგანოს;

დ) ადგენს პროფესიული განათლების დაფინანსების წესსა და პირობებს და ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას;

ე) (ამოღებულია – 28.06.2013, №780 );

ვ) (ამოღებულია).

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

საქართველოს 2013 წლის  28 ივნისის კანონი № 7 80 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.

     მუხლი 15. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:

ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებს;

ე) (ამოღებულია);

ვ) ადგენს უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;

ზ) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;

თ) (ამოღებულია);

ი) (ამოღებულია);

კ) (ამოღებულია);

ლ) (ამოღებულია);

მ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს;

ნ) (ამოღებულია);

ო) (ამოღებულია);

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;

ჟ) (ამოღებულია);

რ) (ამოღებულია);

ს) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს;

ტ) ამტკიცებს პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებას;

1) უფლებამოსილია პროფესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;

უ) (ამოღებულია);

ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ქ) (ამოღებულია);

ღ) (ამოღებულია);

ყ) (ამოღებულია);

შ) (ამოღებულია);

ჩ) (ამოღებულია);

ც) (ამოღებულია);

ძ) (ამოღებულია).

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

საქართველოს 2013 წლის  28 ივნისის კანონი № 7 80 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.

     მუხლი 151 . საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს სპორტისა და  ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო პროფესიული განათლების სფეროში შესაბამისად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებ ს, ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს;

) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი,  01.03.2012წ.

    მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

    მუხლი 17. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები:

ა) შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხელს უწყობენ პროფესიული განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 18. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები

პროფესიული განათლების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:

ა) ხელს უწყობენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედებებს, უფლებამოსილი არიან, განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებებით განსაზღვრული წესით მონაწილეობენ მათ მართვაში;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;

დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

    მუხლი 20. პროფესიული ასოციაციები

1. პროფესიული ასოციაციები ხელს უწყობენ კონკრეტული პროფესიების განვითარებას.

2. პროფესიული ასოციაციები:

ა) შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის დამატების, ამოღებისა და ცვლილების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

ბ) (ამოღებულია);

გ) პროფესიული სტანდარტის შესახებ შეიმუშავებენ წინადადებებს და წარუდგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;

დ)  (ამოღებულია);

ე) ხელს უწყობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, აგრეთვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთკავშირს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში ატარებენ შესაბამის პროფესიაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდას;

ზ) (ამოღებულია);

თ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 20 1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და აკრედიტაცია

1. ავტორიზაციის შედეგად დაწესებულება იძენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი.

11. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო) საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ. ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.

2. აკრედიტაციის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

3. ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.

4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დაფინანსება გაიცემა მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი,  01.03.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 3 50 – ვებგვერდი, 28.03.2013წ.

    მუხლი 20 2 . პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო და პროფესიული სტანდარტი

1. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ნაწილია პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო, რომელსაც პროფესიულ ასოციაციებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველია პროფესიული სტანდარტი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოზე დაყრდნობით, პროფესიული ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3817 – ვებგვერდი, 03.07.2015წ.

    მუხლი 21.  (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 22.  (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 23.  (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

თავი IV. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 24.  (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 25.  (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

თავი V. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 26.  (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 27.  (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 28. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

    მუხლი 29. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

 

თავი VI. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები და სახეები

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 30. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს ავტონომიის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე არ ვრცელდება ამ კანონის 32-ე–34-ე და 36-ე–37-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 30 1 . პროფესიული კოლეჯი

პროფესიული კოლეჯი არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 30 2 . საზოგადოებრივი კოლეჯი

1. საზოგადოებრივი კოლეჯი ახორციელებს ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს.

2. მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს იმ პირს, რომელმაც, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის გავლის მიუხედავად, ვერ შეძლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება.

3. ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს IV ან V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც მოპოვებული აქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების ხელშეწყობას მათთვის სახელმწიფო ენის სწავლებით, რაც ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

 

თავი VII. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 31. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს:

ა) გადაწყვეტილების საჯაროობის, გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვას;

ბ) პროფესიულ სტუდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად მათი სქესისა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვა;

გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მონაწილეობას;

დ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა პოტენციური დამსაქმებლების მოთხოვნათა გათვალისწინებას;

ე) საგანმანათლებლო პროცესის დაწესებულების ავტონომიურობის პრინციპის საფუძველზე წარმართვას ;

ვ) ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სასწავლო დროს, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულება.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4203 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 32. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი, რომელთა საქმიანობის წესი განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300

    მუხლი 33. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭო

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ დამსაქმებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, საბჭოს დაკომპლექტების, უფლებამოსილებათა წარმოშობისა და შეწყვეტის წესები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

2. სამეთვალყურეო საბჭო:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს;

გ) აკონტროლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანხების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;

დ) ითანხმებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების პროექტს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300

საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი,  01.03.2012წ.

    მუხლი 34. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი:

ა) მართავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესსა და ბიუჯეტს;

გ) შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საშტატო განრიგს;

დ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა;

ე) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ ვადაში სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს დაწესებულების საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;

ვ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;

ზ) წარმართავს და ზედამხედველობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესსა და სასწავლო პრაქტიკას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.

3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი არ შეიძლება იყოს 65 წელს მიღწეული პირი.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300

    მუხლი 34 1 . პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300

 

თავი VIII. პროფესიული განათლების დაფინანსება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

    მუხლი 35.  პროფესიული განათლების დაფინანსება

1. პროფესიული განათლების დაფინანსებას ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, დააფინანსონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

3. (ამოღებულია).

4. პროფესიული განათლება შეიძლება დააფინანსონ კერძო პირებმა.

5. (ამოღებულია – 28.06.2013, №780).

6. (ამოღებულია).

61(ამოღებულია – 28.06.2013, №780).

7. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც არ არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე. მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ დაწესებულების მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შემოსავალი და ხარჯები აისახება მის ბიუჯეტში. აღნიშნულ დაწესებულებას აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში და ბეჭედი. ამასთანავე, დაწესებულებას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300

საქართველოს 2013 წლის  28 ივნისის კანონი № 7 80 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2942 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

     მუხლი 36.  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი თანხებს განკარგავს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შემცირება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ისა.

3. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის 5%-ს.

4. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300

    მუხლი 37.  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი და მისი შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300

თავი IX. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

     მუხლი 38. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის  კანონი № 3529  - სსმ I, №4 7  , 05.08.2010 წ., მუხ.  300

     მუხლი 39. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის  კანონი № 3529  - სსმ I, №4 7  , 05.08.2010 წ., მუხ.  300

 

თავი X. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 40. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. „განათლების შესახებ“, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად გაცემული დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სახელობო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან (სპეციალისტის სერტიფიკატთან), ხოლო საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან (სპეციალისტის დიპლომთან), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11. სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია პროფესიული განათლების III საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი – შესაბამისი პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან. პროფესიული სტანდარტით შესაბამისი საფეხურის არარსებობის შემთხვევაში გათანაბრება მოხდება მის კომპეტენციებთან შესატყვის სხვა საფეხურთან.

12. 2011 წლიდან დაუშვებელია პროფესიულ სტუდენტთა მიღება სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე. დაუშვებელია დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010–2011 სასწავლო წლის შემდეგ.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებული საჯარო და ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულ პროფესიული სწავლების ცენტრებად და სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონეებად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. რეორგანიზაციამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული წესდებების საფუძველზე.

21. პროფესიული სწავლების ცენტრები ჩაითვალონ დაფუძნებულ და ავტორიზებულ პროფესიულ კოლეჯებად 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე პროფესიული კოლეჯები უფლებამოსილი არიან, თავად განსაზღვრონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.

2 2. ის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ვალდებული იყვნენ, ავტორიზაცია 2013 წელს გაევლოთ, ავტორიზებულად ჩაითვალონ 2014 წლის 1 სექტემბრამდე. აღნიშნულ თარიღამდე ეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან, თავად განსაზღვრონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთანგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით.

3. პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს.

31. პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს.

32. პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს.

4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან არა უგვიანეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისისა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელობო საგანმანათლებლო ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

5. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაასრულოს საშუალო პროფესიული პროგრამებით სწავლება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებით, იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც ჩაირიცხნენ ამ კანონის ამოქმედებამდე:

ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 2 წელი;

ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 3 წელი.

6. პირებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაასრულებენ 2008-2009/2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ათვისებული საშუალო პროფესიული განათლების პროგრამები უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება ჩათვალოს უმაღლესი განათლების კრედიტებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დროს.

7. 2006-2007 სასწავლო წელს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეებზე, რომლებიც 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე დაასრულებენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამასტურებელი დიპლომი. საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც ამ პირებზე გაიცემა ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპეციალობების შესაბამისად ხორციელდება, გათანაბრებულია:

ა) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბაზაზე – სახელობო განათლების სერტიფიკატთან;

ბ) სრული ზოგადი განათლების ბაზაზე – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან.

8. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეიძლება მიუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. ამ შემთხვევაში საშუალო პროფესიული განათლების დიპლომს ამ მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების შესაბამისად გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

9. (ამოღებულია).

10. (ამოღებულია).

11. (ამოღებულია).

12. (ამოღებულია).

13. ამ კანონით დადგენილი წესით პროფესიული სტანდარტების დამტკიცებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დაამტკიცოს შესაბამისი დროებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

14. (ამოღებულია).

15. პროფესიული განათლების დაფინანსების ამ კანონის შესაბამისი წესის დამტკიცებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ განხორციელდეს პროგრამულად.

16. პროფესიული სტანდარტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებამდე პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

17. (ამოღებულია).

18. სააგენტოს ლიკვიდაცია დასრულდეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 იანვრისა.

19. საქართველოს მთავრობამ 2011–2012 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის 35-ე მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული წესის მიღება.

20. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ პროგრამებად. ამ პროგრამებზე  2012 წელს მიღებული პირები ჩაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად; მათ უფლება მიეცეთ, იმავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლა გააგრძელონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ან სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და მათთვის მინიჭებული კვალიფიკაცია გაუთანაბრდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციას.

21. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა  შესაბამის პროგრამებზე სწავლის და მათ მიერ კვალიფიკაციის მიღების ხელშეწყობის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.

22. 2019 წლის 1 იანვრამდე პროფესიულ სტანდარტად ითვლება ასევე დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული განათლების საფეხურები, მათი მინიმალური მოცულობა კრედიტებში და თითოეული საფეხურისათვის სავალდებულო ცოდნა, უნარები და ღირებულებები, აგრეთვე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები.

23. უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ სტანდარტზე დაფუძნებული პროგრამების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით აღიარება.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300

საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №261 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  28 ივნისის კანონი № 7 80 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3817 – ვებგვერდი, 03.07.2015წ.

 

თავი XI. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 41. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

1. ეს კანონი, გარდა მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებიდან.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 49).

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                 მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 28 მარტი.

№4528_Iს

თავი IX. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300

     მუხლი 38. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის  კანონი № 3529  - სსმ I, №4 7  , 05.08.2010 წ., მუხ.  300

     მუხლი 39. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის  კანონი № 3529  - სსმ I, №4 7  , 05.08.2010 წ., მუხ.  300

17. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3442-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 16. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3027-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 15. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1677-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 14. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 774-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 13. 19/02/2016 - საქართველოს კანონი - 4786-IIს - ვებგვერდი, 07/03/2016 12. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3924-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 11. 27/06/2015 - საქართველოს კანონი - 3817-რს - ვებგვერდი, 03/07/2015 10. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2942-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 9. 28/06/2013 - საქართველოს კანონი - 780-IIს - ვებგვერდი, 15/07/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 20/03/2013 - საქართველოს კანონი - 350-IIს - ვებგვერდი, 28/03/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 06/03/2013 - საქართველოს კანონი - 261-IIს - ვებგვერდი, 20/03/2013 6. 28/02/2012 - საქართველოს კანონი - 5717-Iს - ვებგვერდი, 01/03/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 06/12/2011 - საქართველოს კანონი - 5367-IIს - ვებგვერდი, 111220007, 20/12/2011 4. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4203-Iს - ვებგვერდი, 110310030, 10/03/2011 3. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3529 - სსმ, 47, 05/08/2010 2. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 792 - სსმ, 40, 29/12/2008 1. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4943 - სსმ, 22, 19/06/2007